როდის არის საჭირო ტერფის კვლევის ჩატარება?

ტერფის კვლევა ძირითადად ტარდება 3-4 წლიდან. ტერფის დიაგნოსტიკის ჩატარებისთვის, კი  აუცილებელი პირობაა  ბავშვი მინიმუმ 20-21 კილოგრამს იწონიდეს. კვლევის ჩატარება საჭიროა ისეთი დაავადებების დროს როგორიცაა:

ბრტყელტერფიანობა;

პროფესიული და სპორტული ტერფი;

დიაბეტური ტერფი;

ტერფმრუდობა;

ტერფის ვალგუსური დეფორმაცია;

აქილევსის მყესის ანთება;

ქუსლის დეზი;

პლანტარული ფასციიტი;

მორტონის ნევრომა;

მძიმე ფეხის სინდრომი (ორსულთა ტერფი, ვენური უკმარისობა, ლიმფოსტაზი).

თანამედროვე ტექნოლოგიებით ტერფის კვლევას  უკვე წლებია გვთავაზობს  კომპანია “ახალი ხედვის” ტერფის დიაგნოსტიკის კლინიკა. “ახალი ხედვა” ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან პოზიციონირებს. კომპანია უმაღლესი ხარისხის სამედიცინო დანიშნულების პროდუქტებით მთელი ქვეყნის მასშტაბით არის წარმოდგენილი. გარდა ორთოპედიული და ტრავმატოლოგიური პროდუქციისა, კომპანია პაციენტებს თანამედროვე ტექნოლოგიებით ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკის ახალ მიდგომებს სთავაზობს. სამედიცინო დაწესებულება აღჭურვილია უახლესი თაობის ულტრასენსორული აპარატურით, რომლის საშუალებითაც პაციენტებს უტარდებათ პლანტოგრაფია, ანუ ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკა, რომელიც მოიცავს პოდოსკანირებასა და ბაროპოდომეტრიას. ეს პროცესი გულისხმობს უძრავ და მოძრავ მდგომარეობაში ტერფის გამოკვლევას, რომლის საშუალებითაც თქვენ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ:

ტერფის ფორმის, 

ყრდნობის ფართის, 

სიმძიმის ღერძისა და სხვა მონაცემების შესახებ. 

კომპანია „ახალი ხედვის" კლინიკაში ტერფის დიაგნოსტიკა იტალიური ფირმა Diasus-ს აპარატით ტარდება, რომელიც ბილიკზე სიარულის დროს მონაცემებს ინახავს. სწორი დიაგნოზის შემდეგ კომპანია “ახალი ხედვის”  კლინიკაში ასევე შესაძლებელია ინდივიდუალური ღაბაშების დამზადება, რაც ძვლოვანი სისტემის პათოლოგიების კორექციისა და პროფილაქტიკისთვის მაქსიმალურ შედეგს იძლევა. გარდა ამისა, კომპანია “ახალ ხედვა” მომხმარებლებს, ინდივიდუალური სუპინატორების გარდა, მყარსა და სილიკონის მზა, სტანდარტულ სუპინატორებს სთავაზობს. ეს პროდუქტი ხელს უწყობს ფეხის სტაბილურობის შენარჩუნებასა და აუმჯობესებს ტერფის მდგომარეობას, განსაკუთრებით ვარჯიშის ან მოძრაობის დროს. ტერფის დიაგნოსტიკაზე დეტალური ინფორმაციისთვის და პროცედურაზე ჩასაწერად შეგიძლიათ, დარეკოთ: 032 2 18 25 38