როდის უნდა გამოვიყენოთ ხელის ფიქსატორები?
ხელი სხეულის ისეთი აქტიური ნაწილია, რომელიც ხშირად ზიანდება. ზედა კიდურის დაზიანება, კი შესაძლოა უკავშირდებოდეს როგორც მოულოდნელ ტრავმას, სიმძიმეების აწევას ან არასწორ მოძრაობას ასევე, ნერვის გაღიზიანებას, კუნთების დაჭიმულობას და სხვადასხვა სახის დაავადებას. ხელის ნებისმიერი სახის დაზიანება ადრეულ ეტაპზე უკეთ ემორჩილება მკურნალობას. ხშირ შემთხვევაში ტკივილის შემსუბუქებისა და მკურნალობის პროცესის დაჩქარების მიზნით პაციენტები ხელის ფიქსატორებს იყენებენ. ეს პროდუქტია ეფექტურია უეცარი მოტეხილობის, ამოვარდნილობის, კუნთებისა და მყესების დაზიანება-დაჭიმვის დროს. გარდა ამისა, ეს სამედიცინო საშუალება ტკივილის შემცირებას უზრუნველყოფს და ხელს სასურველ პოზიციაშიც აფიქსირებს.
რა დროს გამოვიყენოთ ხელის ფიქსატორები
თუ საქმე გაქვთ ხელის ამოვარდნილობასთან, მკურნალობის პროცესში იდაყვის ფიქსატორი უნდა გამოვიყენოთ. ამ პროდუქტის დამატებითი ღვედები მეტ ფიქსაციას უზრუნველყოფს და ფიზიკური დატვირთვის დროს სახსარს დაზიანებისგან იცავს. თუ მხარი გაქვთ ამოვარდნილი, მაშინ ამისთვის არსებობს მხრის ფიქსატორები , რომლებიც ხელს სასურველ პოზიციაში აფიქსირებს და ტკივილის შემცირებას უზრუნველყოფს. ხელის საკიდი კი წინამხრის მოტეხილობების და ამოვარდნილობების დროს გამოიყენება. ასევე აფიქსირებს მკლავს სასურველ პოზიციაში და ამსუბუქებს დისკომფორტს დაზიანებულ არეში. ეს პროდუქტი დამზადებულია გაბარდინის მასალისგან. თითის მოტეხილობისთვის იყეენებს - თითის ფიქსატორს, რომელიც მოტეხილობის, ამოვარდნილობის, ნერვული ქსოვილების დაზიანებისა და სხვადასხვა ტრავმის დროს ინიშნება. ამ პროდუქტის გამოყენება ასევე, ღრძობის, დაჭიმვის დროს ან თაბაშირის მოხსნის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდშიც საკმაოდ ეფექტურია. ფიქსატორები ასევე ხელს უწყობს ხელის ტკივილის შემცირებას, მისი მაღალი ხარისხი, კი სწრაფ რეაბილიტაციასა და მკურნალობას უზრუნველყოფს. ამის გათვალისწინებით, ქართულ ბაზარზე ყველაზე დიდი გამოცდილება კომპანია “ახალ ხედვას” აქვს. სამედიცინო ჯგუფის ფილიალებში წარმოდგენილი ფიქსატორების მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. სამედიცინო ჯგუფის უმაღლესი ხარისხის ეს პროდუქტები ხელმისაწვდომ ფასად დედაქალაქის გარდა გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე 13 საფირმო ფილიალშია წარმოდგენილი. თუმცა, მათი შეძენა ონლაინ რეჟიმშიც შესაძლებელია.