როგორ ავირიდოთ თავიდან ბავშვის ტარებით გამოწვეული ზურგის ტკივილი?

ზურგის ტკივილმა ნებისმიერი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შეიძლება შეაწუხოს. განსაკუთრებით ხშირია ეს პრობლემა მაშინ, როდესაც ოჯახში ახალშობილი ჩნდება. ჩვილის მოვლა ყოველდღიურად ხერხემალზე დატვირთვას ზრდის და ზურგის არეში ტკივილის მაპროვიცირებელია. ეს დისკომფორტი საშიშროებას არ წარმოადგენს, რადგან ტკივილი ძირითადად გამოწვეულია კუნთების დაჭიმვით. მშობლებისთვის ზურგისა და ხერხემლის ტკივილის კიდევ ერთი შესაძლო მიზეზი არის ბავშვის დიდი ხნის განმავლობაში ტარება. შვილის მოვლის დროს  მშობლები ჯერ  7-დან 10 კილოგრამამდე წონის ბავშვს ატარებენ, მაგრამ როდესაც ის ერთი წლის ხდება, წონა 15-დან 30 კილოგრამამდე აღწევს. ბავშვთან ერთად, მშობლები ატარებენ საფენების ჩანთას,  ეტლს, სათამაშოებსა და სხვა საჭირო ნივთებს, რაც ხერხემლისთვის  კიდევ უფრო მეტი  დატვირთვაა. ამ დროს ეფექტურია ორთოპედიული  ქამრების გამოყენება, რადგან ეს პროდუქტი ზურგში ტკივილის შემცირებას ეხმარება და ხერხემლის ნორმალური მდგომარეობის აღდგენას უწყობს ხელს. 

ხერხემლის ქამრები

წელის ტკივილის დროს ადამიანებს მდგომარეობას საგრძნობლად უმსუბუქებს  ორთოპედიული ფიქსატორების გამოყენება. ამ ფიქსატორებს მომხმარებლები იყენებენ როგორც  პროფილაქტიკის, ასევე მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით. უმაღლესი ხარისხის სხვადახვა დანიშნულების მქონე  ხერხემლის ქამრებს უკვე 10 წელია კომპანია “ახალი ხედვა” სთავაზობს თავის მომხმარებლებს. მათი მწარმოებელია საერთაშორისო  ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. MORSA CYBERG თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა, რომელიც თავის ნაწარმს აწვდის მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანას. ის საქართველოში კომპანია „ახალი ხედვის“ ექსკლუზიური პარტნიორია. Morsa Orthopedics მომხმარებელს სთავაზობს 200-ზე მეტ პროდუქტს ორთოპედიული მიმართულებით. Morsa Cyberg გლობალურ სამედიცინო ბაზარზე მაღალი ხარისხითა და ინოვაციური მიდგომებით მრავალჯერაა აღიარებული. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიათა ქსელში ხელმისაწვდომია სხვადასხვა სიგრძის, სტრუქტურის, ქსოვილისა და სამედიცინო დანიშნულების მქონე ქამრები, რომლებიც პაციენტებს სხვადასხვა პრობლემის აღმოფხვრაში ეხმარება. ამ შემთხვევაში, როდესაც მშობლებს ბავშვის ტარებით გამოწვეული დისკომფორტის მოხსნა სურთ -  კუნთებისა და იოგების/მყესის დაჭიმვის სამკურნალოდ ლუმბოსაკრალური ზურგის კორსეტი უნდა გამოიყენონ. ასევე, ამ პრობლემის დროს ეფექტურია  წელის სტანდარტული კორსეტის ტარება, რომელიც დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან, აქვს პლასტმასის ჩანართები და წელს სწორ პოზიციაში აფიქსირებს. ამ პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად თბილისის გარდა, საქართველოს სამ რეგიონში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში შეარჩევთ. მათი შეძენა ხდება ონლაინ რეჟიმშიც -  ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგ სასურველი ნივთის გამოწერას მარტივად შეძლებთ.