როგორ ავირიდოთ თავიდან კისრის ტკივილი?

კისრის ტკივილი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ამას ადასტურებს ბოლო დროს ჩატარებული არაერთი კვლევა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ტექნოლოგიური პროგრესი და მობილური მოწყობილობების სისტემატური გამოყენება კისრის ტკივილის უმთავრესი მიზეზია. მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ თუ ადამიანი ტელეფონს დღეში 2-4 საათის განმავლობაში იყენებს, ეს იმას ნიშნავს, რომ კისერი მოღუნულ მდგომარეობაში აქვს წელიწადში 700-1400 საათის განმავლობაში. მობილურის ამ დოზით გამოყენება კი ხერხემლის ერთ-ერთი ფიზიოლოგიური ნადრეკის - კისრის ლორდოზის გასწორებას იწვევს, რაც თავის მხრივ დიდ და სულ უფრო მზარდ დატვირთვას აყენებს ხერხემალს. ეს რისკი განსაკუთრებით მაღალი მოზარდებშია.

კისრის ტკივილის თავიდან აცილების ერთ-ერთ უმთავრესი ფაქტორია ჯდომის დროს პოზის ხშირი ცვლილება. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ  რამდენიმე დღის განმავლობაში ადრე დაიძინოთ, იარეთ ფეხით და დაკავდით ფიზიკური აქტივობებით. ასევე, ეცადეთ:

სწორი პოზიციის შენარჩუნებას, განსაკუთრებით საოფისე სამუშაოს დროს;

მიიღეთ რეგულარული შესვენებები კისერსა და კისერზე დაძაბულობის შესამცირებლად;

თავიდან აიცილეთ სტრესი და ქრონიკული შფოთვა; 

გამოიყენეთ ორთოპედიული ბალიში და ლეიბი.

ამ ყველაფერთან ერთად, კისრის ტკივილისგან გათავისუფლებასა და პრევენციას ეხმარება ორთოპედიული ბალიშები. ამ პროდუქტების განსაკუთრებული ფორმა უზრუნველყოფს თავისა და კისრის მიდამოს ფიქსაციას. კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს სხვადასხვა სახის მაღალი   ხარისხის   ორთოპედიულ   ბალიშებს  სთავაზობს. აღნიშნული   პროდუქცია  ლატექსის   მასალისგანაა დამზადებული და გარედან მას ანტიალერგიული ქსოვილი აკრავს.  სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს  ექსკლუზიური ბრენდები - Morsa Cyberg /მორსასა    და BERGER/ბერგერის ორთოპედიულ ბალიშებს სთავაზობს. მორსა/MorsaCyberg - თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა, რომელიც თავის ნაწარმს  მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანას აწვდის. Morsa Orthopedics მომხმარებელს სთავაზობს 200-ზე მეტ პროდუქტს, კომპანია საქართველოში  „ახალი ხედვის“ ექსკლუზიური პარტნიორია.  “ახალი ხედვა” მთელი საქართველოს მასშტაბით 14 მაღაზიით არის წარმოდგენილი. სასურველი პროდუქტის შეძენა თბილისის გარდა, გორში, ქუთაისსა და   ბათუმში მდებარე „ახალი ხედვის“ ფილიალებში შეგიძლიათ. ასევე, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შერჩეული სამედიცინო ნივთის შეძენა ონლაინ რეჟიმშიც ხდება.