როგორ მოვიქცეთ კისრის ტკივილის დროს?
კისრის პრობლემები განსაკუთრებით აწუხებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც დიდხანს დაძაბულ რეჟიმში უწევთ მუშაობა. საათობით ატარებენ დროს კომპიუტერთან ან ტელეფონთან. სწორედ ამიტომ, კისრის ტკივილი თითქმის ყველა ასაკის ადამიანში გვხვდება. მათ შორის ბავშვებში - დიდი დროით სმარტფონის გამოყენება კისრის კუნთების დაჭიმულობის იწვევს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში ყოფნის პერიოდში სპეციალური ვარჯიშები გააკეთოთ, რაც მდგომარეობას საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ. კუნთებისთვის ასევე, იდეალურია ცურვა, რადგან ამ პროცესში კუნთების თითქმის ყველა ჯგუფია ჩართული. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა საზიანოა კუნთებისთვის, თუმცა, უმოძრაო რუტინა ასევე ხშირად ხდება კუნთების ტკივილის მიზეზი. ამიტომ ვარჯიშების ინტენსივობა ოპტიმალური უნდა იყოს. გარდა ამისა, კუნთების დაჭიმულობის დროს მიზანშეწონილია სხვადასხვა ორთოპედიული პროდუქტის გამოყენება. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● კისრის ფიქსატორი - ზღუდავს კისრის მოძრაობას და სხეულის ამ ნაწილში ტკივილს ამსუბუქებს. ამ პროდუქტის გამოყენება საკმაოდ მრავალმხრივია. მას შეუძლია კისერი ტრავმებისგან დაიცვას, თავი ნეიტრალურ პოზიციაში დააფიქსიროს და ხერხემლის არეში დაჭიმულობის შეგრძნებაც მოხსნას. მისი ბამბის ზედაპირი კი მომხმარებლებს მაქსიმალურ კომფორტს უქმნის.
● კისრის გასაბერი საყელო - საუკეთესო საშუალება კისრის სარელაქსაციოდ და ტკივილის მოსახსნელად. ხსნის დაღლილობისა და დაჭიმულობის შეგრძნებას ხერხემლის არეში. მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც კომპიუტერთან მუშაობისას, ასევე სახლის პირობებში, მგზავრობისას ან დასვენებისას. ძალიან მარტივია მისი დარეგულირება და სასურველ ფორმაზე მორგებაც. ეს პროდუქტი დამზადებულია მდგრადი მასალისაგან, რომელიც იბერება და არ ზიანდება ხანგრძლივი და სისტემატური მოხმარებისას.
● კისრის სტაბილიზატორი - გამოიყენება ხერხემლის მალთაშუა დისკის თიაქრის დროს ან კისრის მალების დეფორმაციის პრევენციისთვის. ამცირებს დატვირთვას კისრის მალებზე და ხელს უწყობს კისრის კუნთების ტონუსის ნორმალიზებას.
● ნახევრად რბილი და რბილი კორსეტები - ზღუდავს კისრის მოძრაობას. გამოიყენება კისრის კუნთების დაჭიმვის, კისრის ოსტეოართრიტისა და დისკის თიაქრის დროს. უზრუნველყოფს თავის ნეიტრალურ პოზიციაში დაფიქსირებას მგზავრობის დროს. გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
● ფილადელფიის კისრის ორთეზი - უზრუნველყოფს მოძრაობის აბსოლუტურ შეზღუდვას კისრის მალების მოტეხილობისა და მალთაშუა დისკის თიაქრის დროს. ამსუბუქებს ტკივილს ხერხემლის გასწვრივ.
კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში კისრის ფიქსატორები ფართო სპექტრით არის წარმოდგენილი. პროდუქცია ხელმისაწვდომია S, M, L,XL და XXL ზომებში, რაც შეეხება ხარისხს, სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილ, ექსკლუზიური ბრენდების - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger - ის კისრის ფიქსატორებს სთავაზობს. კომპანია „ახალი ხედვა“ ასევე, აქტიურად მუშაობს როგორც, იმპორტისა და დისტრიბუციის, ასევე ინდივიდუალური, სპეციალიზირებული შეკვეთების მიმართულებით. გარდა ამისა, სამედიცინო ნივთების ყიდვა ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეც არის ხელმისაწვდომი. ამისთვის მხოლოდ დარეგისტრირება და სასურველი სამედიცინო ნივთის კალათაში დამატება დაგჭირდებათ. თბილისის მასშტაბით კონსულტანტის მომსახურებით მიიღებთ ადგილზე შეკვეთას, რეგიონებში კი პროდუქტს ფოსტა მოგაწვდით.