როგორ მოვიქცეთ კისრის ტკივილის დროს?

კისრის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა და ის ადამიანების უმრავლესობას აწუხებს. ეს პრობლემა ნებისმიერი საქმიანობის დროს შესაძლოა გაჩნდეს, თუკი საქმიანობა ერთ მდგომარეობაში ყოფნას უკავშირდება. კისრის ტკივილის გამომწვევი მიზეზებიდან ყველაზე გავრცელებულია: 

 

 

 

  • ართროზი;
  • თიაქარი;
  • ოსტეოქონდროზი;
  • კუნთის დაჭიმულობა;
  • სახსრების გაცვეთა;
  • ნერვის კომპრესია;
  • ტრავმა და ა.შ.

კისრის ტკივილის მკურნალობასა და პროფილაქტიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება კისრის ვარჯიშებსა და მასაჟს. ასევე ეფექტურია ფიზიოთერაპია - კანის გავლით ნერვის ელექტრულად სტიმულაცია და კისრის ბალიშების გამოყენება. კისრის ორთოპედიული ბალიშები საუკეთესო საშუალება კისრის სარელაქსაციოდ და ტკივილის მოსახსნელად. ის ხსნის დაღლილობისა და დაჭიმულობის შეგრძნებას ხერხემლის არეში და მისი გამოყენება ეფექტურია: როგორც კომპიუტერთან მუშაობისას, ასევე სახლის პირობებში, მგზავრობისას ან დასვენებისას. გარდა ამისა, კისრის ფიქსატორების გამოყენება ეფექტურია სხვადასხვა დაავადებების დროს. მათ შორის არის:

  • რევმატოიდული ართრიტი;
  • ოსტეოქონდროზი;
  • კისრის ოსტეოართრიტი; 
  • დისკის თიაქარი და სხვ.

გარდა ამ პრობლემებისა, კისრის ბალიშები გამოიყენება ისეთი სიმპტომების დროს, როგორიცაა:

  • კისრის ტკივილი;
  • დაჭიმულობა;
  • დისკომფორტი მოძრაობის დროს და ა.შ.

სამედიცინო კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს ცნობილი პრემიუმ ბრენდების კისრის ორთოპედიულ ბალიშებს სთავაზობს. კისრის ბალიშის დარეგულირება და სასურველ ფორმაზე მორგებაც ძალიან მარტივია, რადგან პროდუქტი დამზადებულია მდგრადი მასალისაგან, რომელიც იბერება და არ ზიანდება ხანგრძლივი და სისტემატური მოხმარებისას. მისი ანატომიური ფორმა საშუალებას იძლევა მოირგოთ სასურველ ფორმაზე და დაარეგულიროთ თქვენი კომფორტის მიხედვით. მათი შეძენა შესაძლებელია სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში: თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში, ასევე მოქმედებს ადგილზე მიტანის სერვისი.