როგორ მოვიქცეთ ხერხემლის ტკივილის დროს?
ხერხემალი სხეულის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც ზურგის ტვინს დაზიანებისგან იცავს და ადამიანის მოძრაობას უზრუნველყოფს. ამიტომ როდესაც ხერხემლის ტკივილი ჩნდება ეს ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაზე საკმაოდ, უარყოფითად აისახება. ხერხემლის ტკივილი შეიძლება უკავშირდებოდეს გადაღლილობას, დაჭიმულობას, სიმძიმეების აწევას და არასწორ მოძრაობასაც, მაგრამ შესაძლოა ამის მიზეზი რომელიმე დაავადება იყოს. ხერხემლის ტკივილის გამომწვევის ფაქტორებია:
● თიაქარი;
● ოსტეოქონდროზი;
● სქოლიოზი;
● რევმატიული დაავადებები;
● კიფოზი.
თუ, რას უკავშირდება ხერხემლის ტკივილი ამას შესაბამისი კვლევები სჭირდება. დიაგნოზის დასაზუსტებლად ექიმები მიმართავენ რენტგენოგრაფიას, ელექტრომიოგრაფიას, ხერხემლის მაგნიტურ-რეზონანსულ და კომპიუტერულ ტომოგრაფიას - ეს ინდივიდუალურად ინიშნება, პრობლემიდან გამომდინარე. იმისთვის, რომ ხერხემლის ტკივილი შემცირდეს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები პირველ რიგში ადამიანებს ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოუწოდებენ. ხერხემლის პრობლემების პრევენციისთვის აუცილიებელია ვარჯიში, ცურვა და ფეხით სიარული. გარდა ამისა, ტკივილს ამცირებს ხერხემლის ქამარი, რომელსაც ადამიანები პროფილაქტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით იყენებენ. ეს პროდუქტი არსებობს სხვადასხვა სიგრძის, მათ სპეციალური დამატებითი მეტალისა და პლასტმასის ჩანართები აქვთ. ქამრები დამზადებულია ჰაერგამტარი ნეოპრინის ან ელასტიური ბამბის მასალისგან, ასევე გვხდება აკრილის კორსეტებიც, რომელთა მთავარი დანიშნულება სითბოს შენარჩუნებაა და ამიტომ მათ ძირითადად, რადიკულიტისა და რევმატული ტკივილის დროს იყენებენ. ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომია თანდაყოლილი პათოლოგიების, ზურგის სვეტის დაზიანებების, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და კიფოზისთვის განკუთვნილი ხერხემლის ქამრები. მათი ფართო არჩევანია კომპანია "ახალი ხედვის" მაღაზიებში. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების - მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად თბილისის გარდა საქართველოს სამ რეგიონში - გორში, ქუთაისსა და ბათუმში სთავაზობს. მაღაზიების გარდა, შეძენა ონლაინ მეთოდითაც არის შესაძლებელი.