ხერხემლის ქამარი

ხერხემლის თანდაყოლილი პათოლოგიების, ზურგის სვეტის დაზიანებების, ოსტეოპოროზისა და რადიკულიტის დროს წელის კორსეტებისა და ხერხემლის ქამრების სხვადასხვა მოდელს იყენებენ. ეს სამედიცინო საშუალება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ორთოპედიული პროდუქტია. პაციენტები მათ სხვადასხვა პრობლემის გამო ატარებენ. წელის კორსეტები და ქამრები სხეულის ამ ნაწილში ტკივილის შემცირებას ეხმარება და  ხერხემლის ნორმალური მდგომარეობის აღდგენას უწყობს ხელს.  მაგალითად, ე.წ.  თორაკოლუმბალური(გულმკედრ-წელის) კორსეტი -  ხერხემლის მთლიან სვეტს იცავს და სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს. თუ ადგილი აქვს  მრავლობით მოტეხილობას, კიფოზს , რთულ სქოლიოზს ან მრავლობით თიაქარს, მაშინ მთლიანი ხერხემლის ქამრის ტარებაა რეკომენდირებული.

კომპანია „ახალი ხედვის“ ხერხემლის ქამრები

კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის სხვადახვა დანიშნულების მქონე  ხერხემლის ქამრებსა და წელის კორსეტებს სთავაზობს. მათი მწარმოებელია საერთაშორისო  ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. MORSA CYBERG თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა, რომელიც თავის ნაწარმს აწვდის მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანას,ის საქართველოში კომპანია „ახალი ხედვის“ ექსკლუზიური პარტნიორია. Morsa Orthopedics მომხმარებელს სთავაზობს 200-ზე მეტ პროდუქტს ორთოპედიული მიმართულებით. Morsa Cyberg გლობალურ სამედიცინო ბაზარზე  მაღალი ხარისხითა და ინოვაციური მიდგომებით მრავალჯერ აღიარებულია.

განვიხილოთ, კომპანია „ახალი ხედვის“ წელისა და ხერხემლის რამდენიმე ქამარი:

ზურგის კორსეტი - დამზადებულია ბამბის ელასტიური ქსოვილისგან. მისი ტარება ტანსაცმლის ქვეშ მარტივად  არის შესაძლებელი. .  ეს პროდუქტი ზურგს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს.გამოიყენება როგორც პროფილაქტიკის მიზნით,ასევე გამოხატული სქოლიოზის დროს.

წელის სტანდარტული კორსეტი - დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან,აქვს პლასტმასის ჩანართები. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს და უზრუნველყოფს სითბოს შენარჩუნებას სხეულის ამ ნაწილში. ის ხშირად გამოიყენება რევმატული ტკივილის დროს. ეს მოდელი არის სტანდარტული ზომის,ამიტომ გამოადგება ყველა ტიპის აღნაგობის მქონე ადამიანს.

ჰიპერექსტენზიის კორსეტი - კომპრესიული მოტეხილობების დროს ახდენს ხერხმელის სვეტის სტაბილიზაციას საგიტალურ სიბრტყეში. მისი წინა მხარე შედგება ალუმინისაგან, ხოლო უკანა მხარე ლამინირებული პლასტაზოტისაგან. 

ლუმბოსაკრალური ზურგის კორსეტი -  სახსრების შეერთების დარღვევის, სპორტული დაზიანებების, ზურგის ქვედა ნაწილის დაჭიმვის, მალთაშუა დისკის თიაქრის, გავა-თეძოს შესახსრების ადგილის დისფუნქციის, უკანა კუნთების დაჭიმვისა და იოგების/მყესის დაჭიმვის მკურნალობის პროცესში გამოიყენება.

ხერხემლის ქამარი - დამზადებულია ბამბის ელასტიური მასალისგან,მთელ სიგრძეზე აქვს მეტალის ჩანართები,რაც ხერხემლის სვეტის სტაბილიზაციას უზრუნველყოფს. გამოიყენება ხერხემლის სხვადასხვა ტიპის დეფორმაციისა და მრავლობითი თიაქრის დროს,ექიმის დანიშნულებით.

სტომის კორსეტი -  გამოიყენება ნაწლავებზე ჩატარებული ოპერაციების დროს სტომის დადების შემთხვევაში .

რა უნდა გაითვალისწინოთ ხერხემლის ქამრის შეძენამდე?

წელის კორსეტებისა და ხერხემლის ქამრების გამოყენებამდე უმჯობესია, რომ  პირად ექიმთან ვიზიტი დაგეგმოთ და რეკომენდაციები მისგან მიიღოთ,რადგან, ამ პროდუქტის ტარების პერიოდი  ინდივიდუალურად, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება. შესაძლოა, მათი გამოყენება რამდენიმე კვირა საკმარისი იყოს, თუმცა, მოსალოდნელია ეს პერიოდი რამდენიმე თვეც კი გაგრძელდეს. ასევე მნიშვნელოვანია ზომისა და კორსეტის ქსოვილის ხარისხის სწორი შერჩევა,რათა გამოყენების პროცესი იყოს მაქსიმალურად ეფექტური და კომფორტული.