როგორ მოვირჩინოთ წელის ტკივილი?
წელის პრობლემები სხვადასხვა მიზეზს უკავშირდება და სიმპტომებიც განსხვავებული აქვს - შესაბამისად, აუცილებელია დავადგინოთ ამის მიზეზი და განვსაზღვროთ თუ როგორ მოვირჩინოთ წელის ტკივილი. დისკომფორტი ზურგის არეში შესაძლოა გაციებისგან, არასწორ მდგომარეობაში ჯდომისგან ან ძილისგან იყოს გამოწვეული. თუმცა, ამის გარდა, არსებობს სხვა, ბევრად სერიოზული მიზეზებიც, როგორიცაა: ხერხემლის რომელიმე დაავადება ან პათოლოგია. შესაბამისად, სწრაფი და ეფექტური შედეგისთვის აუცილებელია გამოვიკვლიოთ წელის ტკივილის გამომწვევი მიზეზები და სპეციალისტის მიერ მოცემული რეკომენდაციები გავითვალისწინოთ. წელის ტკივილი იწვევს:
● უძილობას;
● უმოძრაობას;
● კუნთების დაჭიმულობას;
● ტკივილს;
● შრომისუნარიანობის დაქვეითებას.
სწორედ ამიტომ, ექიმები წელის ტკივილის მკურნალობის დროს პაციენტებს ურჩევენ:
❖ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას - ფეხით სიარულს, ვარჯიშსა და ცურვას. ვარჯიში წელავს და აძლიერებს ზურგის კუნთებს. წელის კუნთების გაძლიერება, კი შესაძლოა ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს პრობლემის განვითარების თავიდან ასარიდებლად.
❖ დატვირთვის შემსუბუქებას - მნიშვნელოვანია, რომ ამ პრობლემის არსებობის შემთხვევაში მაქსიმალურად შევამციროთ სიმძიმეების აწევას და ისეთი აქტივობები, რომლებიც იწვევს წელის დატვირთვას.
❖ ძილი - საწოლი უნდა იყოს კომფორტული, ხერხემლის ფიზიოლოგიური მოხრილობების შესაბამისი კონსტრუქციით. ჭარბწონიანი ადამიანებისთვის საჭიროა უფრო მაგარი მატრასი. გამხდრებისთვის კი, პირიქით, რბილი. ბალიში არ უნდა იყოს ძალიან დიდი ან პატარა და უნდა ავსებდეს კეფიდან ბეჭამდე ჩაღრმავებას. მისი სისქე არ უნდა აღემატებოდეს მხრის სიგრძეს (14-15სმ)
❖ წელის ქამრები - ამსუბუქებს წელისა და ზურგის ტკივილს. დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან და მას აქვს პლასტმასის ჩანართები. ეს პროდუქტი პაციენტებს სხვადასხვა პრობლემის გამო ატარებენ. ხშირია ამ სამედიცინო საშუალებების გამოყენება ხერხემლის თანდაყოლილი პათოლოგიების, ზურგის სვეტის დაზიანებების, ოსტეოპოროზისა და რადიკულიტის დროს. წელის ქამრები სხეულის ამ ნაწილში ტკივილის შემცირებას ეხმარება და ხერხემლის ნორმალური მდგომარეობის აღდგენას უწყობს ხელს.
წელის ტკივილისთვის სხვადასხვა დანიშნულების მქონე ორთოპედიული ქამრები არსებობს. ეს პროდუქტები სხვადასხვა სიგრძისაა, აქვთ სპეციალური დამატებითი მეტალისა და პლასტმასის ჩანართები, დამზადებულია ჰაერგამტარი ნეოპრინის ან ელასტიური ბამბის მასალისგან. ამ პროდუქციის ფართო არჩევანია კომპანია "ახალი ხედვის" მაღაზიებში. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების - მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად თბილისის გარდა საქართველოს სამ რეგიონში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში სთავაზობს. მათი ღირებულება 35 ლარიდან 345 ლარამდე მერყეობს და მაღაზიების გარდა, შეძენა ონლაინ მეთოდითაც არის შესაძლებელი.