როგორ შევარჩიოთ ყავარჯენი? პრაქტიკული გზამკვლევი

ტრავმის, ოპერაციის ან ქვედა კიდურის სხვა პრობლემის შემდეგ გადაადგილება ხშირად დამატებით საყრდენს მოითხოვს. სწორად შერჩეული ყავარჯენი ამცირებს დაზიანებულ ფეხზე დატვირთვას, გვეხმარება წონასწორობის შენარჩუნებაში და ყოველდღიურ მოძრაობას ამარტივებს. თუმცა ყველა ყავარჯენი ერთნაირი არ არის — არჩევისას მნიშვნელოვანია როგორც მისი ტიპი, ისე სიმაღლე, დატვირთვის მაქსიმალური ზღვარი და გამოყენების ხანგრძლივობა.

იდაყვის თუ იღლიის ყავარჯენი?

ყავარჯნის შერჩევის პირველი ნაბიჯი მისი ტიპის განსაზღვრაა. იღლიის ყავარჯენი შეიძლება მოსახერხებელი იყოს მათთვის, ვინც ახლახან იწყებს გამოყენებას ან დამატებითი სტაბილურობა სჭირდება. იდაყვის ყავარჯენი კი მეტ კონტროლსა და მოქნილობას უზრუნველყოფს და განსაკუთრებით პრაქტიკულია უფრო ხანგრძლივი გამოყენებისას. ნებისმიერ შემთხვევაში, ყავარჯნის სიმაღლე სწორად უნდა იყოს მორგებული. არასწორი სიმაღლე ზრდის დისკომფორტისა და მოძრაობისას წონასწორობის დაკარგვის რისკს.

რა უნდა გავითვალისწინოთ ყავარჯნის არჩევისას?

შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ რამდენიმე ძირითად მახასიათებელს:

სიმაღლის რეგულირება — ყავარჯენი უნდა მოერგოს მომხმარებლის სიმაღლეს და სხეულის პოზიციას.

მაქსიმალური დატვირთვა — მოდელის არჩევისას აუცილებლად გაითვალისწინეთ მწარმოებლის მიერ მითითებული წონითი ზღვარი.

სახელურისა და საყრდენის კომფორტი — ხანგრძლივი გამოყენებისას მასალასა და ერგონომიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

გამოყენების ხანგრძლივობა და გარემო — ყოველდღიური და ხანგრძლივი გამოყენებისთვის შესაძლოა განსხვავებული მოდელი იყოს საჭირო.

მნიშვნელოვანია, რომ ყავარჯნის გამოყენებისას სხეულის მთელი სიმძიმე იღლიაზე არ გადაიტანოთ. სწორი ტექნიკისა და ინდივიდუალური საჭიროების განსაზღვრა უმჯობესია ექიმთან ან რეაბილიტაციის სპეციალისტთან კონსულტაციით.

რატომ უნდა შევიძინოთ ყავარჯნები კომპანია „ახალი ხედვაში“?

კომპანია "ახალი ხედვა" მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ყავარჯნებს სთავაზობს. პროდუქცია ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით, დედაქალაქის გარდა, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე “ახალი ხედვის” სამედიცინო მაღაზიებში. „ახალი ხედვის“ ასორტიმენტში რამდენიმე განსხვავებული ტიპისა და დანიშნულების მოდელია წარმოდგენილი. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • იდაყვის ყავარჯენი — პრაქტიკული არჩევანია მათთვის, ვისაც იდაყვის ტიპის საყრდენი სჭირდება. მისი შერჩევისას მნიშვნელოვანია სწორი სიმაღლისა და შესაბამისი დატვირთვის გათვალისწინება.
  • იდაყვის ყავარჯენი ERGODYNAMIC — ფრანგული FDI France Medical-ის მოდელია, რომელსაც ამორტიზაციის ფუნქცია აქვს. პროდუქტი სხვადასხვა ზომით არის წარმოდგენილი და მაქსიმალური წონითი დატვირთვა 130 კგ-მდეა.
  • იდაყვის ყავარჯენი PREMIUM — განკუთვნილია საშუალო და გრძელვადიანი გამოყენებისთვის. მოდელს აქვს სიმაღლის 12 პოზიციაზე რეგულირების შესაძლებლობა, ხოლო მაქსიმალური დატვირთვა 130 კგ-ია.
  • იღლიის ყავარჯენი ალუმინის — ალუმინის მოდელია სილიკონის საყრდენებით. წარმოდგენილია S, M და L ზომებში და სიმაღლის რეგულირება შესაძლებელია მომხმარებლის მონაცემების შესაბამისად.
  • იღლიის ყავარჯენი საბავშვო — სპეციალურად ბავშვებისთვის განკუთვნილი იღლიის ტიპის მოდელია.

როგორ გამოვიყენოთ ყავარჯენი სწორად?

ყავარჯნის შერჩევა მხოლოდ პროდუქტის შეძენით არ სრულდება. მნიშვნელოვანია მისი სწორად მორგება და გამოყენების ტექნიკის სწავლა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყავარჯენი ტრავმის ან ოპერაციის შემდეგ გჭირდებათ, დატვირთვის მოცულობა და გადაადგილების წესი ექიმის რეკომენდაციებს უნდა შეესაბამებოდეს. დაიმახსოვრეთ სამი მთავარი პრინციპი:

  • ყავარჯენი სწორ სიმაღლეზე უნდა იყოს მორგებული;
  • მოძრაობისას შეინარჩუნეთ სტაბილური და ბუნებრივი პოზიცია;
  • ტკივილის, დაბუჟების ან ძლიერი დისკომფორტის შემთხვევაში მიმართეთ სპეციალისტს.

სწორი არჩევანი დამოკიდებულია მომხმარებლის ასაკზე, სიმაღლეზე, წონაზე, დაზიანების ტიპზე, წონასწორობაზე და იმაზე, რამდენ ხანს არის საჭირო საყრდენის გამოყენება. ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე სასურველია ექიმის ან რეაბილიტაციის სპეციალისტის რეკომენდაციის გათვალისწინება. „ახალი ხედვის“ ყავარჯნების კატალოგში წარმოდგენილია როგორც იდაყვის, ისე იღლიის მოდელები, რაც საშუალებას გაძლევთ, თქვენი საჭიროების შესაბამისი ვარიანტი შეარჩიოთ.