საკეისროს შემდგომი ბანდაჟის ძირითადი ფუნქციები და სარგებელი

საკეისროს შემდგომი ბანდაჟის გამოყენება ხელს უწყობს კუნთების ტონუსის შენარჩუნებას, აჩქარებს ფორმაში ჩადგომის პროცესსა და ახდენს გართულებების პრევენციას. გარდა ამისა, მას იყენებენ მუცლის ღრუსა და ნაწლავებზე ჩატარებული ოპერაციების  შემდეგაც, პოსტოპერაციულად თიაქრის ჩამოყალიბების პრევენციისა  და  ჭრილობის გარეგანი დაზიანებისგან დასაცავად. საკეისროს შემდგომი ბანდაჟი:

ხელს უშლის  მუცლის პრესის მოდუნებას;

ოპერაციის შემდეგ იცავს ჭრილობას გარეგანი დაზიანებისგან.

რამდენ ხანს უნდა ვატაროთ ბანდაჟი საკეისროს შემდეგ?

საკეისროს შემდეგ ბანდაჟის გამოყენების პერიოდი ინდივიდუალურად განისაზღვრება და ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მისი ტარების ხანგრძლივობა შეიძლება, რამდენიმე კვირით ან თვით განისაზღვროს. სასურველია, რომ ორსულობის და საკეისროს შემდგომი  ბანდაჟის გამოყენებამდე მიმართოთ ექიმს და რეკომენდაციები პირადად მისგან მიიღოთ.  

როგორ ავარჩიოთ საკეისროს შემდგომი ბანდაჟი?

საკეისროს შემდგომი ბანდაჟი დამზადებულია ელასტიური ბამბის მასალისგან, რომელიც გამოიყენება როგორც პოსტოპერაციულად, ასევე მშობიარობის შემდეგ. მისი გამოყენებისას ზუსტად შეარჩიეთ ზომა, რათა არ გქონდეთ ძალიან მჭიდროდ და არ იწვევდეს ჭრილობის გაღიზიანებას. ზოგიერთი მათგანი რეკომენდებულია მუცლის დაწევის თავიდან ასარიდებლად და ზურგის კუნთების გასაძლიერებლად. მათი დამატებითი ღვედები და პლასტმასის ჩანართები კი ფიქსაციას აძლიერებენ. ის ასევე ამცირებს ტკივილის შეგრძნებას და თავს უფრო კომფორტულად გაგრძნობინებთ. სასურველია გამოყენებამდე კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.  განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი: 

მუცლის კორსეტი -  ხელს უშლის მუცლის პრესის მოდუნებას ორსულობის შემდეგ და ოპერაციის შემდეგ. ის ასევე იცავს ჭრილობას გარეგანი დაზიანებისგან. 

ორსულობის შემდგომი ბანდაჟი - დამზადებულია ანტიალერგიული, ჰაერგამტარი ქსოვილისგან. წრიული კერვის ტექნოლოგია უზრუნველყოფს გვერდითი ნაკერებისგან გამოწვეული დისკომფორტის თავიდან აცილებას. 

ოპერაციის შემდგომი სარტყელი - დამზადებულია 100%-იანი ბამბის ელასტიური მასალისგან, რომელიც უზრუნველყოფს ჰაერის მოძრაობას.

კომპანია "ახალი ხედვა" მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის საკეისროს შემდგომ ბანდაჟებს სთავაზობს. სხვა პროდუქტების მსგავსად, ეს სამედიცინო საშუალებებიც ოპტიმალურ ფასებში თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე მაღაზიებშია წარმოდგენილი. მომხმარებლებს ამ პროდუქციის შეძენა მაღაზიების გარდა, ონლაინ მეთოდით, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგაც შეუძლიათ. სასურველ ნივთს კი კურიერი ნებისმიერ ადგილზე უმოკლეს ვადაში მოგაწვდით. 

რა განსხვავებაა საკეისროსა და ბუნებრივი მშობიარობის შემდეგ ბანდაჟის ტარებას შორის?

ორსულობის შემდგომ ქალებში ხშირია წონის მატება, პოსტოპერაციული ტრავმები,  ჭრილობის გაღიზიანება და ტკივილები. სწორედ ამიტომ, ქალების უმრავლესობა ამ პრობლემების დასაძლევად სპეციალურ - მშობიარობის შემდგომ ბანდაჟს იყენებს. ფიზიოლოგიური მშობიარობისას, ხელს უწყობს წელის სტაბილიზაციას, ამაგრებს კუნთებს და ახდენს მუცლის დაწევის პრევენციას.