რაქიტი - სიმპტომები და მკურნალობის გზები

რაქიტი ფართოდ გავრცელებული დაავადება, რომლის ძირითად გამომწვევ მიზეზად D ვიტამინის ნაკლებობა ითვლება. ამ დაავადებას თან ახლავს, სახსრების ტკივილი. ეს პრობლემა ადრეული ასაკიდან იწყება და ბავშვებში ძვლების დარბილებასა და დასუსტებას იწვევს. ამიტომ,  ორგანიზმში აუცილებლად უნდა იყოს D ვიტამინის საკმაო რაოდენობა, რომ ნაწლავებში  კალციუმის შეწოვა მოხდეს. ამისთვის, თავიდანვე მიიღეთ პრევენციული ზომები: 

 

ბავშვი დაბადებიდან  5-10 წუთით სუფთა ჰაერზე ყოფნასა და ძილს მიაჩვიეთ;

მეძუძური დედები უნდა იკვებონ ვიტამინებით, ცილებით და ცხიმებით მდიდარი საკვებით.

რაქიტის სიმპტომები

რაქიტის ნიშნების შემჩნევისთანავე მშობელმა მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად დაუყონებლივ უნდა მიმართოს პედიატრს. ამ დაავადების დამახასიათებელი ნიშნებია:

ძლიერი ოფლიანობა; 

მადის დაქვეითება; 

ჭირვეულობა; 

უძილობა;

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დეფორმაცია;

გულმკერდის დეფორმაცია;

თავის ფორმის ასიმეტრია.

რაქიტის გამომწვევი მიზეზები:

რაქიტის გამომწვევი მიზეზია ჩვილ ასაკში მზის სხივების დეფიციტი, რადგან მზის სხივები ხელს უწყობს ბავშვის კანში D ვიტამინის წარმოქმნას. ამ დაავადებას ასევე, უკავშირებენ ორსულისა და ჩვილის არასწორი და არასაკმარისი კვება. რაქიტის გამომწვევი მიზეზებია: 

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დედის არაბალანსირებული კვება;

დედის ასაკი (35 წელზე მეტი);

ბავშვის დღენაკლულობა;

ხელოვნური კვება;

კუჭ-ნაწლავის აშლილობით მიმდინარე დაავადებები, რომლის დროსაც აღინიშნება ნაწლავიდან კალციუმის შეწოვის დარღვევა.

რაქიტის მკურნალობის გზები:

იმ შემთხვევაში, თუ რაქიტი გამოწვეულია D ვიტამინის ნაკლებობის გამო, ამ ვიტამინის დამატება, ძირითადად, ასწორებს ბავშვის ძვლებში არსებულ პრობლემას. გენეტიკური მიზეზით გამოწვეული რაქიტი საჭიროებს დამატებით მედიკამენტებს ან სხვა სახის მკურნალობას. რაქიტით გამოწვეული საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დეფორმაციები, ზოგიერთ შემთხვევაში, საჭიროებენ ქირურგიულ ჩარევას. გარდა ამისა მკურნალობის პროცესში რეკომენდირებულია სხვადასხვა ორთოპედიული პროდუქტის გამოყენება:

მენჯ-ბარძაყის ორთეზი - გამოიყენება მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი დისპლაზიის დროს. ეს პროდუქტი იჭერს და აფიქსირებს  მენჯ-ბარძაყის სახსარს შესაბამის პოზიციაში.

მენჯ-ბარძაყის ორთეზი ახალშობილისთვის - გამოიყენება ახალშობილებში მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი დისპლაზიის სამკურნალოდ. ის  ტაბუხის ფოსოში ბარძაყის ძვლის თავს სწორ პოზიციაში აფიქსირებს. გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.

ბრეისი - ორთოპედიული ფეხსაცმელია, რომელიც მეტალის ჯოხზეა დამაგრებული. ის ბავშვებში კოჭ-წვივის დეფორმაციისა და მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის დროს გამოიყენება. კონსტრუქციაზე არსებული სპეციალური ხვრელები რეგულირებად მექანიზმს უზრუნველყოფენ. მისი საშუალებით შესაძლებელია ფეხსაცმლის როტაციის კუთხის დაფიქსირება და ტერფებს შორის მანძილის რეგულირება. გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.

ამ პროდუქციის შეძენა კომპანია „ახალი ხედვის“ მაღაზიებში. სამედიცინო ჯგუფი საქართველოს მასშტაბით, თბილისის გარდა, გორში, ქუთაისსა და ბათუმშია წარმოდგენილი. მაღაზიების გარდა, პროდუქციის შეძენა ასევე შეგიძლიათ ონლაინ, კომპანიის ვებგვერდზე. სასურველ ნივთს, კი ადგილზე კურიერი უმოკლეს ვადაში მოგიტანთ.