სასარგებლო ვარჯიშები კისრის ტკივილის დროს
კისრის ტკივილი ადამიანების დიდ ნაწილს აწუხებს. ძირითადად, ეს დაკავშირებულია ტექნოლოგიების განვითარებასთან და პროფესიულ საქმიანობასთან. ამიტომ აუცილებელია, რომ თქვენი ცხოვრების წესი შეცვალოთ და რეგულარულად მცირე ფიზიკური აქტივობები აკეთოთ. ვარჯიში გააძლიერებს კისრის კუნთებს, რაც დაძაბულობასა და დაჭიმულობას აგარიდებთ თავიდან. გთავაზობთ, რამდენიმე რჩევას, რომელიც კისრის ტკივილის შემცირებაში და გამოწვეული პრობლემის დაძლევაში დაგეხმარებათ:
ტელეფონის გამოყენების დროს:
● დაიჭირეთ ტელეფონი თვალის სიმაღლეზე;
● ყოველ საათში ერთხელ გადადეთ ტელეფონი და დაისვენეთ;
შესვენების დროს კი გააკეთეთ კისრის ვარჯიშები:
● შეაერთეთ ხელები და მოათავსეთ ნიკაპის ქვეშ. დაეყრდენით ნიკაპით 7 წამის განმავლობაში და გაიმეორეთ სამჯერ;
● დახარეთ თავი მარჯვნივ, ეცადეთ ყური მხარზე მიიდოთ. თითო მხარეს ხუთჯერ გაიმეორეთ ეს მოძრაობა.
კისრის ტკივილის მკურნალობასა და პროფილაქტიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება კისრის ვარჯიშებსა და მასაჟს. ასევე, ეფექტურია ფიზიოთერაპია - კანის გავლით ნერვის ელექტრო სტიმულაცია და კისრის ბალიშების გამოყენება. ეს პროდუქტი საუკეთესო საშუალება კისრის სარელაქსაციოდ და ტკივილის მოსახსნელად. ის ხსნის დაღლილობისა და დაჭიმულობის შეგრძნებას ხერხემლის არეში და მისი გამოყენება ეფექტურია, როგორც კომპიუტერთან მუშაობისას, ასევე სახლის პირობებში, მგზავრობისას ან დასვენებისას. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● კისრის გასაბერი საყელო - საუკეთესო საშუალება კისრის სარელაქსაციოდ და ტკივილის მოსახსნელად. ხსნის დაღლილობისა და დაჭიმულობის შეგრძნებას ხერხემლის არეში. მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც კომპიუტერთან მუშაობისას, ასევე სახლის პირობებში, მგზავრობისას ან დასვენებისას. ძალიან მარტივია მისი დარეგულირება და სასურველ ფორმაზე მორგებაც. ეს პროდუქტი დამზადებულია მდგრადი მასალისაგან, რომელიც იბერება და არ ზიანდება ხანგრძლივი და სისტემატური მოხმარებისას.
● კისრის სტაბილიზატორი - გამოიყენება ხერხემლის მალთაშუა დისკის თიაქრის დროს ან კისრის მალების დეფორმაციის პრევენციისთვის. ამცირებს დატვირთვას კისრის მალებზე და ხელს უწყობს კისრის კუნთების ტონუსის ნორმალიზებას.
● ნახევრად რბილი და რბილი კორსეტები - ზღუდავს კისრის მოძრაობას. გამოიყენება კისრის კუნთების დაჭიმვის, კისრის ოსტეოართრიტისა და დისკის თიაქრის დროს. უზრუნველყოფს თავის ნეიტრალურ პოზიციაში დაფიქსირებას მგზავრობის დროს. გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში კისრის ფიქსატორები ფართო სპექტრით არის წარმოდგენილი. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილ, ექსკლუზიური ბრენდების კისრის ფიქსატორებს სთავაზობს. მათი შეძენა თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე ფილიალებში შეგიძლიათ.