საზარდულის თიაქრის ქამარი
საზარდულის თიაქრის, ე.წ “გრიჟის ”, სრულყოფილი პროფილაქტიკა რთულია, მაგრამ მისი პროგრესირების პრევენცია ჯანსაღი ცხოვრების წესით, ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვით და თიაქრის ქამრის ტარებით შესაძლებელია. თიაქარი – ეს არის დაავადება, რომლის დროსაც ორგანოები ადგილს იცვლიან და კანქვეშ გამოდიან,საზარდულის თიაქრის შემთხვევაში შესაძლებელია სათესლე პარკის მტკივნეული გადიდებაც. მისი ხშირი გართულებაა ჩაჭედვა (რომლის შემთხვევაშიც აუცილებელია მიმართოთ ქირურგს) ან ნაწლავთა მწვავე გაუვალობა, რაც დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში იწვევს მუცლის ღრუს ორგანოების დაზიანებას.
“ახალი ხედვის” საზარდულის თიაქრის ქამარი
თიაქრის ქამრის შერჩევა საჭიროებებიდან გამომდინარე ხდება - ეს დამოკიდებულია იმაზე, ცალმხრივი საზარდულის თიაქარი გაწუხებთ თუ ორმხრივი. კომპანია „ახალი ხედვა“ საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების - მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger უმაღლესი ხარისხის თიაქრის ქამრებს ხემისაწვდომ ფასად გთავაზობთ. მათი ღირებულება 50 ლარიდან 77 ლარამდე მერყეობს. სამედიცინო ჯგუფის თიაქრის ქამრები ხელმისაწვდომია თბილისის გარდა, საქართველოს ოთხ რეგიონში მდებარე მაღაზიებში. თუმცა სასურველი ნივთის შეძენა ონლაინ რეჟიმშიც შესაძლებელია. საზარდულის თიაქრის ქამარი (გრიჟის ქამარი) დამზადებულია 5 მმ სისქის ელასტიური ქსოვილისგან და თიაქრის არეში მოთავსებული აქვს სპეციალური სილიკონის ბალიში,რომელიც საზარდულის მიდამოში სუსტი წერტილის ფიქსაციას ახდენს.ამ პროდუქტების ზომა სტანდარტულია, მას გააჩნია რეგულირებადი წელის ქამარი,რომლის საშუალებითაც ბანდაჟი ნებისმიერი აღნაგობის ადამიანს ერგება.
განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● საზარდულის თიაქრის ქამარი (ცალმხრივი) - Morsa Cyberg/მორსა-ს ბრენდის ბანდაჟი,დამზადებულია ბამბანარევი ქსოვილისგან. ის ხსნის დისკომფორტს საზარდულის თიაქრის დროს. გამოიყენება ცალმხრივად გამოხატული პრობლემის შემთხვევაში.სპეციალური საფიქსაციო ბალიში შეგიძლიათ დააფიქსიროთ მტკივნეულ მიდამოში.
● გენიტალური ბანდაჟი (ცალმხრივად რბილი) - Berger/ბერგერ-ის ბრენდის ცალმხრივად რბილი ბანდაჟი,რომელსაც აქვს რეგულირებადი ღვედი ბანდაჟის სასურველ ზომაზე დასაფიქსირებლად.
● საზარდულის თიაქრის ბანდაჟი (ორმხრივი) - თუ საზარდულის მიდამოში მტკივნეული გამობერილობა ან დისკომფორტი ორივე მხარეს გაწუხებთ,მაშინ ორმხრივი ბანდაჟი უნდა გამოიყენოთ. ამ პროდუქტს აქვს სილიკონის ორი ბალიში შესაბამის მხარეებზე და უზრუნევლყოფს თიაქრის პროგრესირების პრევენციასა და ტკივილის შემსუბუქებას.
საზარდულის ქამრების გამოყენების ინსტრუქცია
საზარდულის ქამრების გამოყენება ინდივიდუალურია და ეს დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. ამ პროდუქტის ტარების ხანგრძლივობა შესაძლოა რამდენიმე კვირით ან თვით განისაზღვროს. პროდუქტის გამოყენების სრული ინსტრუქციის მისაღებად,მიმართეთ ექიმს და მიჰყევით მის რეკომენდაციას.