შლატერის სამუხლე

 

შლატერის სამუხლე კვირისტავს და მის ირგვლივ არსებულ ქსოვილებს დაზიანებისგან იცავს. ეს პროდუქტი მუხლს დაზიანების შემდგომ რეაბილიტაციაში ეხმარება და ტკივილის შემცირებას უწყობს ხელს. შლატერი მუხლის სახსრის გადაჭარბებული დატვირთვით გამოწვეული დაზიანების შედეგად ვითარდება. ძირითადად, მიზეზი ძვლის თავთან შეერთების ადგილას - მუხლის ფირფიტის განმეორებადი, ძლიერი დაჭიმვები ხდება. ეს პრობლემა უმეტეს შემთხვევაში 10-დან 18 წლამდე მოზარდებს უჩნდებათ. უფრო მეტად, კი ხშირი ბიჭებშია, რომელთა ორგანიზმიც აქტიურ ფიზიკურ დატვირთვას განიცდის.

რისთვის არის საჭირო შლატერის სამუხლე?

შლატერის დაავადებას თან ახლავს ტკივილი, შეშუპება და მგრძნობელობის გაძლიერება. დისკომფორტი ძლიერდება აქტივობების დროს და მცირდება დასვენების პერიოდში. მკურნალობის პროცესში აუცილებელია მუხლის იმობილიზაცია, რომელსაც შლატერის დამცავი უზრუნველყოფს. ეს პროდუქტი ხელს უწყობს:

ტკივილის შემსუბუქებას;

დაზიანებული ადგილის იმობილიზაციას;

მუხლის სახსარს ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში ეხმარება.

რა ტიპის შლატერის სამულეები არსებობს?

კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდების - Bauerfeind-ის, Medi-სა და MorsaCyberg-ის მუხლის ფოსოს და იოგის ფიქსატორებს სთავაზობს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

მუხლის მყესის დამჭერი - გამოიყენება კვირისტავის მყესის ანთების და ოსგუდ-შლატერის დაავადების დროს. დამზადებულია ორშრიანი ჰაერგამტარი პერფორირებული ნეოპრინის მასალისაგან.

კვირისტავის მყესის დამჭერი - გამოიყენება კვირისტავის მყესის ანთების და ოსგუდ-შლატერის დაავადების დროს. დამზადებულია ორშრიანი ჰაერგამტარი პერფორირებული ნეოპრინის მასალისაგან.

მუხლის დამჭერი ბალიშით - კვირისტავს და მის ირგვლივ არსებულ ქსოვილებს დაზიანებისგან იცავს. ეფექტურია განსაკუთრებით სპორტული აქტივობების დროს.

როგორ შევიძინოთ სამუხლე შლატერისთვის?

კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს პროდუქტის შეძენისთვის საუკეთესო მეთოდებს სთავაზობს. თბილისის გარდა, საფირმო მაღაზიებით საქართველოს სამ რეგიონში - გორში,  ქუთაისსა და ბათუმშია წარმოდგენილი.  პროდუქტის შეძენა ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე არის შესაძლებელი. ამისთვის მხოლოდ დარეგისტრირება და სასურველი სამედიცინო ნივთის კალათაში დამატებაა საჭირო. თბილისის მასშტაბით საკურიერო მომსახურება მოქმედებს, რეგიონებში კი პროდუქტს ფოსტით მიიღებთ.