სისუსტე ფეხებში - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

 

სისუსტე ფეხებში საკმაოდ გავრცელებული სიმპტომია, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს უბრალო დაღლილობით ან რომელიმე ნევროლოგიური დარღვევით. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ განვასხვავოთ რას უკავშირდება ეს პრობლემა ზოგად დაღლილობას თუ კუნთოვან სისუსტეს. 

რამ შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე ფეხებში?

ფეხებში სისუსტის შეგრძნება შესაძლოა განვითარდეს მძიმე სამუშაო დღის, ხანგრძლივი სიარულის, ვარჯიშის ან თუნდაც ჩვეულებრივი საოჯახო საქმეების შესრულების შემდეგ. ფეხებში სისუსტე შესაძლოა გამოიწვიოს ნევროლოგიურმა პრობლემებმა:

ხერხემლის თიაქარი და სტენოზი - ზურგის ტვინის ნერვებზე ზეწოლამ ფეხების დაბუჟებასა და სისუსტეს იწვევს.

სისხლძარღვოვანმა პრობლემებმა:

ვენების ვარიკოზული გაფართოება -  სისხლის მიმოქცევის შეფერხება, რაც  სიმძიმის და სისუსტის შეგრძნებას იწვევს.

ასევე ფეხებში სისუსტის სხვა გამომწვევი მიზეზებია:

ინფექციები;

რევმატოიდული ართრიტი;

გადაღლა;

სტრესი;

ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვა.

როგორ ვუმკურნალოთ სისუსტეს ფეხებში? 

ფეხებში სისუსტის შეგრძნება თუ ხანგრძლივად გაწუხებთ აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს და დაადგინოთ რა არის ამ პრობლემის მიზეზი, რადგან მკურნალობა პირდაპირ უკავშირდება დიაგნოზს. ამ დროს ეფექტურია ფიზიოთერაპია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, ცურვა და ორთოპედიული პროდუქციის გამოყენება. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი, რომელიც ფეხებში სისუსტის, სიმძიმისა და ტკივილის შემცირებას უწყობს ხელს:

ვარიკოზის მოვლის საშუალებები - გამოიყენება ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ. აჩქარებს ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას, ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში. კომპრესიული ტრიკოტაჟის მოქმედების მექანიზმი გათვლილია ვენის კედელზე რეკომენდებულ ზეწოლაზე.  წინდა იცავს სისხლძარღვებს და ამცირებს მათ სანათურს.

მენჯ-ბარძაყის ფიქსატორები - კოქსართროზი და მენჯ-ბარძაყის ტრავმა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. სპეციალური ფიქსატორები მკურნალობისა ან რეაბილიტაციის პროცესში შეიძლება დაგინიშნოთ ექიმმა. თუ ბარძაყის კუნთში ტკივილს გრძნობთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ბარძაყის კუნთის დამჭერი, რომელიც შეინარჩუნებს ტემპერატურულ ბალანსს და მოახდენს კუნთის საიმედო ფიქსაციას.

ამ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია: თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში არსებულ “ახალი ხედვის” მაღაზიებში. ასევე ონლაინ მეთოდით, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე.