ტანადობის დარღვევა - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

 

თანამედროვე ცხოვრებამ ტანადობის დარღვევის მქონე ბავშვთა რიცხვი საგრძნობლად გაზარდა. ეს უკავშირდება სმარტფონების საათობით გამოყენებას და სიმძიმეების ტარებას. ამ დროს უმეტესად  დარღვევები ძვლოვან სისტემას არ ეხება, მაგრამ გამოხატულია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, კერძოდ, ხერხემლის სისუსტე. ამ დროს რეკომენდებულია კუნთების გაძლიერება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, მსუბუქი აქტივობა და ცურვა. 

ტანადობის დარღვევის სიმპტომები

ტანადობის დარღვევას ახასიათებს ფიზიკური და ვიზუალური ცვლილებები, რაც მარტივად შესამჩნევია, ამ დროს ადამიანი განიცდის ქრონიკულ დაღლილობას და კუნთების მუდმივ დაძაბულობას. ტანადობის დარღვევის სიმპტომებია:

კისრისა და კეფის ტკივილი; 

დიდხანს დგომის ან ჯდომის დროს წელის არეში სიმძიმის და წვის შეგრძნება.

დაბუჟება - ხელებში ან თითებში ჩხვლეტის შეგრძნება.

ტანადობის დარღვევის გამომწვევი მიზეზები

ტანადობის დარღვევა მოსწავლეებში ძირითადად უკავშირდება სკოლის ჩანთის ტარებასა და დიდხანს ჯდომა სასწავლო პროცესის დროს. ამ პრობლების გამომწვევი მიზეზებია: 

არასწორი პოზა - კომპიუტერთან ან ტელეფონთან დიდხანს ჯდომა არაბუნებრივ მდგომარეობაში;

სქოლიოზი - იგივე ხერხემლის გამრუდება ხშირია მოზარდებში, რადგან ბავშვის სწრაფი ზრდისას კუნთოვანი კარკასი ვერ ეწევა ძვლებს, ეს კი ხერხემლის კუნთებისა და იოგოვანი აპარატის დასუსტებას განაპირობებს. არსებობს I და II ხარისხის -  შედარებით მსუბუქად მიჩნეული და III და IV - რომელიც სერიოზული პათოლოგიაა და ორგანოთა მთელ წყებას აზიანებს.

სწრაფი ზრდის პერიოდი -  სიმაღლის მატების დროს კუნთები და მყესები შესაძლოა ვერ დაეწიოს ძვლების ზრდას.

ტანადობის დარღვევის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ყოვედღიურად გავითვალისწინოთ რჩევები:

ჩანთის კონტროლი: დარწმუნდით, რომ სასკოლო ჩანთა ბავშვის წონის 10-15%-ზე მეტს არ იწონის და ბავშვი მას ორივე მხარზე დაკიდებულს ატარებს.

აქტიური ცხოვრება: ზურგის კუნთების გაძლიერება ცურვით ან სპეციალური ვარჯიშებით საუკეთესო პრევენციაა.

სწორი სამუშაო გარემო: მოუწყვეთ ბავშვს ისეთი სამუშაო მაგიდა, სადაც ის გამართული იჯდება.

ტანადობის დარღვევის მკურნალობა

ტანადობის დარღვევის მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანია ორთოპედიული საშუალებების გამოყენება. კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის  ორთოპედიულ ფიქსატორებს სთავაზობს.  მათი მრავალფეროვანი არჩევანი სამედიცინო მაღაზიებში - თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმშია წარმოდგენილი. ისინი განსხვავდება როგორც ბრენდისა და ზომის, ასევე  ქსოვილისა და ფასის მიხედვით. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი: 

ზურგის კორსეტი - დამზადებულია ბამბის ელასტიური ქსოვილისგან. მისი ტარება ტანსაცმლის ქვეშ მარტივად  არის შესაძლებელი.   ეს პროდუქტი ზურგს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს. გამოიყენება როგორც პროფილაქტიკის მიზნით, ასევე გამოხატული სქოლიოზის დროს. აქვს დამატებითი ღვედები და პლასტმასის ჩანართები, რომელიც აძლიერებს ფიქსაციას.

ზურგ-დამჭერი - ელასტიური ბამბის მასალისგან დამზადებული კორსეტია, რომელიც ეხმარება პაციენტს მხრების განზიდვაში და აფიქსირებს ხერხემალს ანატომიურ მდგომარეობაში. მას აქვს პლასტმასის ჩანართები და ასევე სპეციალური ბალიშები იღლიის მიდამოში, რათა ავიცილოთ კანის გაღიზიანება და მექანიკური დაზიანება. ის გამოიყენება სქოლიოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

მხრების ქამარი - არის მარტივი კორსეტი, რომელიც დამზადებულია ჰაერგამტარი ნეოპრინის მასალისგან. მისი დანიშნულება არის მხრების განზიდვა და გამოიყენება შედარებით მსუბუქი პრობლემის დროს. მას ხშირად გამოიყენებენ ქალბატონები ყოველდღიური საქმიანობისას ზურგის კუნთების მოდუნებისა და განტვირთვისთვის. ეს კორსეტი ასევე გამოიყენება ლავიწის ძვლის მოტეხილობისას, თაბაშირის შემცვლელად.

მხრის სამაგრი - გამოიყენება მხრის ქრონიკული დაავადების, ბურსიტისა და ფიზიკური აქტივობის დროს. ის იცავს მხრის სახსარს დაზიანებისგან და უზრუნველყოფს სითბოს შენარჩუნებას.

ეს პროდუქტები დაზიანებული ადგილის ეფექტურ აღდგენასა და რეაბილიტაციას უზრუნველყოფს. მხრების განზიდვა, ხერხემლის სვეტის ანატომიურ მდგომარეობაში ფიქსაცია და ტორსის ნორმალურ მდგომარეობის შენარჩუნება - ორთოპედიული ქამრების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დანიშნულებაა. მათი გამოყენება ასევე რეკომენდებულია სქოლიოზის, კიფოზის და ხერხემლის დეფორმაციების დროსაც.