ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკა და სკანირება
მსოფლიოში ტერფის კომპიუტერულ დიაგნოსტიკასა და სკანირებას თანამედროვე ტექნოლოგიებით ახდენენ. ეს მიღწევები უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია და ამ სერვისს კომპანია “ახალი ხედვა” გვთავაზობს. ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკის ახალი მიდგომები სამედიცინო ჯგუფმა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ამ მიმართულებით საქართველოში ლიდერი კომპანიაა. ტერფების დეფორმაციის ხარისხის დასადგენად მხოლოდ ვიზუალური დათვალიერება არ არის საკმარისი და ამას საფუძვლიანი კომპიუტერული კვლევა სჭირდება.
"ახალი ხედვის" ტერფის დიაგნოსტიკის კლინიკა
სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვის” კლინიკაში ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკა ტარდება იტალიური ფირმა Diasus-ს უახლესი აპარატურით, რომელიც ბილიკზე სიარულის დროს მონაცემებს ინახავს. ბაროპომეტრული დიაგნოსტიკა და სკანირება ამომწურავ ინფორმაციას იძლევა იმ საკითხებზე, როგორიცაა:
- ტერფის ფორმის;
- ყრდნობის ფართის;
- სიმძიმის ღერძის;
- თაღის დეფორმაციებისა და სხვ.
„ახალი ხედვის“ კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე აპარატურით, რომლის საშუალებითაც პაციენტებს უტარდებათ პლანტოგრაფია, ანუ ტერფის კომპიუტერული კვლევა, რომელიც მოიცავს პოდოსკანირებასა და ბაროპოდომეტრიას, რაც გულისხმობს უძრავ და მოძრავ მდგომარეობაში ტერფის კვლევას. ამ გამოკვლევის საფუძველზე იქმნება ტერფის სამგანზომილებიანი სურათი - ეს კი სწორი დიაგნოზის დასმის წინაპირობაა.
ინდივიდუალური სუპინატორი (ღაბაში)
ტერფის პლანტოგრაფიის, ანუ ტერფის კომპიუტერული გამოკვლევის, ჩატარების შემდეგ სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვის" ტერფის დიაგნოსტიკის კლინიკაში ინდივიდუალური სუპინატორის (ღაბაშის) დამზადებაც არის შესაძლებელი. ტერფის კომპიუტერული კვლევა, ძირითადად, 3-4 წლის ასაკიდან ტარდება, პლანტოგრაფიის ჩასატარებლად კი აუცილებელი პირობაა, რომ ბავშვი მინიმუმ 20-21 კილო-გრამს იწონიდეს. აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალური სუპინატორი უშუალოდ პაციენტის ტერფზეა მორგებული, რაც ტერფზე არსებული სხვადასხვა პრობლემის მკურნალობის პროცესისთვის ყველაზე ეფექტურია.
რატომ არის მნიშვნელოვანი ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკა და სკანირება?
როგორც ვთქვით, ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკა და სკანირება პათოლოგიის არსებობისა და ტერფის დეფორმაციის ზუსტი ხარისხის დადგენის საშუალებას გვაძლევს - შესაბამისად, ტერფთან დაკავშირებული პრობლემების პრევენციისთვის ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკისა და სკანირების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი ბრტყელტერფიანობის დროს. ბრტყელტერფიანობის დროს ტერფი დეფორმაციას განიცდის და ამორტიზაციის უნარს კარგავს. მასთან დაკავშირებული პრობლემები კი ძვალ-სახსროვანი სისტემებისა და მთელი კონსტრუქციის ცვლილებას იწვევს. 4
რა დროს არის აუცილებელი ინდივიდუალური სუპინატორის (ღაბაშის) გამოყენება?
ხშირად თუ პრობლემა ტერფს სცილდება, გამომწვევ მიზეზად მას საერთოდ არ განიხილავენ, ამიტომ ტერფის დარღვევებს ბავშვობიდანვე სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს. ბრტყელტერფიანობის დროს ადამიანი სიარულისას ძლიერ იღლება და ტკივილიც აწუხებს. ორთოპედიული სუპინატორი კი ტერფს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს, შესაბამისად ამავე ნაწილში ტკივილსა და დისკომფორტს ამცირებს. ორთოპედიული სუპინატორების გამოყენება ასევე რეკომენდებულია ისეთი პრობლემების დროს, როგორიცაა:
- ტერფის დაავადებები (ბრტყელტერფიანობა, ვარუსული და ვალგუსური ტერფი, ქუსლის დეზი, აქილევსის მყესის ანთება);
- ხერხემლის გამრუდება (სქოლიოზი);
- სახსრების პათოლოგიები;
- ვენების ვარიკოზული დაავადება;
- დიაბეტური ტერფი;
- ჭარბწონიანობა;
- ორსულობა;
- პროფესიული და სპორტული დატვირთვა.