ტერფის მოტეხილობა და რეაბილიტაცია

ფიზიკური დატვირთვა, არასწორი მოძრაობა თუ ტრავმა ხშირად ხდება ტერფის მოტეხილობის მიზეზი.  ეს პრობლემა  ხშირია სპორტსმენებში. მისი მკურნალობა მიმდინარეობს კომპლექსურად,ამ დროს აუცილებელი პირობაა მოტეხილი ადგილის ფიქსაცია,ასევე რეკომენდებულია მედიკამენტოზური მკურნალობის დამატებაც. როგორც წესი, ეს კეთდება ექიმთან კოსულტაციის შედეგად და მისი სრული კონტროლის ქვეშ. 

მოტეხილი ტერფის სიმპტომები

მოტეხილ ტერფს თან ახლავს მწვავე ტკივილი, რომელიც ძლიერდება ფეხის ყოველი მოძრაობისას და ამ დროს გადაადგილება თითქმის შეუძლებელი  ხდება. ჩვენი სხეული  ფეხებს ეყრდნობა და შესაბამისად, მათზე მთელი დღის განმავლობაში ძალიან დიდი დატვირთვა მოდის, ეს დატვირთვა კი კიდევ უფრო მეტია ტერფებზე. ტერფი არის ძვლების, იოგების, მყესებისა და კუნთების კომპლექსური ერთიანობა, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ სხეულის მთელ წონას უძლებს. მიუხედავად ამისა, სხეულის ეს ნაწილი ხშირად ზიანდება, სხვადასხვა  ტრავმა კი  დიდ ტკივილს იწვევს. მოტეხილია თუ არა ტერფი,ამის გარკვევა მარტივია,შემდგომი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში: 

შეშუპება;

ჩალურჯება;

სისხლჩაქცევები;

აქილევსის მყესის ძლიერი დაჭიმულობა;

კოჭ-წვივის სახსარში მოძრაობის შეზღუდვა;

მოტეხილი ტერფის მკურნალობა

როგორც აღვნიშნეთ,თუ ტერფი მოტეხილია,პირველ რიგში მისი იმობილიზაცია უნდა მოხდეს. ამ მიზნით ექიმები ტერფის ფიქსატორებს ნიშნავენ. ამ პროდუქციის ყველაზე დიდი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”, რომელიც თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში 12 ორთოპედიული მაღაზიით არის წარმოდგენილი. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ტერფის ფიქსატორებს ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი: 

ტერფის მოტეხილობის დროს თაბაშირის ნაცვლად კიდურის იმობილიზაციისთვის იყენებენ ფეხის ორთეზს,რომელიც ტერფს სწორ ანატომიურ მდგომარეობაში აფიქსირებს და ხელს უწყობს რეაბილიტაციის პროცესს.

თუ ტერფის წინა ნაწილი არის დაზიანებული,შეიძლება,საჭირო გახდეს სპეციალური ფეხსაცმლის გამოყენება,რომლის საშუალებითაც სიარულისას ტერფის წინა ნაწილზე დატვორთვა არ მოდის.

შეხორცების შემდეგ კი ტკივილის,შეშუპებისა თუ სხვა სახის დისკომფორტის დროს შეგიძლიათ,გამოიყენოთ:

ქუსლის ფიქსატორი - გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ქუსლის არეში ძლიერი ტკივილი და შეშუპება გაწუხებთ. ხშირია მისი გამოყენება სპორტული ტრავმების დროს.

ქუსლის საუპინატორი დამზადებულია სილიკონისგან და  იდეალურია ქუსლის ტკივილი დროს. ასევე რეკომენდებულია მისი ტარება ქუსლის დეზის  შემთხვევაში . ქუსლის დეზი არის წვეტიანი წანაზარდი და  ხშირად აწუხებს სპორტსმენებს, რომლებიც ბევრს დარბიან. ქუსლის დეზის გამომწვევ მიზეზებს შორისაა არასწორი სიარული და დგომის დარღვევა. ასევე ჭარბი წონა და არაკომფორტული ფეხსაცმლის ტარება. 

გარდა ამისა, კომპანია “ახალ ხედვის" ტერფის დიაგნოსტიკის ცენტრში ტერფის დიაგნოსტიკა ხდება იტალიური ფირმის,Diasus-ს უახლესი აპარატურით, რომელიც ბილიკზე სიარულის დროს მონაცემებს ინახავს. ბაროპომეტრული დიაგნოსტიკა და სკანირება  ტერფის ფორმის, ყრდნობის ფართის, სიმძიმის ღერძისა და სხვა მნიშვნელოვან დეტალების შესახებ იძლევა ინფორმაციას.  სწორი დიაგნოზის დასმის შემდეგ კი კლინიკაში ინდივიდუალური ღაბაშების დამზადებაც არის შესაძლებელი.კვლევა ძირითადად ტარდება 3-4 წლიდან. კვლევის ჩატარებისთვის აუცილებელი პირობაა, რომ ბავშვი იწონიდეს მინიმუმ 20-21 კილოგრამს. ტერფის დიაგნოსტიკაზე დეტალური ინფორმაციისთვის და პროცედურაზე ჩასაწერად შეგიძლიათ,დარეკოთ: 032 218 25 38