რამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი ტერფებში?
ტკივილი ტერფებში სხვადასხვა მიზეზით არის განპირობებული. შეიძლება ეს პრობლემა ტრავმას, სახსრის დაზიანებასა და მყესის დაჭიმვას უკავშირდებოდეს. თუმცა მისი ყველაზე გავრცელებული ფორმა - ბრტყელტერფიანობაა. ამ დროს ადამიანი სიარულისას ძალიან იღლება და ტკივილიც აწუხებს. ეს პრობლემა კი შეიძლება წონის მატებასთან ან პროფესიულ საქმიანობასთანაც იყოს კავშირში.
ტერფების ტკივილი და მისი მკურნალობის გზები
ტერფების ტკივილი რთული სამართავი და ასატანია, რადგან სხეულის ამ ნაწილზე მთელი დღის განმავლობაში დიდი დატვირთვა მოდის,მას ჩვენ მთელი სხეულითა და წონით ვაწვებით. რთულია ამ დროს მოძრაობა და ჩვენი შრომისუნარიანობაც გარკვეულწილად ქვეითდება. თუ ტერფების ტკივილის მიზეზი ბრტყელტრფიანობაა, მაშინ მისი მართვის რამდენიმე მეთოდს შეგვიძლია მივმართოთ. ეს გულისხმობს - ფიზიოთერაპიას, ბალნეოთერაპიას, მედიკამენტურ თერაპიასა და სამკურნალო ფიზკულტურას. მკურნალობის პროცესში ზემოთ ჩამოთვლილ პროცედურებთან ერთად უმნიშვნელოვანესია სუპინატორის ან ინდივიდუალური ღაბაშის ტარება. ეს სამედიცინო პროდუქტი გვეხმარება დეფორმირებული თაღის კორექციაში, ტერფს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს და ტკივილსა და დისკომფორტს ამცირებს.
კომპანია “ახალი ხედვის” სუპინატორები
კომპანია „ახალი ხედვის“ მაღაზიებში ორთოპედიული სუპინატორების ფართო არჩევანია. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს მყარ და სილიკონის სუპინატორებს სთავაზობს. მათი ღირებულება 45 ლარიდან 170 ლარამდე მერყეობს. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში წარმოდგენილია ბაუერფეინდის / Bauerfeind , მორსასა / MorsaCyberg და ბერგერის / Berger ორთოპედიული სუპინატორები. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია გერმანული ბრენდის, Bauerfeind-ის,სუპინატორი Comfort Business B-200. სუპინატორების ამ მოდელს გამოიყენებენ ის ადამიანებიც, რომლებსაც აქტიური ფიზიკური დატვირთვა აქვთ და ხშირად ეღლებათ ფეხები. გარდა ამისა, სუპინატორის გამოყენება ვენებში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და სიმძიმის შეგრძნებასაც აქრობს.მისი ზედაპირი დამზადებულია ანტიალერგიული და ანტიბაქტერიული მასალისგან,ამიტომ ის მთელი დღის განმავლობაში ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე შეგიძლიათ,რომ გამოიყენოთ.
განვიხილოთ რამდენიმე სუპინატორი,რომელიც “ახალი ხედვის” ორთოპედიულ მაღაზიებშია წარმოდგენილი:
● სილიკონის სიგრძივი დამჭერი ( წებოვანი) - გამოიყენება ბრტყელი ტერფის დროს.დამზადებულია სამედიცინო სილიკონისგან.გადაკრული აქვს რბილი ქსოვილი.
● სილიკონის ორთოპედიული ჩასაფენი - უზრუნველყოფს ტერფზე ზეწოლის სწორ გადანაწილებას. ეს პროდუქტი გამოიყენება ბრტყელი ტერფისა და მისი პროფილაქტიკისთვის.ის ამცირებს ტკივილსა და დისკომფორტს.
● საბავშვო სუპინატორი - ასწორებს ფეხის თაღს და გამოიყენება ბავშვებში გამოხატული ბრტყელტერფიანობის შემთხვევაში. ის ინარჩუნებს ფეხის სტაბილურობას,აუმჯობესებს ტერფის მდგომარეობას და უზრუნველყოფს ტერფის ჯანსაღ ჩამოყალიბებას განსაკუთრებით ვარჯიშის ან მოძრაობის დროს.
“ახალი ხედვის” სუპინატორების შეძენა შესაძლებელია თბილისში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე მაღაზიებში. ასევე სასურველი ნივთის შერჩევა კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ონლაინ მეთოდითაც ხდება.