თრომბი - სიმპტომები და მკურნალობა

თრომბი წარმოადგენს სისხლძარღვში, ვენაში ან არტერიაში სისხლის კოლტს, ანუ შედედებულ სისხლს. შესაძლოა, თრომბი ყველა ორგანოში განვითარდეს და წარმოიშვას არაკლასიკური ლოკალიზაციის თრომბები. თუმცა, ყველაზე ხშირად ქვემო კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი გვხვდება. თრომბის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, აქტივობისა და სწორი კვების გარდა, ყურადღება მიაქციოთ სითხის დროულად და საკმარისი რაოდენობით მიღებას, ძილის მოწესრიგებასა და ნიკოტინისა თუ სხვა ტოქსიკური ნივთიერებების მოხმარების შეწყვეტას.
რა იწვევს თრომბს?
თრომბის ორი სახეობაა ცნობილი: ვენური და არტერიული. ეს არის სისხლის შედედებული მასა, რომელიც სისხლძარღვებში სისხლის მოძრაობას აფერხებს. ამ დაავადების გამომწვევი მიზეზები დამოკიდებულია იმაზე, თუ სად მიმდინარეობს - არტერიებში თუ ვენებში.
● ვენური თრომბოზის წარმოქმნა უკავშირდება - ქვედა კიდურების ვენების დაავადებებს, უმოძრაობას, ძვლების მოტეხილობას, გარკვეულ მედიკამენტებსა და ჭარბ წონას.
● არტერიული თრომბოზის წარმოქმნა უკავშირდება - შაქრიან დიაბეტს, მაღალ ქოლესტერინს, ჭარბ წონას, არტერიულ ჰიპერტენზიასა და თამბაქოს მოხმარებას.
თრომბის სიმპტომები
თრომბმა სისხლძარღვი შეიძლება სრულად ან ნაწილობრივ დაახშოს. ამ დაავადების სიმპტომები განსხვავებულია და დამოკიდებულია იმაზე თუ, რომელ ორგანოს სისხლძარღვში ჩამოყალიბდა იგი. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:
● ტკივილი კიდურებში;
● სიმძიმე და შეშუპება;
● კანის ფერის ცვლილება;
● კიდურების დაბუჟება;
● ტკივილი მკერდის არეში.
თრომბის მკურნალობა
თრომბის მკურნალობის პროცესში ეფექტურია ანტითრომბული გეტრების გამოყენება. კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ანტითრომბულ წინდებს სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში ხელმისაწვდომ ფასად საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდების - მორსას/MorsaCyberg, მედივასა/Mediva და ბერგერის/Berger წინდებს შეხვდებით. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● ანტითრომბოებოლური მაღალყელიანი წინდა - გამოიყენება თრომბოზის და თრომბოემბოლიის საპროფილაქტიკოდ, ასევე წინასაოპერაციო და ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
● ანტი-თრომბოემბოლიური წინდა (მაღალყელიანი; დაბალყელიანი) - გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით. გამოიყენება, ასევე, ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიის და საკეისრო კვეთის დროს. ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას.
● ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო კოლგოტი - გამოიყენება ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ. აჩქარებს ქვედა და ზედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას, ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში. კომპრესიული ტრიკოტაჟის მოქმედების მექანიზმი გათვლილია ვენის კედელზე რეკომენდებულ ზეწოლაზე. წინდა იცავს სისხლძარღვებს და ამცირებს მათ სანათურს.
● მუხლამდე წინდა - გამოიყენება ვენების ვარიკოზული დაავადებისა და თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებადმოძრავი (მჯდომარე, მდგომარე) ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სუნის გაჩენას ტერფის არეში და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
● ვარიკოზის მაღალყელიანი წინდა - COTTON-ის ქვებრენდის ამ პროდუქციის შიდა მხარისთვის გამოყენებულია სპეციალური ბამბის ქსოვილი, რომელიც უშუალოდ ეხება კანს, არ იწვევს ალერგიულ რეაქციას და ინარჩუნებს ტემპერატურულ ბალანსს კლიმატის მკვეთრი ცვალებადობის დროს. წინდები არის შავი და კარამელისფერი.
თრომბის პრევენცია
თრომბის პრევენციისა და პროფილაქტიკისთვის აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა:
-
ფიზიკური აქტივობა, ფეხით სიარული;
-
ცხოვრება თამბაქოს გარეშე;
-
წონის კორექცია;
-
ჯანმრთელი კვება;
-
საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება.