ვარიკოზის პირველი ნიშნები, რომლებიც არ უნდა უგულებელყოთ
ვარიკოზული ვენების გაფართოება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელიც თანაბრად აწუხებს როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს. ხშირად, საწყის ეტაპზე, ადამიანები ყურადღებას არ აქცევენ ფეხებში სიმძიმის შეგრძნებას ან მსუბუქ შეშუპებას და მას უბრალოდ დაღლილობას მიაწერენ. თუმცა, სწორედ ადრეულ სტადიაზე რეაგირებაა გადამწყვეტი, რათა თავიდან ავიცილოთ დაავადების გაღრმავება და სერიოზული გართულებები.
იმისათვის, რომ უკეთ გაიგოთ, რა არის ვარიკოზი და როგორ ვითარდება ის, მნიშვნელოვანია იცოდეთ მისი პირველადი სიმპტომები.
1. სიმძიმის და დაღლილობის შეგრძნება ფეხებში
ვარიკოზის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული და გავრცელებული ნიშანი ფეხებში სისუსტისა და სიმძიმის შეგრძნებაა, განსაკუთრებით სამუშაო დღის ბოლოს. თუ თქვენი საქმიანობა ხანგრძლივად ჯდომას ან ფეხზე დგომას მოითხოვს, ვენური სისხლის მიმოქცევა ნელდება, რაც ქსოვილებში წნევის მომატებას იწვევს.
2. შეშუპება კოჭებისა და წვივების არეში
საწყის ეტაპზე შეშუპება შეიძლება თითქმის შეუმჩნეველი იყოს და მხოლოდ საღამოობით ვლინდებოდეს.
ყურადღება მიაქციეთ შემდეგ დეტალებს:
● ფეხსაცმელი, რომელიც დილით კომფორტულად გქონდათ, საღამოს გიჭერთ.
● წინდის რეზინი კოჭთან ღრმა ნაკვალევს ტოვებს.
● დილით, დასვენების შემდეგ, შეშუპება სრულად ქრება.
თუ ეს სიმპტომები რეგულარულ ხასიათს იღებს, ეს უკვე ვენური უკმარისობის პირველი სიგნალია.
3. წვის შეგრძნება
ვენებში სისხლის შეგუბება იწვევს კუნთოვანი ქსოვილის ჟანგბადით ნაკლებ მომარაგებას. ეს ხშირად ვლინდება ღამის განმავლობაში წვივის კუნთების უეცარი ტკივილით ან ფეხებში სიმხურვალის და წვის შეგრძნებით.
4. წვრილი კაპილარული ქსელი
სანამ მსხვილი ვენები გამოიკვეთება, კანის ზედაპირზე ხშირად ჩნდება წითელი ან ლურჯი ფერის წვრილი სისხლძარღვოვანი ქსელი. ეს მხოლოდ ესთეტიკური დეფექტი არ არის – ეს მიანიშნებს, რომ წვრილ სისხლძარღვებში წნევამ უკვე მოიმატა.
5. კანის ცვლილებები და ქავილი
დაავადების პროგრესირებასთან ერთად, დაზიანებული ვენის არეში კანი შეიძლება გახდეს მშრალი, გაჩნდეს ქავილის შეგრძნება ან პიგმენტაცია. ეს ნიშნავს, რომ კანის კვება დარღვეულია და საჭიროა დაუყოვნებლივი ჩარევა.
როგორ ვებრძოლოთ ვარიკოზს ადრეულ სტადიაზე?
ვარიკოზის პირველივე ნიშნების შემჩნევისას აუცილებელია პრევენციული ზომების მიღება. მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის გამოიყენება კომპრესიული თერაპია და სპეციალური ადგილობრივი მოვლის საშუალებები. "ახალი ხედვის" ასორტიმენტში ხელმისაწვდომია ვარიკოზის მოვლის საშუალებები, რომლებიც გეხმარებათ სიმპტომების შემსუბუქებასა და ვენების ტონუსის შენარჩუნებაში.
ეფექტური პროდუქტები ვარიკოზის მართვისთვის:
● მუხლამდე წინდა - გამოიყენება ვენების ვარიკოზული დაავადებისა და თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებადმოძრავი (მჯდომარე, მდგომარე) ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სუნის გაჩენას ტერფის არეში და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
● ანტი-თრომბოემბოლიური წინდა (მაღალყელიანი) - გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით. ასევე, ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიის და საკეისრო კვეთის დროს. ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას.
სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვის” პროდუქციის შეძენა, თბილისის გარდა, გორის, ბათუმისა და ქუთაისის ფილიალებშია შესაძლებელი. სასურველი პროდუქციის შეძენა ასევე შესაძლებელია ონლაინ რეჟიმშიც, ვებგვერდის მეშვეობით.
პრევენციული ზომები
სპეციალურ პროდუქტებთან ერთად, მნიშვნელოვანია ჯანსაღო ცხოვრების წესის დაცვაც:
● იმოძრავეთ მეტი: ფეხით სეირნობა, ცურვა და ველოსიპედით სეირნობა საუკეთესო ვარჯიშია ვენებისთვის.
● მოერიდეთ ცხელ აბაზანებს: მაღალი ტემპერატურა ადუნებს და აფართოებს სისხლძარღვებს.
● დაასვენეთ ფეხები: დღის განმავლობაში 15-20 წუთით აწიეთ ფეხები გულის დონეზე მაღლა.