ვარიკოზული ვენები - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

ვარიკოზული ვენების გაგანიერება შესაძლოა გენეტიკურად იყოს განპირობებული. ეს ბავშვობის ასაკიდან, რა თქმა უნდა, არ არის შესამჩნევი, თუმცა, ამ დროს ვენის კედელი პირველადად არის დაზიანებული. დროთა განმავლობაში გენეტიკური ფაქტორი თავს იჩენს და კლინიკურად გამოვლინდება. გარდა ამისა, შესაძლოა, ვარიკოზი რომელიმე დაავადების სახით იყოს გამოწვეული.  ამ პრობლემის დროს რეკომენდირებულია ავადმყოფმა ატაროს ქუსლიანი ფეხსაცმელი - როცა წვივი დაჭიმულია, კუნთების აპონევროზი ელასტიკური ბანდის მსგავსად უჭერს ზედაპირულ ვენებს. გარდა ამისა, მკურნალობის პროცესში აქტიურად იყენებენ -  ელასტიურ ტრიკოტაჟს: გეტრებს, წინდებსა და კოლგოტებს.

რამ შეიძლება გამოიწვიოს?

როგორც აღვნიშნეთ, ვარიკოზის გამომწვევ უამრავ მიზეზს შორის  გენეტიკისა და სხვადასხვა დაავადების როლი საკმაოდ დიდია. გარდა ამისა, ამ ვარიკოზის რისკ-ფაქტორს წარმოადგენს პროფესიათა უმრავლესობაც, რომლებიც დიდხანს დგომას ან ჯდომას მოითხოვს. ეს, ძირითადად,  ეხებათ : ქირურგებს, მასწავლებლებს, მძღოლებსა და  მკერავებს. რაც შეეხება დაავადებებიდან წარმოქმნილ ვენების პრობლემებს - ეს შესაძლოა იყოს:

მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთების ან სიმსივნის დროს  თეძოს ვენებზე ზეწოლა, რაც პერიფერიულ ვენურ სისტემაში შეგუბებას განაპირობებს. 

ოპერაციის ან მშობიარობის დროს თეძოს ვენების თრომბოზის განვითარება, რომელიც განსაკუთრებით - ღრმა ვენებში შეგუბებით მოვლენებს განაპირობებს.

რამდენად საშიშია ვარიკოზული ვენები?

ზედაპირული ვენების გაგანიერება საშიში არ არის, რადგანაც მკურნალობას ექვემდებარება. თუმცა, ღრმა ვენების დაავადებათა მწვავე გართულება - თრომბოზი, ადამიანს განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის. ის სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა, რადგან ფილტვის არტერიის თრომბო-ემბოლიის ძირითად წყაროს წარმოადგენს. 

როგორ ვუმკურნალოთ ვარიკოზულ ვენებს?

ვარიკოზული ვენების არსებობის დროს არ შეიძლება დიდხანს დგომა ან ჯდომა, პაციენტი ან უნდა იწვეს ან მუდმივად გადაადგილდებოდეს, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა შეასრულოს სპეციალური ვარჯიშებიც. ადრეულ ეტაპზე, დაავადების აღმოჩენისთანავე, მკურნალობის დაწყება მკურნალობის ეტაპს მეტად ეფექტურსა და შედეგიანს ხდის. მართალია, ამ დაავადების  სრული განკურნება არ ხდება, მაგრამ სწორი და დროული მკურნალობა დაავადების პროგრესირებას აუცილებლად შეაჩერებს. ზოგადად, ქვედა კიდურების ვარიკოზის მკურნალობა შესაძლებელია ოპერაციით, სკლეროთერაპიით და მედიკამენტებით. ფართოდ გამოიყენება ლიმფოდრენაჟული მასაჟი, ფიზკულტურა და ანტივარიკოზული წინდები. ეს პროდუქტი აჩქარებს ქვედა და ზედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას, ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში. ამ პროდუქტების  ფართო ასორტიმენტი წარმოდგენილია კომპანია “ახალ ხედვაში”. თითოეული მათგანი უმაღლესი ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა. აღნიშნული პროდუქციის შეძენა შესაძლებელია კომპანიის მაღაზიათა ქსელში, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. კომპანიის საიტზე დარეგისტრირების შემთხვევაში კი პროდუქტის გამოწერაც შესაძლებელი. სასურველ პროდუქტს ჩვენი კურიერი უმოკლეს ვადაში მოგაწვდით.