ვენების ტკივილი - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

ვენების ტკივილი, ძირითადად, უკავშირდება ვარიკოზს. ეს დაავადება ვითარდება ნელა და თანდათანობით. ვარიკოზის პროგრესირება იწვევს კანქვეშა ვენების ზომისა და ფორმის ცვლილებებს და ამასთანავე, ისეთ შეგრძნებებს კიდურების არეში როგორიცაა: სიმძიმე და წვა. ვარიკოზული დაავადების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია ცხოვრების უმოძრაო წესი. ამ დროს მთავარი რისკ-ფაქტორი, რა თქმა უნდა, ქვედა კიდურების კუნთების ტონუსის არქონაა. სიარულისას კუნთები აწვება ვენებს, რითაც სისხლის მიმოქცევის სტიმულირებას ახდენს. ჯდომის დროს დატვირთვა ქვედა კიდურების კუნთებზე არასაკმარისია, კუნთოვან-ვენური ტუმბოს ფუნქცია სუსტდება და სისხლის ცირკულაცია ფერხდება. ეს თავისთავად იწვევს ვენის კედლების მოდუნებასა და გაგანიერებას. გარდა ამისა, არსებობს ვარიკოზის გამომწვევი სხვა მნიშვნელოვანი მიზეზებიც:

გენეტიკა;

ორსულობა;

ჭარბი წონა;

ჰორმონალური დისბალანსი;

ქვემო კიდურებზე გადატანილი ტრავმები; 

პროფესიები, რომლებიც დიდხანს ფეხზე დგომასა და ჯდომას უკავშირდება.

ვენების ტკივილის მკურნალობა

ვენების ტკივილის მკურნალობის სამი აპრობირებული მეთოდია ცნობილი:

ქირურგიული ოპერაციის ჩატარება;

სკლეროთერაპიის მეთოდი;

მედიკამენტოზური თერაპია. 

გარდა მკურნალობისა ამ  მეთოდებისა ფართოდ გამოიყენება ლიმფოდრენაჟული მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა და კომპრესიული ტრიკოტაჟი - ვარიკოზის მოვლის საშუალებები.  მათი მრავალფეროვანი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს ამ მიმართულებით უმაღლესი ხარისხის პროდუქციას 2012 წლიდან სთავაზობს. ვარიკოზის მოვლის საშუალებები ფეხებში შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ხსნის. ზოგიერთი მათგანი გამოიყენება თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებად მოძრავი, მჯდომარე ან მდგომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე მისი გამოყენება ეფექტურია ხანგრძლივი მგზავრობის დროსაც. აღსანიშნავია, რომ “ახალი ხედვა” არის შვეიცარიული პრემიუმ ბრენდის, Sigvaris-ის ექსკლუზიური ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. Sigvaris-ს აქვს 150 წლიანი გამოცდილების ისტორია და არის გლობალური ბაზრის ლიდერი კომპანია კომპრესიული ტრიკოტაჟის წარმოებაში. კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში წარმოდგენილი ამ ნივთების შეძენა - თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე ფილიალებშია შესაძლებელი. ასევე, მოქმედებს ონლაინ შესყიდვაც. ამისთვის, მხოლოს კომპანიის ოფიციალირ ვებგვერდზე დარეგისტრირება და სასურველი ნივთის შერჩევაა საჭირო. შეძენილ სამედიცინო პროდუქტს, კი კურიერი ნებისმიერ რეგიონში მოგაწვდით.