წელის ფართოდ გავრცელებული ტრავმები

წელის ტკივილი ადამიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი მდგომარეობაა, რადგან ის ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ დიდ დისკომფორტსა და პრობლემებს იწვევს. ამ დროს რთული ხდება არა მარტო ყოველდღიური საქმიანობა, არამედ დაძინება და მოსვენებაც კი. წელის არეში ტკივილისა და დისკომფორტის გამომწვევი სხვადსხვა მიზეზი არსებობს, რომელთა სიმპტომებიც განსხვავებულია. წელის ტკივილის გამომწვევ მიზეზებს შორის ყველაზე ხშირია:

კუნთების დაჭიმულობა;

დაღლილობა;

მჯდომარე ცხოვრების წესი;

ხერხემლის პათოლოგიები; 

ფიზიკური დატვირთვა. 

წელის ტკივილი იწვევს უძილობას, უმოძრაობასა და შრომისუნარიანობის დაქვეითებას. სწორედ ამიტომ, ექიმები წელის ტკივილის დროს პაციენტებს, პირველ რიგში, ურჩევენ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას, ვარჯიშსა და ცურვას. წელის ტკივილის დროს ასევე, არ უნდა შეასრულოთ მკვეთრი მოძრაობები, უნდა დაწვეთ მოხერხებულ მდგომარეობაში. რამდენიმე დღის განმავლობაში, შეძლებისდაგვარად და შეინარჩუნეთ მოსვენებითი რეჟიმი.  ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პრობლემის არსებობის შემთხვევაში მაქსიმალურად შევამციროთ სიმძიმეების აწევას და ისეთი აქტივობები, რომლებიც იწვევს წელის დატვირთვას. გარდა ამისა,  წელის ტკივილის დროს ეფექტურია სამედიცინო კორსეტების, ქამრებისა და ფიქსატორების ტარება. არსებობს სხვადასხვა ფორმისა და ფუნქციის წელის ქამრები, რომელთა შესარჩევად, საჭიროა, რომ პაციენტმა ზუსტად იცოდეს, თუ რისგან არის გამოწვეული წელის ტკივილი. ეს პროდუქტი ხელს უწყობს ხერხემლის და წელის იმობილიზაციას, რაც წელის არეში  დატვირთვის შემსუბუქებას უზრუნველყოფს. მისი მრავალფეროვანი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. მათი მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

წელის კორსეტი მეტალის ჩანართებით - დამზადებულია ბამბის ელასტიური მასალისგან. 26 ან 32 სმ სიმაღლის მეტალის ჩანართები და დამატებითი ღვედები უზრუნველყოფს წელის არის სრულ იმობილიზაციას და ეფექტურ ფიქსაციას. გამოიყენება წელის მალების მოტეხილობის, მალთაშუა დისკის თიაქრისა და სხვა ტიპის დაზიანებების დროს.

ხერხემლის კორსეტი - აფიქსირებს მთლიანი ხერხემლის სვეტს. აქვს მეტალის ჩანართები მთლიანი ხერხემლის სიგრძეზე. გამოიყენება მალების  მოტეხილობის, სქოლიოზის, კიფოზისა და ხერხემლის მრავლობითი თიაქრის დროს.

წელის სტანდარტული კორსეტი - ამსუბუქებს წელისა და ზურგის ტკივილს. დამზადებულია ანტი-ალერგიული ქსოვილისაგან და  მას აქვს პლასტმასის ჩანართები. ხშირია მისი გამოყენება რევმატული ტკივილის დროს. 

მათი შეძენა შესაძლებელია საქართველოს სამ რეგიონში - გორში, ბათუმსა და ქუთაისში. კომპანია “ახალი ხედვა” გთავაზობთ ონლაინ შესყიდვასაც. ოფიციალურ ვებ-გვერდზე დარეგისტრირდით და ონლაინ რეჟიმში შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი.  შეკვეთილ ნივთს კი კონსულტანტი ადგილზე უმოკლეს დროში მოგიტანთ.