წელის პრობლემები
წელის ტრავმა, დღესდღეობით, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელიც შესაძლოა ნებისმიერი ასაკის ადამიანს დაემართოს. ეს ძირითადად, მოულოდნელ შემთხვევებს უკავშირდება - მძიმე საგნის აწევას, დაჭიმულობას, მანქანის ხანგრძლივ მართვას, ავარიას ან დაცემას. ეს და სხვა ფაქტორები შესაძლოა ბევრად სერიოზული დაავადებების გამომწვევ მიზეზებად იქცეს, შესაბამისად, თუ ტკივილები დიდხანს გაგრძელდა, უმჯობესია, რომ ექიმთან ვიზიტი დაგეგმოთ და სპეციალისტებისგან გაიგოთ, კონკრეტული ტრავმა მსუბუქი დაზიანების რიცხვს მიეკუთვნება, თუ ბევრად რთულ შემთხვევასთან გაქვთ საქმე.
წელის ტრავმის სიმპტომები
წელის ტრავმის დროს უნდა მოერიდოთ სიმძიმეებს, ფიზიკურ დატვირთვასა და უხერხულ მოძრაობებს, რადგან ეს კიდევ უფრო ამწვავებს წელის ტკივილს. ასევე, ხშირია შემთხვევები, როდესაც არასწორ მდგომარეობაში ყოფნა ან ძილი წელის არეში უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს. განსაკუთრებით დიდი ყურადღება და სიფრთხილეა გამოსაჩენი თუ წელის ტკივილმა ორსულობის დროს იჩინა თავი. ეს ძირითადად, გამოწვეულია იმით, რომ ნაყოფმა სწრაფად ზრდა დაიწყო. წელის ტკივილს სხვადასხვანაირი შეგრძნება ახლავს თან. ზოგჯერ იგი ხანმოკლე, ძლიერი, ინტენსიური და შეტევითია, ზოგჯერ კი - ყრუ, ხანგრძლივი და მუდმივი. იქიდან გამომდინარე, რომ წელის ტრავმა სხვადასხვა მიზეზს უკავშირდება, შესაბამისად, სიმპტომებიც განსხვავებული აქვს. ხერხემლის პათოლოგიების დროს ხშირად ადამიანებს წელის ტკივილი ზურგის ქვედა ნაწილში აწუხებთ.
რამ შეიძლება გამოიწვიოს წელის ტრავმა?
წელის ტრავმის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად მედიკოსები მიიჩნევენ დიდხანს უმოძრაოდ ჯდომას, რაც, უმეტეს შემთხვევაში, ხერხემლის პრობლემების წინაპირობა ხდება. გარდა ამ მიზეზებისა, არსებობს ისეთი დაავადებები, რომლებიც წელის ტკივილის შეგრძნებებს იწვევს. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია:
● მალთაშუა დისკის თიაქარი
● ოსტეოქონდროზი
● სქოლიოზი.
როგორ მოვიქცეთ წელის ტრავმის დროს?
წელის ტრავმების დროს და პრევენციის მიზნით, საჭიროა სპეციალური ვარჯიშების გაკეთება. ეს აღადგენს როგორც თქვენ ენერგიას, ასევე, აგარიდებთ სხვა დაავადებების წარმოქმნას. ტკივილის შემსუბუქებას, ვარჯიშებთან ერთად, ხელს უწყობს წელის ქამრების გამოყენება, რომლებსაც მრავალმხრივი დანიშნულება აქვთ. ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს რეკომენდებულია ბამბის ელასტიური ქსოვილისგან დამზადებული ზურგის კორსეტი, ხოლო რევმატული დაავადებების, წელისა და ზურგის არეში დისკომფორტისა და ტკივილის შესამცირებლად ანტი-ალერგიული ქსოვილისაგან დამზადებული წელის სტანდარტული კორსეტი გამოგადგებათ. მოტეხილობების შემთხვევაში კი ხერხემლის სვეტის სტაბილიზაციას ჰიპერექსტენზიის კორსეტი უზრუნველყოფს. რაც შეეხება სპორტულ დაზიანებებს, როგორიცაა: ზურგის ქვედა ნაწილის დაჭიმვა, მალთა-შუა დისკის თიაქარი, ამ შემთხვევაში ეფექტურია - ლუმბოსაკრალური ზურგის კორსეტის ტარება. უმაღლესი ხარისხის წელის ქამრების შესაძენად შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანია “ახალი ხედვის” ფილიალებს თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში. პროდუქტის გამოწერა ხდება ონლაინ მეთოდითაც.