წელის ვარჯიშები

 

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ხანგრძლივად არასწორი ჯდომა ადამიანის ორგანიზმში საკმაოდ სერიოზულ ცვლილებებს იწვევს. ამ დროს ირღვევა ხერხემლის არტერიების ფუნქციონირება, სისხლის ნორმალური მიმოქცევა ტვინში. ამიტომ, დიდხანს ერთ ადგილას ჯდომა წელის ტკივილის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მიიჩნევა. წელის ტკივილის შემცირებას ეხმარება და ხერხემლის ნორმალური მდგომარეობის აღდგენას ხელს უწყობს წელის ქამრები. ეს პროდუქტი არსებობს სხვადასხვა სიგრძის, სტრუქტურის, ქსოვილისა და სამედიცინო დანიშნულების. მათი შეძენა კომპანია "ახალი ხედვის" 13 ორთოპედიულ მაღაზიაშია შესაძლებელი.  სამედიცინო ჯგუფის ფილიალები საქართველოში დედაქალაქის გარდა, სამ რეგიონში - გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარეობს. მაღაზიებში შეხვდებით ისეთ ცნობილ ბრენდების პროდუქტებს, როგორიცაა : Sigvaris, Morsa Cyberg, Bauerfeind, Berger  და კიდევ სხვა საერთაშორისო მწარმოებლები. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი: 

წელის სტანდარტული კორსეტი - დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან, გააჩნია პლასტმასის ჩანართები წელის მიდამოში. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელსა და უზრუნველყოფს სითბოს შენარჩუნებას სხეულის ამ ნაწილში. ხშირია მისი გამოყენება რევმატული ტკივილის დროს.  ამსუბუქებს წელისა და ზურგის ტკივილს.

თორაკოლუმბალური (გულ-მკედრ-წელის) კორსეტი - დამზადებულია 100%-ით ელასტიური ბამბის ქსოვილისგან. ეს პროდუქტი უზრუნველყოფს ხერხემლის, გულ-მკერდისა და წელის ნაწილების ფიქსაციას. გამოიყენება ხერხემლის მალების მოტეხილობისა და კიფოზის სამკურნალოდ. მას აქვს დამატებითი ღვედები და მეტალის  ჩანართები, რომლებიც აძლიერებს ფიქსაციას.

ჰიპერექსტენზიის კორსეტი - ახდენს ხერხემლის სვეტის სტაბილიზაციას მალების კომპრესიული მოტეხილობების დროს. მისი წინა მხარე შედგება ალუმინისაგან, ხოლო უკანა მხარე ლამინირებული პლასტაზოტისაგან. ამ პროდუქტის გამოყენება ეფექტურია რევმატული ტკივილის დროსაც ექიმის დანიშნულებით.

წელის დამცავ ქამრებს პაციენტები ატარებენ ისეთი დაავადებების დროს როგორიცაა: 

ხერხემლის თანდაყოლილი პათოლოგიები; 

ზურგის სვეტის დაზიანებები;

თეთრი ხაზის ან მალთაშუა დისკის თიაქარი;

ოსტეოპოროზი; 

რადიკულიტი.  

წელზე არსებული პრობლემების დროს ასევე, რეკომენდირებულია ფიზიკური აქტივობა, ცურვა და ვარჯიშები. გთავაზობთ, რამდენიმე მათგანს, რომელიც სახლის პირობებშიც მარტივად არის შესასრულებელი და მდგომარეობას საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ:

1. ზურგზე წოლის დროს ხელები ხელისგულებით ქვემოთ ტანის გასწვრივ უნდა გაჭიმოთ. ჩაისუნთქეთ და თავი წამოსწიეთ. მოხარეთ ტერფები და ხელის მტევნები. ნელა და თანმიმდევრულად დაუბრუნეთ საწყის მდგომარეობას. (შეასრულეთ 20-მდე)

2. ზურგზე წოლის დროს ხელები მოათავსეთ თავის ქვეშ. ჩაისუნთქეთ და თვლაზე “ერთი” გამართული ფეხები მაღლა ასწიეთ. თვლაზე “ორი” მოხარეთ, თვლაზე “სამი-ოთხი”   გაშალეთ და ნელა დაუშვით. ( შეასრულეთ 8-10-ჯერ)

3. ზურგზე წოლის დროს ფეხები ასწიეთ და ერთ-ერთი მუხლის სახსარში მოხარეთ. წარმოიდგინეთ, რომ  ველოსიპედის პედლებს ატრიალებთ და ორივე ფეხით შეასრულეთ წრიული მოძრაობები. განაგრძეთ 3 წუთი, თან თავისუფლად ისუნთქეთ.