ხერხემლის თიაქარი - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები
ხერხემლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ოსტეოქონდროზი და მისი ერთ-ერთი გამოვლინება მალთაშუა დისკის თიაქარია. ეს დაავადება გულისხმობს დისკის ფიბროზული რგოლის მთლიანობის დარღვევას და არსებულ დეფექტში პულპოზური ნაწილის გამოვარდნას.რისკ-ჯგუფში შედიან 30-50 წლის ადამიანები, ძირითადად მამაკაცები. დაავადება შეიძლება ადამიანს გენეტიკურად გადაეცეს ან ენდოკრინოლოგიურმა პრობლემებმა, სიმსუქნემ, ხანდაზმულმა ასაკმა, ტრავმებმა და ინფექციებმა გამოიწვიოს. ამავდრულად მისი წარმომქნელი ფაქტორი შესაძლებელია იყოს ფიზიკური დატვირთვა ან მშობიარობა. მისი მკურნალობა მედიკამენტოზურ თერაპიასა და ფიზიოთერაპიას მოიცავს. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, თუ მკურნალობა უეფექტოა და სასურველი შედეგი არ დადგა, ქირურგიული ჩარევა აუცილებელი ხდება.
ხერხემლის თიაქრის სიმპტომები
მალთაშუა დისკის თიაქარი ძირითადად ხერხემლის წელისა და კისრის ნაწილს აყენებს ზიანს. ამ დაავადებას ახასიათებს წელის ტკივილი, გარდა ამისა ნერვულ ღეროზე ზეწოლის შედეგად ეს ტკივილის ქვედა ან ზედა კიდურშიც ვლინდება. შესაძლოა ამან ფეხებში ძალის დაქვეითება და შარდვის ფუნქციის მოშლაც გამოიწვიოს.
ზოგადად მალთაშუა დისკის თიაქრის სიმპტომებია:
● ლოკალური ტკივილი
● კიდურების დაბუჟება და ტკივილი
● სიარულის გაძნელება
● კუნთების სისუსტე
რა იწვევს ხერხემლის თიაქარს?
ზემოთ ჩამოთვლილი ხერხემლის თიაქარის გამომწვევ მიზეზებთან ერთად ამ დაავადებების მაპროვოცირებელი სხვა ფაქტორებიც არსებობს:
● ხერხემლის დაავადებები: ოსტეოქონდროზი, სქოლიოზი, კიფოზი
● ხერხემლის ტრავმები
● რევმატული დაავადებები
● თანდაყოლილი პათოლოგიები
● არასწორი ფიზიკური დატვირთვა
● სიმძიმეების ტარება/ აწევა
● ცხოვრების არაჯანსაღი წესი
● ასაკობრივი ცვლილებები
ხერხემლის თიაქრის მკურნალობის გზები
როგორც ვთქვით, ხერხემლის თიაქრის მკურნალობა მედიკამენტოზურ თერაპიასა და ფიზიოთერაპიას მოიცავს,ასევე მიმართავენ სამკურნალო ვარჯიშსა და მასაჟს.თუ დაავადება არ ექვემდებარება კონსერვატულ მკურნალობას,საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა. როგორც მკურნალობის პერიოდში,ასევე პოსტოპერაციულად რეკომენდებულია სპეციალური ორთოპედიული ფიქსატორების,ქამრებისა და კორსეტების გამოყენება,რომელსაც აქვს დამატებითი ჩანართები და ღვედები და უზრუნვლეყოფს ხერხემლის სვეტის ან დაზიანებული ადგილის სტაბილიზაციას,ამცირებს ტკივილს,დატვირთვასა და დისკომფორტს.
“ახალი ხედვის” ხერხემლის ქამრები
კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის სხვადახვა დანიშნულების მქონე ხერხემლის ქამრებსა და წელის კორსეტებს სთავაზობს. მათი მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. MORSA CYBERG თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა, რომელიც თავის ნაწარმს აწვდის მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანას.საქართველოში მისი ექსკლუზიური წარმომადგენელი არის “ახალი ხედვა”
სამედიცინო ჯგუფის 16 მაღაზია თბილისის გარდა საქართველოს ოთხ რეგიონშია წარმოდგენილი. თუმცა სასურველი პროდუქტის შეძენა ონლაინ რეჟიმშიც არის შესაძლებელი. მათი ღირებულება კი 30 ლარიდან 345 ლარამდე მერყეობს. აღსანიშნავია, რომ ხერხემლის ქამრებს პაციენტები სხვადასხვა პრობლემის გამო ატარებენ. ხშირია ამ სამედიცინო საშუალებების გამოყენება ხერხემლის თანდაყოლილი პათოლოგიების, ზურგის სვეტის დაზიანებების, ოსტეოპოროზისა და რადიკულიტის დროს. ხერხემლის ქამრები სხეულის ამ ნაწილში ტკივილის შემცირებას ეხმარება და ხერხემლის ნორმალური მდგომარეობის აღდგენას უწყობს ხელს.
განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
● ლუმბოსაკრალური ზურგის კორსეტი - დამაზადებული ჰაერგამტარი ელასტიური ბამბის მასალისგან.უზრუნველყოფს წელის არის,კუნთების,მალებისა და მალთაშუა დისკების დაცვასა და სტაბილიზაციას,რაშიც სპეციალური დამატებითი პლასტმასის ჩანართებიც უწყობს ხელს.პროდუქტი გამოიყენება ფიზიკური დატვირთვის დროსაც,ზეწოლის შესამცირებლად.
● წელის სტანდარტული კორსეტი - დამზადებულია ანტიალერგიული მასალისგან,უზრნველყოფს წელის ფიქსაციასა და დაცვას,ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას.კორსეტი არის სტანდარტული ზომის და ადვილად ერგება ნებისმიერი აღნაგობის ადამიანს.
● ხერხემლის ქამარი (თორაკოლუმბალური კორსეტი) - ხელს უწყობს მთლიანი ხერხმელის სვეტის სტაბილიზაციას მთელ სიგრძეზე არსებული მეტალის ჩანართებით.გამოიყენება მალების მრავლობითი მოტეხილობისა და მალთაშუა დისკის თიაქრის დროს. ასევე ეფექტურია სქოლიოზისა და კიფოზის სამკურნალოდ.