ხერხემლის ვარჯიშები

თუ ზურგის ტკივილი ყოველდღიურად გაწუხებთ, გაითვალისწინეთ, რომ ხერხემლის ვარჯიშები დისკომფორტის მოხსნაში დაგეხმარებათ. ხერხემლის პრობლემები სხვადასხვა ასაკში განსხვავებული მიზეზებით ჩნდება, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებილი ფაქტორი - უმოძრაო ცხოვრების წესია. ეს მდგომარეობა ადუნებს კუნთებს, შესაბამისად ხერხემალზე დატვირთვაც იზრდება. ამიტომ ხერხემლის პრობლემების პრევენციისთვის აუცილიებელია ვარჯიში, ცურვა და ცხოვრების ჯანსაღი  წესის დაცვა. გარდა ამისა, ფიზიკური აქტივობა ხერხემლის ტკივილის შემცირებასაც უზრუნველჰყოფს. გთავაზობთ  ხერხემლის რამდენიმე ვარჯიშს, რომელიც სახლის პირობებშიც მარტივად შესასრულებელია:

1. ზურგზე წოლის დროს ხელები (ხელისგულებით ქვემოთ) ტანის გასწვრივ უნდა გაჭიმოთ. ჩაისუნთქეთ და თავი წამოსწიეთ. მოხარეთ ტერფები და ხელის მტევნები. ბოლოს, ნელა და თანმიმდევრულად დაუბრუნეთ საწყის მდგომარეობას.  ხერხემლის ეს ვარჯიში შეასრულეთ 20-ჯერ.

2. ზურგზე წოლის დროს ხელები მოათავსეთ თავის ქვეშ. ჩაისუნთქეთ და თვლაზე “ერთი” გამართული ფეხები მაღლა ასწიეთ. თვლაზე “ორი” მოხარეთ, თვლაზე “სამი-ოთხი”   გაშალეთ და ნელა დაუშვით. ( შეასრულეთ 8-10-ჯერ)

3. ზურგზე წოლის დროს ფეხები ასწიეთ და ერთ-ერთი მუხლის სახსარში მოხარეთ. წარმოიდგინეთ, რომ  ველოსიპედის პედლებს ატრიალებთ და ორივე ფეხით შეასრულეთ წრიული მოძრაობები. ხერხემლის ვარჯიშები განაგრძეთ 3 წუთი.  ისუნთქეთ თავისუფლად.

ორთოპედიული პროდუქტები ხერხემლისთვის

არსებობს ორთოპედიული პროდუქტები, რომლებიც ხერხემლის  ტკივილის შემცირებას ეხმარება და  ნორმალური მდგომარეობის აღდგენას უწყობს ხელს. ხერხემლის ვარჯიშებთან ერთად, მათი გამოყენება ორმაგად ეფექტურია. მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის სხვადახვა დანიშნულების მქონე  ხერხემლის ქამრებსა და წელის კორსეტებს სთავაზობს კომპანია “ახალი ხედვა”. მათი მწარმოებელია საერთაშორისო  ბაზარზე ცნობილი,  ექსკლუზიური ბრენდები - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი: 

ზურგის კორსეტი - დამზადებულია ბამბის ელასტიური ქსოვილისგან. მისი ტარება ტანსაცმლის ქვეშ მარტივად  არის შესაძლებელი.   ეს პროდუქტი ზურგს ანატომიურად, სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს. გამოიყენება როგორც პროფილაქტიკის მიზნით, ასევე გამოხატული სქოლიოზის დროს.

წელის სტანდარტული კორსეტი - დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან, აქვს პლასტმასის ჩანართები. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს და სხეულის ამ ნაწილში უზრუნველყოფს სითბოს შენარჩუნებას. ასევე ხშირად გამოიყენება რევმატული ტკივილის დროს. ეს მოდელი არის სტანდარტული ზომის, რაც ნიშნავს, რომ კორსეტი გამოსადეგია ნებისმიერი ტიპის აღნაგობის ადამიანისთვის. 

ხერხემლის ქამარი - დამზადებულია ბამბის ელასტიური მასალისგან,მთელ სიგრძეზე აქვს მეტალის ჩანართები, რაც ხერხემლის სვეტის სტაბილიზაციას უზრუნველჰყოფს. გამოიყენება ხერხემლის სხვადასხვა ტიპის დეფორმაციისა და მრავლობითი თიაქრის დროს, ექიმის დანიშნულებით.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ზურგისა და ხერხემლის ტკივილის არსებობის შემთხვევაში, პირველ რიგში, აუცილებელია, სპეციალისტის მიერ შემოწმდეს პაციენტი და დადგინდეს ტკივილის გამომწვევი მიზეზები. ტკივილის შემსუბუქებასა და საბოლოოდ გაქრობაში კი დაგეხმარებათ  ხერხემლის ის ვარჯიშები, რომლებიც სტატიის დასაწყისშია განხილული.

გისურვებთ ჯანმრთელობას!