ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები “ახალი ხედვის” მაღაზიებში

„ახალი ხედვის“ სამედიცინო მაღაზია ორთოპედიული და ტრავმატოლოგიური მიმართულებით, სამკურნალო, საპროფილაქტიკო და სარეაბილიტაციო დანიშნულების ნივთებს აერთიანებს. ამ მიმართულებით კომპანია 2012 წლიდან მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის პროდუქტებს სთავაზობს. სამედიცინო მაღაზიებში საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული ბრენდების პროდუქტები ოპტიმალურ ფასებშია ხელმისაწვდომი. კომპანია აქტიურად მუშაობს როგორც იმპორტისა და დისტრიბუციის, ასევე ინდივიდუალური, სპეციალიზებული შეკვეთების მიმართულებით. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
ეს პროდუქცია ადამიანის სხეულის თითქმის ყველა ნაწილისთვისა და ორთოპედიული პრობლემისთვის არსებობს. ორთოპედიული ბალიშები ხელს უწყობს სხეულის სწორ პოზიციონირებას, ასევე ეხმარება ადამიანებს კომფორტული სამუშაო გარემოს შესაქმნელად. ზურგისა და სავარძლის ბალიში დაგეხმარებათ საოფისე საქმიანობა ყოველგვარი დისკომფორტის, კერძოდ, კუდუსუნისა და წელის ტკივილის გარეშე შეასრულოთ.
ეს პროდუქტი ტერფს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს, შესაბამისად ამავე ნაწილში ტკივილსა და დისკომფორტს ამცირებს. ის უზრუნველყოფს თაღის კორექციას, ტერფზე ზეწოლის თანაბრად გადანაწილებას, შესაბამისად, პრობლემები, რომლებიც ტერფის არასწორი ფუნქციონირებით არის გამოწვეული, კორექტირდება. ორთოპედიული სუპინატორების გამოყენება ასევე რეკომენდებულია აქილევსის მყესის დაზიანების, დიაბეტური ტერფისა და ტერფზე არსებული სხვადასხვა პათოლოგიის დროს.
ეს პროდუქტები იდეალურია წელის ტკივილის აღმოსაფხვრელად და სხეულის ამ ნაწილში დატვირთვის შესამსუბუქებლად. ზოგიერთი მათგანი მუცლის ღრუს ოპერაციების შემდეგ ექიმის რეკომენდაციით გამოიყენება. ორსულობის ქამარი კი ფეხმძიმობისას მუცლის დაწევას უშლის ხელს და ამ მნიშვნელოვან პერიოდში წელის დაფიქსირებაში დაგეხმარებათ.
კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს სთავაზობს მყარსა და სილიკონის სუპინატორებს, რომლებიც ბრტყელტერფიანობისა და ფეხის სხვა პათოლოგიების დროს გამოიყენება. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის კლინიკაში ხდება ტერფის სრული დიაგნოსტიკა და ინდივიდუალური სუპინატორების დამზადებაც. ტერფის ბაროპოდომეტრული კვლევისა და პოდოსკანირების საფუძველზე სუპინატორები თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად მზადდება, რაც იძლევა მაქსიმალურ შედეგს ბრტყელტერფიანობისა და ტერფის სხვა პათოლოგიების კორექციისა და პროფილაქტიკისათვის.
სამედიცინო მაღაზიებში “ახალ ხედვას” Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ის, Mediva-სა და Berger-ის კომპრესიული ტრიკოტაჟი აქვს წარმოდგენილი. ეს პროდუქტი ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას აჩქარებს, წვივებში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ფეხებში კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში უზრუნველყოფს. ანტივარიკოზული გეტრები ასევე ვარიკოზის დროს შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ამცირებს. კომპრესიული წინდები ასევე გამოიყენება თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებად მოძრავი, მჯდომარე ან მდგომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს.
სასურველი პროდუქტების შერჩევა კომპანიის სამედიცინო მაღაზიებში - თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში არის შესაძლებელი. გარდა ამისა, ორთოპედიული ნივთების ყიდვა ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც არის ხელმისაწვდომი. ამისთვის მხოლოდ დარეგისტრირება და სასურველი სამედიცინო ნივთის კალათაში დამატება დაგჭირდებათ. თბილისის მასშტაბით ადგილზე მიტანის სერვისი მოქმედებს, რეგიონებში კი პროდუქტს ფოსტით მიიღებთ.