ზურგის კორსეტი - რჩევები და გამოყენების წესები

 

ზურგის კორსეტი ხელს უწყობს ხერხემლის არეში დატვირთვის შემსუბუქებასა და გამოიყენება კუნთოვანი სისტემის მრავალი დაავადების რეაბილიტაციის მიზნით. ეს პროდუქტი ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ეხმარება, რადგან სხეულის ამ ნაწილში ტკივილს ამცირებს. ზურგის ტკივილი კი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და ადამიანების დიდ ნაწილს აწუხებს.ზურგის ტკივილის გამომწვევი მიზეზებია

  • საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ქრონიკულ დაავადებები;
  • მოუხერხებელი მოძრაობა;
  • ზურგის ტვინის ნერვებზე ზეწოლა;
  • სპონდილოზი;
  • რადიკულოპათია ;
  • კუნთების დაჭიმვა ან დაზიანება;
  • წელკავი და სხვა.

ზურგის კორსეტის გამოყენების ბენეფიტები

ზურგის კორსეტს სხვადასხვა დანიშნულება აქვს. მაგალითად, მრავლობითი მოტეხილობის, კიფოზის, რთული სქოლიოზის ან მრავლობითი თიაქრის არსებობის შემთხვევაში ე.წ გულ-მკედრ-წელის, ანუ ხერხემლის, კორსეტის ტარებაა რეკომენდირებული. წელის სტანდარტული კორსეტი კი, რომელიც დამზადებულია ანტი-ალერგიული ქსოვილისაგან და პლასტმასის ჩანართები აქვს, წელისა და ზურგის მწვავე ტკივილის შესამსუბუქებლად უნდა ვატაროთ. რაც შეეხება, ოსტეოართრიტს, ოსტეოპოროზს, სქოლიოზსა  და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობას - ამ დროს ზურგის კორსეტია ეფექტური. ზურგის კორსეტის ბენეფიტებია:

  • ამსუბუქებს წელისა და ზურგის ტკივილს;
  • ზურგს ანატომიურ მდგომარეობაში აფიქსირებს;
  • ხელს უწყობს ხერხემლისა და წელის იმობილიზაციას;
  • წელის არეში დატვირთვის შემსუბუქებას უზრუნველყოფს.

როგორ შევარჩიოთ ზურგის კორსეტი?

კომპანია "ახალი ხედვაში" უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების ზურგის კორსეტებია წარმოდგენილი. მათი ღირებულება 35 ლარიდან 390 ლარამდე მერყეობს. აღნიშნულ პროდუქციას იყენებენ როგორც ოპერაციის შემდგომ, ასევე სხვადასხვა დაავადების მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით. ორთოპედიული ქამრებისა და კორსეტების შეძენამდე, აუცილებელია, რომ მის ხარისხს ყურადღება მივაქციოთ. 

  • ზურგის კორსეტი - დამზადებულია ბამბის ელასტიური ქსოვილისგან. მისი ტარება ტანსაცმლის ქვეშ მარტივად  არის შესაძლებელი.   ეს პროდუქტი ზურგს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს. გამოიყენება როგორც პროფილაქტიკის მიზნით, ასევე გამოხატული სქოლიოზის დროს. აქვს დამატებითი ღვედები და პლასტმასის ჩანართები, რომელიც აძლიერებს ფიქსაციას.
  • წელის სტანდარტული კორსეტი - დამზადებულია ანტი-ალერგიული ქსოვილისაგან, აქვს პლასტმასის ჩანართები. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს და უზრუნველყოფს სითბოს შენარჩუნებას სხეულის ამ ნაწილში. ის ხშირად გამოიყენება რევმატული ტკივილის დროს. ეს მოდელი არის სტანდარტული ზომის, ამიტომ გამოადგება ყველა ტიპის აღნაგობის მქონე ადამიანს.
  • ხერხემლის ქამარი - დამზადებულია ბამბის ელასტიური მასალისგან,მთელ სიგრძეზე აქვს მეტალის ჩანართები, რაც ხერხემლის სვეტის სტაბილიზაციას უზრუნველყოფს. გამოიყენება ხერხემლის სხვადასხვა ტიპის დეფორმაციისა და მრავლობითი თიაქრის დროს, ექიმის დანიშნულებით.

ზურგის კორსეტების გამოყენებამდე უმჯობესია, რომ  პირად ექიმთან ვიზიტი დაგეგმოთ და რეკომენდაციები მისგან მიიღოთ, რადგან, ამ პროდუქტის ტარების პერიოდი ინდივიდუალურად, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება.