ზურგის ტკივილი - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები
ზურგის ტკივილი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს. უმეტეს შემთხვევაში, ტკივილის გამომწვევი მიზეზი ხერხემლის დაზიანებებით გამოწვეული დაავადებებია, თუმცა, შესაძლოა უკავშირდებოდეს შარდ-სასქესო, გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავისა და სიმსივნურ დაავადებებსაც. გარდა ამისა, ზურგის ძლიერი ტკივილი წელკავს, მოულოდნელ ტრავმას, მძიმეების აწევას და გადაჭარბებულ ფიზიკურ დატვირთვასაც უკავშირდება. ზურგის ტკივილის მიზეზის დასადგენად დიდი მნიშვნელობა აქვს მის დასაწყისს, ლოკალიზაციასა და გავრცელებას. დისკომფორტი შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული, მუდმივი და მოვლითი.
ზურგის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზები
ხშირად დილას ზურგის ტკივილითა და უსიამოვნო შეგრძნებით ვიღვიძებთ. ეს გამოწვეულია იმით, რომ არასწორ მდგომარეობაში გვეძინა და ჩვენი ხერხემალი და ზურგის კუნთები დაიჭიმა. ამიტომ აუცილებელია, რომ ძილის დროს სწორი პოზა შეარჩიოთ. გარდა ამისა, არის პროფესიები, რომლებიც ხანგრძლივად ერთ მდგომარეობაში ჯდომას უკავშირდება, რა დროსაც ხერხემალზე ზეწოლა განსაკუთრებით მატულობს. ამ დროს ხშირია ზურგის წვა და ტკივილი. დიდხანს და არასწორ პოზაში ჯდომა, დღესდღეობით, ზურგის ტკივილის გამომწვევ მთავარ ფაქტორებად ითვლება. ასევე, გავრცელებულ ზურგის პრობლემებს შორის არის:
● კუნთებისა და იოგების დაჭიმვა/დაზიანება;
● უეცარი მოძრაობა, სიმძიმის არასწორად აწევა, ფიზიკური გადატვირთვა;
● მალთაშუა დისკის პრობლემები;
● დისკის დაზიანება, რომელიც ზეწოლას ახდენს ნერვებზე;
● ართრიტი და დეგენერაციული ცვლილებები;
● ოსტეოართრიტი: ხერხემლის სახსრების ხრტილის ცვეთა;
● სპონდილოზი;
● ხერხემლის გამრუდება, არასწორი პოზა ან თანდაყოლილი დეფექტები.
ორთოპედიული ქამრები ზურგის ტკივილის დროს
ადამიანები ზურგის სხვადასხვა პრობლემის დროს ხშირად ატარებენ ორთოპედიულ ქამრებს. ზურგისთვის სხვადასხვა დანიშნულების მქონე ფიქსატორები არსებობს, რომელთა ფართო არჩევანია კომპანია "ახალი ხედვის" მაღაზიებში. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● ლამბოსაკრალური ზურგის კორსეტი - გამოიყენება სახსრების შეერთების დარღვევის, სპორტული დაზიანებების, ზურგის ქვედა ნაწილის დაჭიმვის, მალთაშუა დისკის თიაქრის, გავა-თეძოს შესახსრების (მალთა შუა სახსრების) ადგილის დისფუნქციის დროს.
● წელის სტანდარტული კორსეტი - დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან, აქვს პლასტმასის ჩანართები. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს და უზრუნველყოფს სითბოს შენარჩუნებას სხეულის ამ ნაწილში. ის ხშირად გამოიყენება რევმატული ტკივილის დროს. ეს მოდელი არის სტანდარტული ზომის, ამიტომ გამოადგება ყველა ტიპის აღნაგობის მქონე ადამიანს.
● ჰიპერექსტენზიის კორსეტი - ახდენს ხერხემლის სვეტის სტაბილიზაციას მალების კომპრესიული მოტეხილობების დროს. მისი წინა მხარე შედგება ალუმინისაგან, ხოლო უკანა მხარე ლამინირებული პლასტაზოტისაგან. ამ პროდუქტის გამოყენება ეფექტურია რევმატული ტკივილის დროსაც.
დამატებით რა უნდა გავითვალისწინოთ ზურგის ტკივილის დროს?
ზურგის ტკივილი იწვევს უძილობას, უმოძრაობასა და შრომისუნარიანობის დაქვეითებას. სწორედ ამიტომ, ექიმები პაციენტებს, პირველ რიგში, ურჩევენ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას, ვარჯიშსა და ცურვას. ზურგის ტკივილის დროს ასევე, არ უნდა შეასრულოთ მკვეთრი მოძრაობები, უნდა დაწვეთ მოხერხებულ მდგომარეობაში. რამდენიმე დღის განმავლობაში, შეძლებისდაგვარად შეინარჩუნეთ მოსვენებითი რეჟიმი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პრობლემის არსებობის შემთხვევაში მაქსიმალურად შევამციროთ სიმძიმეების აწევა და ისეთი აქტივობები, რომლებიც იწვევს ზურგის დატვირთვას