ზურგის ტკივილი წოლის დროს
ზურგის ტკივილი წოლის დროს ბევრ ადამიანს აწუხებს. ის შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც უბრალო გადაღლილობით, არასწორ პოზაში ძილით, ან გარკვეული სამედიცინო მდგომარეობით. წოლის დროს ზურგის ტკივილის სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი არსებობს და თუ ეს პრობლემა ქრონიკულ ხასიათს იღებს უმჯობესია კონსულტაცია სპეციალისტთან გაიაროთ.
რატომ გტკივა ზურგი წოლის დროს?
ზურგის ტკივილი წოლის დროს საკმაოდ შემაწუხებელია და ადამიანებს ხელს უშლის მშვიდ ძილსა და მოსვენებაში. მომდევნო დღეს კი ადამიანი არაპროდუქტიული ხდება და უძილობისგან გამოწვეული დისკომფორტი მის პროდუქტიულობაზე უარყოფითად აისახება. ძილის დროს ზურგის ტკივილის შესამცირებლად ადამიანები ხშირად იყენებენ ორთოპედიულ ბალიშებს, რაც ტკივილის შემცირებას და მშვიდ ძილს უზრუნველყოფს. წოლის დროს ზურგის ტკივილის მიზეზი შესაძლოა იყოს:
● არასწორი ლეიბი ან ბალიში: ზედმეტად რბილი ან ძალიან მყარი ზედაპირი ხერხემალს ბუნებრივ მდგომარეობაში ყოფნის საშუალებას არ აძლევს.
● კუნთოვანი დაძაბულობა: დღის განმავლობაში მიღებული დატვირთვა ან არასწორი ჯდომა.
● ოსტეოქონდროზი ან თიაქარი: ხერხემლის სტრუქტურული ცვლილებები ხშირად იწვევს დისკომფორტს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.
როგორ პოზაში სჯობს ძილი?
ძილის პოზის მცირედი ცვლილება ხშირად საგრძნობლად ამცირებს დატვირთვას ხერხემალზე და ხელს უწყობს დატვირთვის შემსუბუქებას:
● თუ ზურგზე გძინავთ: მუხლების ქვეშ პატარა ბალიში ამოიდეთ. ეს დაეხმარება თქვენს ხერხემალს შეინარჩუნოს ბუნებრივი სიმრუდე და მოხსნის დაძაბულობას წელის არეში.
● თუ გვერდზე გძინავთ: მოხარეთ ფეხები მუხლებში და მათ შორის მოათავსეთ ბალიში. ეს მენჯის ძვლებს სწორ პოზიციაში დააყენებს და წელს დატვირთვისგან გაათავისუფლებს.
● ერიდეთ მუცელზე ძილს: ეს პოზა ყველაზე მეტად ტვირთავს კისერსა და წელს. თუ სხვაგვარად ვერ იძინებთ, ამოიდეთ ბალიში მუცლის ქვედა ნაწილში.
როდის არის საჭირო ორთოპედიული მხარდაჭერა?
ხარისხიანი ძილი ხელს უწყობს ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და ცხოვრების ხარისხის ამაღლებას. მისი დარღვევა შეიძლება გამოწვეული იყოს არასწორი ძილის პოზით, მოუხერხებელი ბალიშით ან უხარისხო მატრასით. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ორთოპედიული პროდუქციის გამოყენება. ორთოპედიული ბალიშები ხელს უწყობენ სხეულის თანაბარ განაწილებას, რაც მშვიდსა და კომფორტულ ძილს უზრუნველყოფს. გამოყენება რეკომენდირებულია ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● კისრის ორთოპედიული ბალიში - განკუთვნილია თავისა და კისრის მიდამოს ფიქსაციისთვის. მისი გამოყენება შეიძლება როგორც კომფორტული ძილისთვის, ასევე სამედიცინო დანიშნულებით, კისრის ოსტეოქონდროზის, თავის ქრონიკული ტკივილისა და აპნოეს დროს.
● ზურგის ბალიში - აფიქსირებს წელს ანატომიურ მდგომარეობაში. დამზადებულია პოლიურეთანის ქაფისგან. იდეალურია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ოფისში მუშაობა და ძირითადად ჯდომა უწევთ.
ამ პროდუქციის ფართო არჩევანია კომპანია "ახალი ხედვის" მაღაზიებში. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად, თბილისის გარდა, საქართველოს სამ რეგიონში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში სთავაზობს. მაღაზიების გარდა, შეძენა ონლაინ მეთოდითაც არის შესაძლებელი.