ზურგის ტკივილის მკურნალობა
თანამედროვე მსოფლიოში არსებობს უამრავი მიზეზი, რომლის გამოც ადამიანები ზურგის ტკივილს უჩივიან. არაჯანსაღი ცხოვრების წესი, საოფისე სამუშაო, კომპიუტერთან საათობით არასწორ პოზაში ჯდომა, ჭარბი წონა და სმარტფონებზე მიჯაჭვულობა დღესდღეობით ზურგის ტკივილის გამომწვევ მთავარ ფაქტორებად ითვლება. გარდა ამისა, არის შემთხვევები, როდესაც ეს პრობლემა გადატვირთული ფიზიკური დატვირთვის ან ავარიის დროს მიღებულ ტრავმას უკავშირდებოდა. ზურგის ტკივილის მკურნალობა დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზებზე. თუმცა, უნდა ვიცოდეთ, რომ ხერხემლის ნორმალური განვითარებისთვის ფიზიკური აქტივობა, ვარჯიში, ცურვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.
რამ შეიძლება გამოიწვიოს ზურგის ტკივილი?
გარდა იმისა, რომ ზურგის ტკივილს იწვევს მჯდომარე ცხოვრების წესი, გარკვეული პროფესიები ან უეცარი ტრავმა, არსებობს მისი გამომწვევი ბევრად რთული მიზეზები. მათ შორის არის:
● ხერხემლის პათოლოგიები;
● ზურგის ტვინის ნერვებზე ზეწოლა;
● სპონდილოზი;
● რადიკულოპათია ;
● კუნთების დაჭიმვა ან დაზიანება.
ხშირად ზურგის ტკივილი სუნთქვის დროს ძლიერდება, ამას შეიძლება მრავალი განსხვავებული მიზეზი ჰქონდეს, მაგალითად, ძვლოვანი ან კუნთოვანი ნაწილის დაზიანება. ზურგის ტკივილი მარცხენა და მარჯვენა მხარეს შესაძლებელია, რომ შინაგანი ორგანოების პათოლოგიებით იყოს გამოწვეული - ფილტვის, გულის ან თირკმლის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები ზურგის არეში გადაეცემა. ამ ტიპის დისკომფორტის უკან ხშირად ზურგის კუნთის “გაციებაც” შეიძლება იდგეს.
როგორ ვუმკურნალოთ ზურგის ტკივილს?
როგორც უკვე ვთქვით, ზურგის ტკივილის მკურნალობის მიზნით ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი და ფიზიკური აქტივობა. გარდა ამისა, ადამიანები მკურნალობის პროცესში აქტიურად იყენებენ წელის კორსეტებსა და ქამრებს, რომლებიც ხელს უწყობს ამ ნაწილში ტკივილის შემსუბუქებას. ამ პროდუქტების დიდი არჩევანია კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში. თბილისის, გორის, ბათუმისა და ქუთაისის ფილიალებში შეხვდებით ისეთ ცნობილ ბრენდების პროდუქციას, როგორიცაა : Sigvaris, Morsa Cyberg, Berger და Bauerfeind. განვიხილოთ რამდენიმე წელის კორსეტი:
● წელის კორსეტი პლასტმასის ჩანართით - დამზადებულია ელასტიური ბამბის ქსოვილისაგან. კორსეტი უზრუნველყოფს წელის არის (კუნთების, ხერხემლის მალების, მალთაშუა დისკების) დაცვას და გამოიყენება ზურგისა და წელის არეში ტკივილის დროს.კორსეტის ტარება რეკომდებულია სპორტული დაზიანებების,მალთაშუა დისკის თიაქრის, ზურგის კუნთების დაჭიმვის,სპონდილოზისა და იოგების/მყესის დაზიანების მკურნალობის პროცესში.
● ხერხემლის კორსეტი - აფიქსირებს ხერხემლის სვეტს. პროდუქტი დამზადებულია ელასტიური ბამბის მასალისგან, მთელ სიგრძეზე კი მეტალის ჩანართები აქვს. კორსეტი გამოიყენება მრავლობითი თიაქრის,სქოლიოზის,კიფოზისა და მალების მოტეხილობის დროს.
● წელის კორსეტი მეტალის ჩანართით - 26 სმ ან 32 სმ სიგრძის მეტალის ჩანართები და დამატებითი ღვედები უზრუნველყოფს მაქსიმალურ ფიქსაციას. გამოიყენება მალების მოტეხილობის ან დისკის თიაქრის დროს.
● მატყლის წელის კორსეტი - უზრუნველყოფს სითბურ ეფექტს წელის არეში .მისი ტარება რეკომენდებულია რადიკულოპათიების დროს.
ამ პროდუქტების შეძენა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმშიც. კომპანია “ახალი ხედვის” ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირებისა და სასურველი ნივთის გამოწერის შემდეგ შეკვეთილ პროდუქტს კურიერი ნებისმიერ ადგილზე მოგაწვდით.