თრომბოემბოლიის გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა
რა იწვევს თრომბოემბოლიას?
ბოლო პერიოდში თრომბოზულმა გართულებებმა საკმოდ იმატა, რაც განპირობებულია არასწორი ცხოვრების წესით. ნაკლებად მოძრავი (მჯდომარე, მდგომარე) პოზიციაში რამდენიმე საათის გატარება აფერხებს სისხლის მოძრაობას; უმოძრაობა, გარკვეული მედიკამენტების მიღება, სტრესი, არასწორი კვება, ოპერაციული ჩარევა, ხშირი მოგზაურობა კი ზრდის სისხლძარღვოვანი სისტემის მხრივ გართულებების, მათ შორის თრომბოემბოლიის განვითარების რისკს.
ყველასთვის ცნობილია, რომ სისხლს აქვს შედედების უნარი. ამ პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა სისხლძარღვის კედლის მთლიანობის დარღვევა. თუ ვენები დაავადებულია და დარღვეულია მისი აგებულება, თრომბის განვითარების საკმაოდ დიდი საშიშროება არსებობს.
თუ თქვენ გაწუხეთ ქვედა კიდურების დაბუჟება და სიმძიმის შეგრძნება, დღის ბოლოს ფეხების შეშუპება, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ამ სიმპტომებს ყურადღება და ეჭვი შეიტანოთ ვენების პრობლემების არსებობაში. ექიმთან ვიზიტი ამ პრობლემის მოგვარებისკენ მნიშვნელოვანი, წინგადადგმული ნაბიჯია. რითაც თქვენ თავიდან აირიდებთ ვენების ვარიკოზულ გართულებებს, რომლებმაც შეიძლება თრომბის წარმოქმნა გამოიწვიოს.ვენების პრობლემა ხშირად ფეხმძიმობის დროს იჩენს თავს პირველად, რადგან ფეხმძიმობა ქალის ორგანოზმისთვის ძალიან დიდი დატვირთვაა და საკმაოდ მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს ორგანიზმში.
მკურნალობისა და პრევენციის საშუალებები
ამ დაავადების თავიდან ასაცილებლად წონის კონტროლსა და სწორ კვებას უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება, თუმცა აუცილებელია ანტითრომბული კომპრესიული წინდების გამოყენება ექიმის რეკომენდაციით.
რატომ უნდა ჩავიცვათ ანტითრომბული წინდები?
წინდა დამზადებულია ელასტიური ქსოვილისგან, რომელიც აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სისხლის შეგუბებას ვენებში და შესაბამისად ეფექტურად გიცავთ თრომბის განვითარებისგან. წინდების გამოყენება შეგიძლიათ პროფილაქტიკის მიზნითაც.
გამოყენების დრო განსხვავებულია, ხშირად ამას ექიმი გეუბნებათ. როგორც წესი, დრო ორ კვირას მოიცავს. ოპერაციის შემდეგ, რეაბილიტაციის პერიოდში წინდების გამოყენება აუცილებელია, სანამ თავისუფლად გადაადგილებას არ შეძლებთ. წინდების შერჩევა საკმაოდ მარტივია, რადგან არ ხართ შეზღუდული ზომებში და მოდელებში. მისი გამოყენება საკამოდ კომფორტულია, შეგიძლიათ როგორც ორივე, ასევე ერთი ფეხისთვის გამოყენება. წინდის ჩაცმა რეკომენდირებულია მთელი დღის განმავლობაში, ძილის პერიოდში ჩაცმა არ არის აუცილებელი.
▪შეგიძლიათ გარეცხოთ დღეში ერთხელ. უმჯობესია ხელით, ნელ-თბილ წყალში. გასარეცხად ფხვნილის გამოყენება არ შეიძლება, გამოიყენეთ ან საპონი (ნაკლებადალერგიული) ან სპეციალური სარეცხი საშუალება (Washing Solution).
▪არ გაწუროთ, შეგიძლიათ გაახვიოთ მშრალ პირსახოცში ან ქაღალდში, მოგვიანებით კი დადოთ საშრობზე.
▪გაშრობისას საშრობზე მოათავსეთ ჰორიზონტალურად ღია სივრცეში, რათა კარგად გამოშრეს და განიავდეს. არ მიაშვიროთ პირდაპირ მზეს ან რაიმე გამათბობელ საშუალებას.
▪გამოიყენეთ Sigvaris- ის სარეცხი საშუალება რომელიც გაახანგრძლივებს წინდის მოხმარების ვადას, დიდხანს შეუნარჩუნებს მას ელასტიურობას და კომპრესიის ხარისხს.