• 130.301 ბავშვის მკლავის სამაგრი
130.301 ბავშვის მკლავის სამაგრი

130.301 ბავშვის მკლავის სამაგრი

45.00¢
კოდი:130.301
-
+

აფიქსირებს ხელს საჭირო პოზიციაში. დამზადებულია გაბარდინის ქსოვილისგან.

დაგვიკავშირდით: 0322 18 25 38
განვადება
პროდუქტის დეტალები
ტექნიკური აღწერა
სამედიცინო აღწერა
რჩევები

ხელის საკიდი

ხელის საკიდი, იგივე პედიატრიული ღვედი საბავშვო პროდუქტია. ის მკლავს სასურველ პოზიციაში აფიქსირებს და ზღუდავს ზედა კიდურის მოძრაობას. მსუბუქი დაზიანებებისა და ამოვარდნილობის დროს  ამცირებს მკლავის წონას. აქვს კისრის რეგულირებადი ღვედი, დამზადებულია ბადისებრი ქსოვილის ან გაბარდინის მასალისგან.

როდის არის საჭირო ხელის საკიდის გამოყენება?

ბავშვები განსაკუთრებულად აქტიურები არიან, ბევრს მოძრაობენ, დარბიან,ამიტომ ტრავმების რისკი მათში უფრო მაღალია. თუმცა, ხარისხიანი ორთოპედიული საშუალებებიის დახმარებით, ყველაფერი მოგვარებადია. ხელის საკიდის გამოყენება საჭიროა ხელისა და მხრის სხვადასხვა ტრავმისა და დაზიანების დროს, იმ შემთხვევაში, თუ ტკივილი ყრუა და კიდურის სისუსტეც ახლავს თან. ამ დროს ბავშვს თმის დავარცხნა, დაზიანებულ მხარეს წოლა და ხელის მოძრაობა უჭირს. მიმართეთ ექიმს აღნიშნული სიმპტომების შემთხვევაში, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ტკივილი რამდენიმე კვირაზე მეტს გასტანს, რათა ადგილი არ ჰქონდეს გართულებებს.

როგორ შევარჩიოთ ხელის საკიდი?

ხელის საკიდი ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე უნდა შეარჩიოთ. აუცილებლად მიმართეთ პროფესიონალ ექიმს, რათა გათვალისწინებული იყოს პაციენტის მდგომარეობა და დაზიანების სირთულე. გაითვალისწინეთ მისი რეკომენდაციები.

"ახალი ხედვის" ხელის საკიდები

სამედიცინო ჯგუფი “ახალი ხედვა” გთავაზობთ საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ბრენდის MorsaCyberg-ის მკლავის სამაგრებს. ხელმისაწვდომია S, M და L ზომებში. გამოიყენება მკლავის იმობილიზაციისთვის მოტეხილობისა და ამოვარდნილობის დროს. • აქვს დამატებითი კისრის რეგულირებადი ღვედი. საბავშვო პროდუქცია ანიმაციების გმირების ვიზუალებითაა გაფორმებული. ორთოპედიული მაღაზიების მისამართები იხილეთ კომპანიის ვებ-გვერდზე. შეძენა შეგიძლიათ როგორც ფილიალებში, ასევე ონლაინ, გამოწერის მეშვეობით. მოქმედებს TBC-ის განვადება.