• 132.001 მენჯ-ბარძაყის ორთეზი ახალშობილისთვის
  • 132.001 მენჯ-ბარძაყის ორთეზი ახალშობილისთვის
  • 132.001 მენჯ-ბარძაყის ორთეზი ახალშობილისთვის
132.001 მენჯ-ბარძაყის ორთეზი ახალშობილისთვის

132.001 მენჯ-ბარძაყის ორთეზი ახალშობილისთვის

90.00¢
კოდი:132.001
-
+

გამოიყენება თანდაყოლილი მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის სამკურნალოდ.

დაგვიკავშირდით: 0322 18 25 38
განვადება
პროდუქტის დეტალები
ტექნიკური აღწერა
სამედიცინო აღწერა
რჩევები

ფრეიკა დისპლაზიის სამკურნალოფრეიკა დისპლაზიის სამკურნალოდ

ფრეიკა,იგივე ფრეიკის ბალიში, მენჯ-ბარძაყის ორთეზია, რომელიც გამოიყენება ახალშობილებში მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი დისპლაზიის სამკურნალოდ.ის  ტაბუხის ფოსოში ბარძაყის ძვლის თავს სწორ პოზიციაში აფიქსირებს. გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით. გაითვალისწინეთ, რომ თუ ჩვილს დაავადება 4 თვის შემდეგ აღმოაჩნდა, სტაციონარული მკურნალობაა საჭირო. ამ შემთხვევაში რბილ დაჭიმვას მიმართავენ, სახსარს არტაშანით ან თაბაშირის ნახვევით აფიქსირებენ,

ეს პროცესი შესაძლოა 3 კვირაშიც დასრულდეს. ამის შემდგომ აუცილებელია სახსრის ფიქსაცია 3-4 თვით.

რა არის დისპლაზია და რატომ არის ფრეიკის გამოყენება საჭირო

დისპლაზია არის მენჯ-ბარძაყის სახსრისა და მისი ელემენტების განუვითარებლობა, რაც განპირობებულია შემაერთებელი ქსოვილის სისუსტით. ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დეფორმაციებს შორის. უფრო მეტად გოგონებშია გავრცელებული, ვიდრე ვაჟებში. ძირითადი გამომწვევი მიზეზებია:

გენეტიკა

ორსულობის დროს გადატანილი ინფექციური დაავადებები

ორსულობის პერიოდში ჰორმონალური დარღვევები

მუცლადყოფნისას ბავშვის მოძრაობის შეზღუდვა

გვიანი ორსულობა

დედის კვების რაციონი

სამკურნალოდ გამოიყენება ფრეიკის ბალიში, ორთოპედის ან ქირურგის რეკომენდაციით. რატომ?! მიზეზი მარტივია: ის ბავშვის ქვედა კიდურებს საჭირო მდგომარეობაში აფიქსირებს, რაც სახსრის სწორ ფორმირებას უწყობს ხელს. ამასთან, სხვა საშუალებებთან შედარებით, ის ბევრად უფრო მოსახერხებელია. 

“ახალი ხედვის” ფრეიკები

სამედიცინო ჯგუფი “ახალი ხედვა” გთავაზობთ საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ბრენდის MorsaCyberg-ის ფრეიკას, რომელიც უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა.პროდუქტი  დამზადებულია პლასტაზოტის მასალისგან და ყველა ზომაშია ხელმისაწვდომი:

S ზომა - 0-დან 3 თვემდე 

M ზომა - 3-დან 6 თვემდე

L ზომა - 6-დან 9 თვემდე

XL ზომა - 9-დან 12 თვემდე

XXL ზომა - 12-დან 15 თვემდე

აღნიშნული საშუალების შეძენა შეგიძლიათ “ახალი ხედვის” ორთოპედიულ მაღაზიებში, როგორც თბილისში, ასევე - რეგიონებში. მისამართები იხილეთ კომპანიის ვებ-გვერდზე ან ფეისბუქის გვერდზე. გარდა ამისა, შეგიძლიათ პროდუქტი შეიძინოთ ონლაინ და TBC-ის განვადებითაც ისარგებლოთ.ადგილზე მიწოდების სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს. კონსულტაციისთვის დარეკეთ შემდეგ ნომრებზე: 577 111 241 ან 577 555 925.