როდის არის საჭირო თიაქრის ბანდაჟის გამოყენება?
ჩვენს ორგანიზმში თითოეულ ორგანოს განსაზღვრული ფუნქცია და ადგილმდებარეობა აქვს. ყველაფერი საათივითაა აწყობილი, ანატომიური ჰარმონიის დარღვევა კი სხვადასხვა დაავადებებს იწვევს. ალბათ ყველას გსმენიათ თიაქრის შესახებ. თუ არ იცით, რას ნიშნავს, მარტივად აგიხსნით - ეს არის დაავადება, რომლის დროსაც ორგანოები ადგილს იცვლიან. თუ კუნთის კედელი დასუსტებულია, სხეულის შინაგანი ნაწილი მის ახლომდებარე ქსოვილში ჩადის. საზარდულის თიაქარი ყველაზე გავრცელებული სახეობაა, რომლის დროსაც რბილი ქსოვილი (მუცლის ღრუს ამომფენი გარსის ნაწილი ან ნაწლავის ნაწილი) მუცლის კუნთებს შორის არსებულ დასუსტებულ წერტილში გამოდის. ეს გამობერილობა შესაძლოა მტკივნეულიც იყოს, მაგალითად მოხრის ან მძიმე საგნის აწევის დროს. გამომწვევი მიზეზებია: ორსულობა, ჭარბი წონა, სითხის დაგროვება მუცელში და ა.შ. სიმპტომებია: ტომრის მსგავსი გამობერილობა ბოქვენის ძვალთან, წვა ან ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება, სისუსტე და სხვა.
სამედიცინო ჯგუფი “ახალი ხედვა” გთავაზობთ საზარდულის თიაქრის ბანდაჟებს, რომლებიც გამოიყენება ცალხმრივი ან ორმხრივი თიაქრის დროს ან ოპერაციის შემდგომ პერიოდში. ახდენს გართულებების პრევენციას. პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ ონლაინ, ვებ-გვერდზე ან ორთოპედიულ მაღაზიებში.
როგორ შევარჩიოთ თიაქრის ბანდაჟი?
თიაქრის ბანდაჟი უნდა შეარჩიოთ თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე, იმისდა მიხედვით, ცალმხრივი საზარდულის თიაქარი გაქვთ თუ ორმხრივი. აღსანიშნავია,ის ფაქტიც, რომ “ახალი ხედვის” პროდუქცია დამზადებულია 5 მმ სისქის ელასტიური ქსოვილისგან. თიაქრის არეში მოთავსებულია სპეციალური სილიკონის ბალიში და გააჩნია რეგულირებადი წელის ქამარი.
რამდენი ხნით არის საჭირო თიაქრის ბანდაჟის ტარება?
ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. აუცილებლად გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია, რადგან თიაქრის ბანდაჟის ტარების ხანგრძლივობა პაციენტის ინდივიდუალურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.