სასკოლო სამზადისი
სასკოლო სამზადისი ყველა ბავშვის საყვარელი პროცესია. სკოლის დაწყებისთვის მშობლები და შვილები განსაკუთრებით ემზადებიან.
სასკოლო ჩანთის შერჩევა სასკოლო სამზადისის განუყოფელი ნაწილია. ბავშვები ძირითადად ჩანთას ვიზუალურად აფასებენ. არასწორად შერჩეულმა ჩანთამ, შესაძლოა , მოზარდის საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას სერიოზული პრობლემა შეუქმნას. ამიტომ მშობლებს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რადგან მათ უნდა შეარჩიონ ჩანთის საუკეთესო ვარიანტი.
სასკოლო ჩანთის შერჩევის კრიტერიუმები:
სასკოლო ზურგჩანთის წონა სავსე მდგომარეობაში , არ უნდა აღემატებოდეს მოზარდის სხეული წონის 15% .
სასკოლო ზურგჩანთის საკიდის ერთ ზომაზე დაარეგულირეთ, რომ წონა თანაბრად გადანაწილდეს ორივე მხარეს.
გამოიყენეთ დამატებითი ქამარი მხრებზე დატვირთვის მოსახსნელად.
ჩანთა, რომელსაც გააჩნია ორთოპედიული საზურგე შეამცირებს დატვირთვას ხერხემალზე და შეუნარჩუნებს სწორ მდგომარეობას.
თუ მოზარდს ბევრი ნივთის ტარება უწევს, უმჯობესია ბორბლებიანი ჩანთის გამოყენება.
მერხთან სწორად ჯდომის ჩვევა
ბავშვებს ნახევარი დღის გატარება მჯდომარე მდოგმარეობაში უწევთ. ამიტომ, მათ აუცილებლად უნდა გამოიმუშაონ სწორად ჯდომის ჩვევა. ბავშვის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა მარტივად დეფორმირდება , რაც იწვევს კიფოზზსა და სქოლიოზს.
აუცილებელია, რომ მერხის სიმაღლე იყოს ბავშვის სიმაღლის შესაბამისი.
სწორი ფეხსაცმელი და სუპინატორი
ხანგრძლივი არდადეგების შემდეგ, ბავშვები აქტიურ ცხოვრებასა და სკოლას უბრუნდებიან. დადაიან სხვადასხვა წრეებზე და ფიზიკურადაც უფრო დატვირთულები არიან. მთელი დღის განმავლობაში ფეხსაცმელის ტარება უწევთ. ამიტომ მშობელი უნდა ეცადოს ფეხსაცმელი სწორად შეარჩიოს. სუპინატორის გამოყენება შესანიშნავი საშულებაა, რადგან არ გიწევთ სპეციალური ფეხსაცმლის მოძიება, თანაც ბევრად ეფექტურია.
მისი მოთავსება ყველა ფეხსაცმლშია შესაძლებელი. ბავშვს სუპინატორი შეუქმნის კომფორტის შეგრძნებას, უზრუნველყოფს ტერფის ჯანმრთელობას და დააფიქსირებს თაღს სწორ მდგომარებოაში. ბავშვებში, ბრტყელტერფიანობა გავრცელებული პრობლემაა, რადგან მათი ტერფის თაღის დეფორმირება მარტივია.
როგორ უნდა იკვებოს მოსწავლემ?
არდადეგების პერიოდში მშობლები მარტივად ახერხებენ ბავშვების კვების კონტროლს. მაგრამ ეს პროცესი სკოლის დაწყებისთანავე რთულდება. კვება მნიშვნელოვანი ფაქტორია ბავშვის განვითარებისთვის და ჯანმრთელობისთვის. სკოლის დაწყება პოსტ პანდემიურ პერიოდში ყველა მშობელს აშინებს. იმისათვის , რომ ბავშვი ახალ სასწავლო წელს ძლიერი იმუნიტეტით შეხვდეს, აუცილებელია ვიტამინებით მდიდრით საკვების მიღება. სასურველია კვების რაციონი გაამდიდროთ რძის პროდუქტებითა და ხილით, ეს მათ ენერგიით აავსებს.
თქვენ აგრეთვე დაგაინტერესებთ: