ბავშვის ტერფი — რას მივაქციოთ ყურადღება?
ბავშვის ტერფის სწორ განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს სიარულის, დგომის, წონასწორობისა და მთელი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჯანმრთელობისთვის. ტერფი სხეულის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია და მისი არასწორი დატვირთვა შესაძლოა აისახოს მუხლებზე, მენჯზე, ხერხემალსა და ბავშვის ყოველდღიურ მოძრაობაზე. ადრეულ ასაკში ტერფი ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია, ამიტომ მშობლის დაკვირვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სიარულის მანერის, ფეხის დაღლის, ტკივილის ან ტერფის ფორმის ცვლილების დროული შემჩნევა ეხმარება სპეციალისტს, საჭიროების შემთხვევაში სწორად შეაფასოს მდგომარეობა და თავიდან აიცილოს შესაძლო გართულებები.
რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვის ტერფის დროული შემოწმება?
ტერფის არასწორმა განვითარებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ სიარულზე, არამედ მუხლების, მენჯისა და ხერხემლის დატვირთვაზეც. დროული შეფასება ეხმარება მშობელს, სწორად გაიგოს ბავშვის მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში დროულად მიმართოს სპეციალისტს.
რა ნიშნების დროს არის რეკომენდებული ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკა?
ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკის ჩატარება მნიშვნელოვანია, თუ ბავშვს აღენიშნება:
- ტერფის შიგნით ან გარეთ გადახრა;
- ბრტყელტერფიანობა;
- ხშირი წაბორძიკება ან არასტაბილური სიარული;
- სიარულის ცვლილება;
- ფეხის სწრაფი დაღლა სიარულის ან სირბილის დროს;
- ტკივილი ტერფის, ქუსლის, მუხლის ან წვივის არეში;
- ფეხსაცმლის არათანაბარი გაცვეთა;
- თითებზე სიარულის ჩვევა;
- ბავშვის სურვილი, ხშირად დაჯდეს და დაისვენოს;
- ფიზიკური აქტივობის დროს დისკომფორტი ან მოძრაობის შეზღუდვა.
ამ ნიშნების არსებობა ყოველთვის სერიოზულ პრობლემას არ ნიშნავს, თუმცა მათი უგულებელყოფა არ არის რეკომენდებული. ზუსტი შეფასება სპეციალისტს ეხმარება, განსაზღვროს ტერფზე დატვირთვის განაწილება და ბავშვის სიარულის თავისებურებები.
ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკა ბავშვებისთვის
სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვის” კლინიკაში ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკა (პლანტოგრაფია) ტარდება იტალიური ბრენდის - Diasus-ს უახლესი თაობის, ულტრასენსორული აპარატურით, რომელიც ბილიკზე სიარულის დროს მონაცემებს ინახავს. ბაროპომეტრული დიაგნოსტიკა და სკანირება ამომწურავ ინფორმაციას იძლევა იმ საკითხებზე, როგორიცაა:
-
ტერფის ფორმა;
-
ყრდნობის ფართი;
-
სიმძიმის ღერძი;
-
თაღის დეფორმაციები და სხვ.
„ახალი ხედვის“ ტერფის დიაგნოსტიკის კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე აპარატურით, რომლის საშუალებითაც პაციენტებს უტარდებათ პლანტოგრაფია, ანუ ტერფის კომპიუტერული კვლევა, რომელიც მოიცავს პოდოსკანირებასა და ბაროპოდომეტრიას, რაც გულისხმობს უძრავ და მოძრავ მდგომარეობაში ტერფის კვლევას. ამ გამოკვლევის საფუძველზე იქმნება ტერფის სამგანზომილებიანი სურათი - ეს კი სწორი დიაგნოზის დასმის წინაპირობაა.
ინდივიდუალური სუპინატორი (ღაბაში)
ტერფის პლანტოგრაფიის, ანუ ტერფის კომპიუტერული გამოკვლევის ჩატარების შემდეგ, სამედიცინო კომპანია „ახალი ხედვის“ ტერფის დიაგნოსტიკის კლინიკაში შესაძლებელია ინდივიდუალური სუპინატორის, იგივე ღაბაშის, დამზადება. ტერფის კომპიუტერული კვლევა ძირითადად 3-4 წლის ასაკიდან ტარდება და საშუალებას იძლევა, შეფასდეს ტერფზე დატვირთვის განაწილება, დგომისა და სიარულის თავისებურებები. ინდივიდუალური სუპინატორი მზადდება პაციენტის ტერფის კომპიუტერული კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით და სრულად ერგება მის ანატომიურ თავისებურებებს. ინდივიდუალური სუპინატორი უზრუნველყოფს ტერფზე დატვირთვის სწორ გადანაწილებას, კომფორტულ სიარულსა და ტერფთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემის მკურნალობის პროცესში ეფექტურ მხარდაჭერას.