ბრტყელტერფოანობის სუპინატორი

 

ბრტყელტერფიანობის სუპინატორი ტერფს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს, შესაბამისად, ამავე ნაწილში ტკივილი და დისკომფორტი მცირდება - რაც ბრტყელტერფიანობის სიმპტომებია. ეს პროდუქტი უზრუნველყოფს თაღის კორექციასა და ტერფზე ზეწოლის თანაბარ გადანაწილებას. სუპინატორების გამოყენება ასევე რეკომენდებულია აქილევსის მყესის დაზიანების, დიაბეტური ტერფისა და ტერფის სხვადასხვა პათოლოგიის დროს. მას ასევე იყენებენ ვენური დაავადებებისა და ქვედა კიდურების სახსრების დაზიანების შემთხვევაში. გარდა ამისა, სუპინატორები ეფექტურია  შემდეგი პათოლოგიებისა და  მდგომარეობების დროს:

სპორტული და პროფესიული დატვირთვა;

ორსულობა;

ტერფმრუდობა;

სქოლიოზი;

ვენური უკმარისობა;

ლიმფოსტაზი;

რევმატული დაავადებები;

დიაბეტური ტერფი.

კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ორთოპედიულ სუპინატორებს 2012 წლიდან სთავაზობს.  სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს საერთაშორისო მწარმოებლების მიერ დამზადებულ უმაღლესი ხარისხის  მყარსა და სილიკონის სუპინატორებს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ ”ახალი ხედვა” არის გერმანული პრემიუმ ბრენდის, Bauerfeind-ის ექსკლუზიური ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ამ ბრენდის სუპინატორებს შორისაა - Comfort Business B-200. ამ პროდუქტს, ბრტყელტერფიანების გარდა, გამოიყენებენ ის ადამიანებიც, რომლებსაც ხშირად ეღლებათ ფეხები ან აქტიური ფიზიკური დატვირთვა უწევთ. ეს პროდუქცია დამზადებულია ანტიალერგიული და ანტიბაქტერიული მასალისგან. მაღაზიებში ხელმისაწვდომია მზა სუპინატორები ბავშვებისთვისაც. ორთოპედიული ღაბაში „GloboTec„ აკორექტირებს ფეხის თაღსა და გამოიყენება ბრტყელტერფიანობის დროს. ის ინარჩუნებს ფეხის სტაბილურობას, აუმჯობესებს ტერფის მდგომარეობასა და ხელს უწყობს ტერფის ჯანსაღ ჩამოყალიბებას. სუპინატორი დაფარულია Alcantara-ს ქსოვილით, რომელიც ადვილად ირეცხება და შრება, არ აოფლინებს ფეხს და სუნთქავს.  

“ახალი ხედვა”  პაციენტებს ინდივიდუალური სუპინატორების დამზადების შესაძლებლობასაც აძლევს. კომპანია საქართველოში წარმოდგენილია ტერფის დიაგნოსტიკის ცენტრის სამი ფილიალით, სადაც ტერფის კომპიუტერული კვლევა უახლესი თაობის Diasu-ს ულტრასენსორული აპარატურით ტარდება. დიაგნოსტიკა მოიცავს ბაროპოდომეტრიასა და პოდოსკანირებას, რაც მოძრავ და უძრავ მდგომარეობაში ტერფის ბიომექანიკის შეფასების საშუალებას გვაძლევს. კვლევის შემდეგ იქმნება ტერფის სამგანზომილებიანი მოდელი, რის საფუძველზეც ინდივიდუალური ღაბაში მზადდება. ინდივიდუალური სუპინატორის გამოყენებას უკეთესი შედეგი მოაქვს, რადგან ის თითოეული ადამიანის ტერფის მონაცემების საფუძველზე - პრობლემების შესაბამისად ინდივიდუალურად იქმნება.