ბრტყელტერფიანობის შემოწმება

ბრტყელტერფიანობა ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ძირითადად, ეს დაავადება ბავშვობის ასაკიდან ვლნდება. ცნობილია თანდაყოლილი და შეძენილი ბრტყელტერფიანობა, მათ შორის, კი ყველაზე გავრცელებული ფორმა - სტატიკური ბრტყელტერფიანობაა, რომელიც ჭარბი წონითა თუ ტერფის რეგულარული დატვირთვით არის გამოწვეული.  არის შემთხვევები, როდესაც ეს დაავადება ორსულობის დროს ან არასწორად შერჩეული ფეხსაცმლის ტარების შემდეგაც ვითარდება.  იქიდან გამომდინარე, რომ ბრტყელტერფიანობა სხვა უამრავი პრობლემისა და პათოლოგიის წარმოქმნის მიზეზი შეიძლება გახდეს, აუცილებელია, დროული ყურადღების მიქცევა. ტერფის დეფორმაციის ხარისხის დასადგენად კომპიუტერული კვლევაა საჭირო, რომლის ჩატარებაც თანამედროვე მეთოდებით კომპანია “ახალ ხედვაშია” შესაძლებელი. ეს პროცესი ტარდება იტალიური ფირმა Diasus-ს აპარატით, რომელიც ბილიკზე სიარულის დროს მონაცემებს ინახავს. ბაროპოდომეტრული დიაგნოსტიკა და სკანირება  ტერფის ფორმის, ყრდნობის ფართის, სიმძიმის ღერძისა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ ზუსტ ინფორმაციას იძლევა.  პაციენტებს უტარდებათ პლანტოგრაფია, ანუ ტერფის კომპიუტერული კვლევა, რომელიც მოიცავს პოდოსკანირებასა და ბაროპოდომეტრიას, რაც გულისხმობს უძრავ და მოძრავ მდგომარეობაში ტერფის დიაგნოსტირებას. 

ახალი ხედვის სუპინატორები

კვლევების საფუძველზე ახალი ხედვის კლინიკაში მზადდება ინდივიდუალური სუპინატორები, რომელიც უშუალოდ პაციენტის ტერფზეა მორგებული და სხვადასხვა პრობლემის მკურნალობის პროცესისთვის ყველაზე ეფექტურია. კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს ინდივიდუალური სუპინატორების გარდა, მყარსა და სილიკონის მზა, სტანდარტულ სუპინატორებს სთავაზობს. ეს პროდუქტი ხელს უწყობს ფეხის სტაბილურობის შენარჩუნებასა და აუმჯობესებს ტერფის მდგომარეობას, განსაკუთრებით, ვარჯიშის ან მოძრაობის დროს. მისი ჩაღრმავებული ქუსლი კი  უზრუნველყოფს ტერფის ჯანსაღ ჩამოყალიბებას. სუპინატორები   ადვილად ჯდება სპორტული სტილის დახურულ ფეხსაცმელში და მათი ტარება საკმაოდ კომფორტულია, შესაბამისად, თუ ტერფზე მუდმივად გრძნობთ ტკივილსა და დისკომფორტს - ეს პრობლემა მარტივად მოგვარდება სუპინატორის გამოყენებით. მათი შეძენა შესაძლებელია კომპანია “ახალი ხედვის” 13 ფილიალში - თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში. გარდა ამისა, მოქმედებს ონლაინ შესყიდვაც. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დარეკეთ: 0322 18 25 38