ფეხების დაბუჟება - სიმპტომები და მკურნალობის გზები
ფეხების დაბუჟება ხდება იმ დროს, როდესაც ნერვი გარკვეულ ზეწოლას განიცდის. ყველაზე ხშირად ეს ხდება ფეხის ფეხზე გადადების ან დიდხანს ერთ ადგილზე ჯდომის დროს. ეს დაბუჟების მარტივი შემთხვევებია და ჩხვლეტის შეგრძნება მალე ქრება. თუ ბარძაყის დაბუჟება გაწუხებთ და დისკომფორტი ამ მიდამოში ვრცელდება, შესაძლოა ეს გამოწვეული იყოს მჭიდრო ტანსაცმლით ვიწრო ჯინსის, ქამრის ან წონაში მატების გამო. ამ დროს დაბუჟება ძირითადად ბარძაყის გარეთა მხარეს იგრძნობა. ფეხის ტერფის დაბუჟების შემთხვევაში კი მიზეზი შესაძლოა არასწორი ფეხსაცმელი იყოს. ზედმეტად მოჭერილი ფეხსაცმელი აფერხებს სისხლის მიმოქცევას და აწვება წვრილ ნერვებს.
ფეხების დაბუჟების გამომწვევი მიზეზები
გარკვეულ შემთხვევებში ფეხების დაბუჟება შემაწუხებელი ხდება და დიდხანს გრძელდება. მას შესაძლოა, თან ახლდეს სხვა სიმპტომებიც, მაგალითად, ტკივილი, გრძნობის დაკარგვა, კუნთების სისუსტე. უბრალო დაბუჟებისგან განსხვავებით, პერიფერიული ნერვების დაზიანება ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და რთული ტრავმაა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს შრომისუნარიანობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა. პერიფერიული ნეიროპათიის ათიდან დაახლოებით სამი შემთხვევა დაკავშირებულია შაქრიან დიაბეტთან. ნეიროპათიის დროს ფეხების დაბუჟება და ტკივილი თავდაპირველად ტერფებში აღმოცენდება და თანდათან ვრცელდება ზევით. ფეხების დაბუჟების მიზეზები შესაძლოა იყოს:
● დაავადებები და ნერვული სისტემის პრობლემები: ოსტეოქონდროზი, მალთაშუა დისკის თიაქარი, პროტრუზია და სხვა.
● სისხლის მიმოქცევის დარღვევა - ვარიკოზული ვენები ან არტერიების შევიწროება აფერხებს სისხლის მიწოდებას, რაც კიდურების გაციებას და დაბუჟებას იწვევს.
ფეხის დაბუჟების მკურნალობა
ფეხების დაბუჟებისა და ტკივილის დროს კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს სხეულის სხვადასხვა ორთოპედიულ საშუალებებს სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში თქვენ შეხვდებით ექსკლუზიური ბრენდების - პროდუქციას. განვიხილოთ რომელი მათგანი გვეხმარება ფეხების დაბუჟების დროს:
● კოჭის სამაგრი პლასტმასის ჩანართით - გამოიყენება რეაქტიული, რეუმატოიდული ან სეპტიური ართრიტის, ასევე ღრძობის, დაჭიმვის დროს და თაბაშირის მოხსნის შემდგომი რეაბილიტაციისთვის.
● სილიკონის ჩასაფენი - გამოიყენება ბრტყელტერფიანობის დროს, ასრულებს ტერფის კუნთების მასაჟორის ფუნქციას. მისი გამოყენება შესაძლებელია სპორტული აქტივობებისა და მძიმე ფიზიკური დატვირთვის დროს. ასევე, ამცირებს ტკივილსა და დისკომფორტს.
გარდა ამისა, კომპანია “ახალი ხედვაში” ხელსმისაწვდომია ვარიკოზის მოვლის საშუალებები, რომელიც ხელს უწყობს ვენებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, ხელს უშლის სისხლის შეგუბებას. ფეხებში ამცირებს შეშუპებას, დაბუჟების, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას.