ხელების დაბუჟება - სიმპტომები და მკურნალობის გზები
ხელის დაბუჟების დროს ადამიანი განიცდის დისკომფორტს. ეს პრობლემა ხშირად აწუხებთ ადამიანებს, თუმცა როგორც წესი, დაბუჟება სწრაფად სრულდება და გართულებებს არ იწვევს. დაბუჟება ხდება იმ დროს, როდესაც ნერვი გარკვეულ ზეწოლას განიცდის. ხშირია ხელების დაბუჟება ღამით, ძილის დროს, როდესაც თავი ხელზე ხანგრძლივად გვიდევს. ეს დაბუჟების მარტივი შემთხვევაა და ჩხვლეტის შეგრძნება მალე ქრება. ხელების დაბუჟება, კი ორსულობის დროს შესაძლებელია უკავშირდებოდეს:
● პრობლემებს ხერხემლის სხვადასხვა ნაწილში;
● ლიმფოდრენაჟის დარღვევას.
ხელების დაბუჟების გამომწვევი მიზეზები
ხელის დაბუჟების მიზეზი არაერთია. ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს არასწორ მოძრაობას, პროფესიას, ტრავმას, ისეთ დაავადებს, როგორიცაა პროტრუზია და თიაქარი. ხელების დაბუჟების გამომწვევი სხვა მიზეზებია:
● მაჯის დაჭიმვა - ნერვის ან მყესების დაზიანებას უკავშირდება. სხეულის ეს ნაწილი საკმაოდ რთული სახსარია, რომელიც 8 ძვლისგან შედგება. მაჯის, მტევნის, სხივისა და იდაყვის ძვლებს ერთმანეთთან იოგები აკავშირებს და ამიტომ ნებისმიერი ნაწილის დაზიანებამ შეიძლება სერიოზული ტკივილი გამოიწვიოს.
● მხრის ტკივილი - მისი გამომწვევი ბევრი ფაქტორი არსებობს, მაგრამ მათ შორის ყველაზე გავრცელებულია გადატვირთვა, ტრავმა, ართრიტი ან კუნთების დაზიანება. მკლავისა და მხრის ტკივილს უკავშირებენ კისრის ან მხრის პრობლემებსა და მყესების დაზიანებასაც.
ხელების დაბუჟების მკურნალობა
ხელების დაბუჟების მკურნალობა დამოკიდებულია თუ რა პრობლემით არის ეს გამოწვეული. ამ დროს ძირითადად მკურნალობის პროცესში იყენებენ ხელის ფიქსატორებსა და კომპრესიულ ტრიკოტაჟს. განვიხილოთ რომელი მათგანი გვეხმარება კიდურების დაბუჟების დროს:
● მხრის სამაგრი - გამოიყენება ტრავმის შემდგომი რეაბილიტაციის, ართრიტის დროსა და პოსტოპერაციულ პერიოდში. ეს პროდუქტი ინარჩუნებს სხეულის ტემპერატურას და ამცირებს ტკივილის შეგრძნებას. მისი გამოყენება რეკომენდებულია სპორტული აქტივობის, კუნთისა და მყესის დაზიანებების დროსაც.
● ლიმფოსტაზის ხელის წინდა თითებით - სხეულის ამ ნაწილში უზრუნველყოფს სტაბილურ მოჭერილობას მთელი დღის განმავლობაში.
● სხივ-მაჯის ფიქსატორები გამოიყენება როგორც მოტეხილობისა და ამოვარდნილობის, ასევე დაჭიმულობისა და სხვადასხვა დაავადების დროს. ამ პროდუქტის გამოყენება ხელს უწყობს ტკივილისა და შეშუპების თავიდან აცილებას და სხივ-მაჯის სახრის მოსვენებას.
● ხელის ფიქსატორი - ზღუდავს ზედა კიდურის მოძრაობას, ამცირებს მკლავის ზეწოლას ხელზე მსუბუქი დაზიანებებისა და ამოვარდნილობის დროს. გარდა ამისა, ხშირია მათი გამოყენება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა: ართრიტი და ართროზი.
ამ პროდუქციის ყველაზე დიდი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. უმაღლესი ხარისხის ეს პროდუქტები ხელმისაწვდომ ფასად დედაქალაქის გარდა, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე საფირმო ფილიალებშია წარმოდგენილი. თუმცა, მათი შეძენა ონლაინ რეჟიმშიც შესაძლებელია.