ხელის დაბუჟება - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები
ხელის დაბუჟება ადამიანს ხელს უშლის ყოველდღიურ საქმიანობაში. ეს ძირითადად, უკავშირდება რევმატული დაავადებებს, მოტეხილობას, ღრძობას ან ამოვარდნას. ეს პრობლემა ხშირია ბავშვებში და სპორტსმენებში და რისკი გაცილებით მატულობს ზაფხულში, რადგან წელიწადის ამ დროს მათი ფიზიკური აქტივობა ყველაზე მაღალია.
რამ შეიძლება გამოიწვიოს ხელის დაბუჟება?
ხელის დაბუჟების ყველაზე ხშირი მიზეზია ცხოვრების წესი, უფრო სწორად, საქმიანობა, რომელიც ხელების ერთ პოზიციაში ხანგრძლივად გაჩერებას მოითხოვს. იმისათვის, რომ მკურნალობა დაიწყოს, ექიმმა ზუსტად უნდა იცოდეს, რამ გამოიწვია დაბუჟება: კისრის ოსტეოქონდროზმა თუ ნერვზე ზეწოლამ. ხელის დაბუჟების ხშირი მიზეზებია:
● არასწორი მოძრაობა;
● დაავადებები;
● თიაქარი;
● მოულოდნელი ტრავმა;
● პროტრუზია;
● ლიმფოდრენაჟის დარღვევა;
● გაშლილ ხელზე დაცემა.
როგორ შევამსუბუქოთ ტკივილი?
ხელის დაბუჟების პრევენციისთვის საჭიროა სწორი და სრულფასოვანი კვება, ძილის სწორი რეჟიმის დაცვა და ექიმის დროული კონსულტაცია. ასევე, გაითვალისწინეთ:
● სამუშაო დღის განმავლობაში საათში ერთხელ რამდენიმე წუთით შეწყვიტეთ მუშაობა და დაჭიმეთ ხელები;
● ბეჭდვის დროს იდაყვები გააჩერეთ მოხრილ მდგომარეობაში, ტანთან ახლოს. ეს უზრუნველყოფს დატვირთვის თანაბარ განაწილებას.
როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
ხელის დაბუჟების პერიოდი თუ დიდხანს გრძელდება და ქრონიკული ხასიათისაა აუცილებელია მიმართოთ ექიმს. ზოგადად, ხელის ნებისმიერი სახის დაზიანება ადრეულ ეტაპზე უკეთ ემორჩილება მკურნალობას. ხშირ შემთხვევაში ლიმფური შეშუპების შესაჩერებლად ეფექტურია - მკლავისთვის კომპრესიული წინდები. იქიდან გამომდინარე, რომ ეს პროდუქტი ლიმფურ შეშუპებას ამცირებს ლიმფოსტაზის დაავადების დროს პაციენტები აქტიურად გამოიყენებენ. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● ლიმფოსტაზის ხელის წინდა თითებით- სხეულის ამ ნაწილში უზრუნველყოფს სტაბილურ მოჭერილობას მთელი დღის განმავლობაში.
● ლიმფოსტაზის ხელის წინდა, მტევნის გარეშე - ისევე, როგორც თითებიანი მოდელი დამზადებულია ბუნებრივი მასალისგან და მისი უნიკალური სტრუქტურა ძალიან კომფორტულია.
ხოლო, თუ ხელის დაბუჟება მოტეხილობას, ამოვარდნილობას, კუნთებისა და მყესების დაზიანება-დაჭიმვას უკავშირდება მაშინ ხელის ფიქსატორების გამოყენება ეფექტურია. ეს სამედიცინო საშუალება ტკივილის შემცირებას უზრუნველყოფს და ხელს სასურველ პოზიციაშიც აფიქსირებს. ამ პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში თქვენ შეხვდებით ექსკლუზიური ბრენდების - Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ის, Darco-ს, Bauerfeind-ისა და სხვა საერთაშორისო მწარმოებლების პროდუქციას.