ხერხემლის ფართოდ გავრცელებული პრობლემები

თანამედროვე სამყაროში, რომელშიც ადამიანების უდიდეს ნაწილს მჯდომარე ცხოვრების წესი აქვს და დიდ დროს კომპიუტერთან მუშაობაში ატარებს - ხერხემლის პრობლემები საკმაოდ ხშირია. ხერხემლისა და ზურგის ტკივილი შესაძლოა  გადაღლილობის, დაჭიმულობისა და  სიმძიმეების აწევის გამო განვითარდეს. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ეს პრობლემა მოულოდნელი ტრავმით ან რომელიმე კონკრეტული დაავადებით არის გამოწვეული. მათ შორის, ყველაზე გავრცელებულია: სქოლიოზი, თიაქარი, ოსტეოქონდროზი და რევმატული დაავადებები. 

ხერხემლის პრობლემების გამომწვევი მიზეზები

მჯდომარე ცხოვრების წესი, ხერხემლის პათოლოგიები, ფიზიკური დატვირთვა და ზოგიერთი პროფესიული საქმიანობა - ხერხემლის პრობლემების გამომწვევი მიზეზებია. მათ შორის ფართოდაა გავრცელებული: საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ქრონიკულ დაავადებები, ზურგის ტვინის ნერვებზე ზეწოლა და კუნთების დაჭიმვა ან დაზიანება.  გარდა ამ ჩამონათვალისა, ხერხემლის პრობლემების გამომწვევ მიზეზებს მიეკუთვნება:

კუზი - მკვეთრად გამოხატული გულმკერდის კიფოზია. ის შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი. ამ პათოლოგიის გამომწვევ მიზეზებს შორისაა: მალთა-შუა დისკის დეგენერაცია, ართრიტი, ხერხემლის ტრავმა და სხვა. პაციენტს ამ დროს აწუხებს ტკივილისა და სისუსტის შეგრძნება და ხშირად სუნთქვის გაძნელებაც.

ლორდოზი - ამ დროს წელის ნორმალური ნადრეკი უფრო ღრმად არის შეწეული. პათოლოგიური ლორდოზი შეიძლება წარმოიშვას კუნთების დისბალანსის, ტრავმისა და სწრაფი ზრდის შედეგადაც.

სპონდილოლისტეზი - არის მალების გადანაცვლება, იგივე, დაცურება, დასრიალება. ამ დაავადების დროს ხერხემლის მალა პირდაპირ სრიალდება წინ ან უკან ქვედა მალის მიმართ. მალების სტრუქტურა ნორმაშია, ადგილი აქვს დისლოკაციას. განასხვავებენ ამ დაავადების ოთხ ხარისხს. რაც უფრო მაღალია ხარისხი, მით უფრო ძლიერია ტკივილი.

როგორ ავირიდოთ თავიდან ხერხემლის პრობლემები?

იმისთვის, რომ ხერხემლის პრობლემები თავიდან ავიცილოთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, პირველ რიგში, ადამიანებს ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოუწოდებენ. ხერხემლის პრობლემების პრევენციისთვის აუცილებელია ვარჯიში, ცურვა და ფეხით ხშირი სიარული. გარდა ამისა, ტკივილს ამცირებს ხერხემლის ქამარი, რომელსაც ადამიანები პროფილაქტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით იყენებენ. მათი ფართო არჩევანია სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვის" მაღაზიებში. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების - მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად, თბილისის გარდა, საქართველოს სამ რეგიონში - გორში, ქუთაისსა და ბათუმში სთავაზობს. მაღაზიების გარდა, შეძენა ონლაინ მეთოდითაც არის შესაძლებელი.