ხერხემლის კორექტორი

ხერხემლის კორექტორი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ორთოპედიული პროდუქტია. პაციენტები მათ სხვადასხვა პრობლემის გამო ატარებენ. ხშირია ამ სამედიცინო საშუალებების გამოყენება:

ხერხემლის ტკივილის:

პათოლოგიების; 

ზურგის სვეტის დაზიანებების;

ოსტეოპოროზის;

სქოლიოზი;

კიფოზი;

თიაქრის;

რადიკულიტის დროს. 

ეს პროდუქტი ხერხემლის ნორმალური მდგომარეობის აღდგენას უწყობს ხელს. მათი ტარება რეკომენდირებულია როგორც სამკურნალოდ ასევე, ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდში. 

როდის არის საჭირო ხერხემლის კორექტორის გამოყენება?

ხერხემლის კორექტორი ხელს უწყობს ხერხემლის არეში  დატვირთვის შემსუბუქებასა და გამოიყენება კუნთოვანი სისტემის მრავალი დაავადების რეაბილიტაციის მიზნით. ექიმის რეკომენდაციით,  ზოგიერთი მათგანი მუცლის ღრუს ოპერაციების შემდგომ გამოიყენება. გასაბერი წელის კორსეტი კი საუკეთესო საშუალებაა ხერხემლის მალთა-შუა დისკების დაზიანების, სპონდილოზის დროს და მენჯ-ბარძაყის ტკივილის შესამსუბუქებლად. ხერხემლის კორექტორის გამოყენებამდე უმჯობესია, რომ რეკომენდაციები პირადი ექიმისგან მიიღოთ. მათი ტარების პერიოდი  ინდივიდუალურად, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება. შესაძლოა, მათი გამოყენება მოკლე პერიოდით მოგიწიოთ თუმცა, პრობლემიდან გამომდინარე ეს პროდუქტი ხანგრძლივი ვადითაც ინიშნება.

რა ტიპის ხერხემლის კორექტორები არსებობს?

ხერხემლისთვის სხვადასხვა დანიშნულების მქონე კორექტორები არსებობს. ეს პროდუქტები სხვადასხვა სიგრძისაა, აქვთ სპეციალური დამატებითი მეტალისა და პლასტმასის ჩანართები, დამზადებულია ჰაერგამტარი ნეოპრინის ან ელასტიური ბამბის მასალისგან. ხერხემლის კორექტორების ფართო არჩევანია კომპანია "ახალი ხედვის" მაღაზიებში. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების - მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად თბილისის გარდა საქართველოს სამ რეგიონში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში სთავაზობს. მათი ღირებულება 35 ლარიდან 345 ლარამდე მერყეობს და მაღაზიების გარდა, შეძენა ონლაინ მეთოდითაც არის შესაძლებელი.

ზურგის კორსეტი - დამზადებულია ჰაერგამტარი ნეოპრინის მასალისგან და ხშირად გამოიყენებენ ქალბატონები ყოველდღიური საქმიანობისას ზურგის კუნთების მოდუნებისა და განტვირთვის მიზნით. აღნიშნული მხრებში გასამართი ქამარი დაგეხმარებათ მოხრილი მხრების გამართვასა და სწორი მდგომარეობის შენარჩუნებაში. 

წელის სტანდარტული კორსეტი - დამზადებულია ანტი-ალერგიული ქსოვილისაგან და  მას აქვს პლასტმასის ჩანართები. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს და უზრუნველყოფს სითბოს სხეულის ამ ნაწილში. ხშირია მისი გამოყენება რევმატული ტკივილის დროს.  ამსუბუქებს წელისა და ზურგის ტკივილს.

თორაკოლუმბალური (გულმ-კედრ-წელის) კორსეტი- დამზადებულია 100%-ით ელასტიური ბამბის ქსოვილისგან. ეს პროდუქტი უზრუნველყოფს ხერხემლის, გულმკერდისა და წელის ნაწილების ფიქსაციას. გამოიყენება ხერხემლის მალების მოტეხილობისა და კიფოზის სამკურნალოდ. მას აქვს დამატებითი ღვედები და მეტალის  ჩანართები, რომლებიც აძლიერებს ფიქსაციას.

სასურველი პროდუქტის შეძენა, შესაძლოა, როგორ სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში, ასევე ონლაინ რეჟიმში "ახალი ხედვის" ოფიციალურ საიტზე.