კისრის ბალიში - უმაღლესი ხარისხის ორთოპედიული პროდუქტები

კისრის ბალიშებს ადამიანები საკმაოდ ხშირად გამოიყენებენ, რადგან თანამედროვე სამყაროში კისრის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა და ის ადამიანების უმრავლესობას აწუხებს. ის შეიძლება ნებისმიერი საქმიანობის გამო გაჩნდეს - თუ ეს დიდხანს ერთ მდგომარეობაში ყოფნას უკავშირდება. კისრის ტკივილისთვის დამახასიათებელია დაჭიმულობისა და დაღლილობის შეგრძნება. ამის გამომწვევი მიზეზი კი მრავალგვარია. დიდი დროით ტელეფონში ყურება, კომპიუტერთან და  ტელევიზორთან ჯდომა ხელს უწყობს ამ უსიამოვნო შეგრძნების წარმოქმნას. კისრის ტკივილს ასევე იწვევს არასწორ პოზაში დიდხანს ჯდომა/წოლა, არასწორი მოძრაობა, სიმძიმეების აწევა ან რომელიმე დაავადება. ამ პრობლემას  ძირითადად ადამიანები სახლის პირობებში მკურნალობენ და ის შეიძლება რამდენიმე დღეში ან კვირაში გაქრეს. 

რა სიმპტომების დროს უნდა გამოვიყენოთ კისრის ორთოპედიული ბალიში?

კისრის ბალიშის გამოყენება აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ  ტელეფონში ყურებას ან კომპიუტერთან და ტელევიზორთან ჯდომას დიდ დროს უთმობთ. გარდა ამისა,  მათი გამოყენება  ეფექტურია სხვადასხვა დაავადებების დროს. მათ შორის არის:

რევმატული ართრიტი;

ოსტეოქონდროზი;

კისრის ოსტეოართრიტი; 

დისკის თიაქარი.

გარდა ამ პრობლემებისა, კისრის ბალიშები გამოიყენება ისეთი სიმპტომების დროს, როგორიცაა:

ტკივილი;

დაჭიმულობა;

დისკომფორტი მოძრაობის დროს.

როგორ შევარჩიოთ კისრის ბალიში?

კისრის ბალიშის შერჩევისას გაითვალისწინეთ თქვენი მდგომარეობა, დაზიანების ხარისხი ან ტრავმის სირთულე. ეს პროდუქტი  კისერს სწორ პოზიციაში აფიქსირებს და დისკომფორტის შეგრძნებას მოგიხსნით. ამ პროდუქტის ფართო არჩევანია წარმოდგენილი კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში. ექსკლუზიური ბრენდების - მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger - ის  ეს პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასებში - თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისშია წარმოდგენილი. 

სხვადასხვა ტიპის კისრის ბალიშები

კისრის ბალიში საუკეთესო საშუალება კისრის სარელაქსაციოდ და ტკივილის მოსახსნელად. ის ხსნის დაღლილობისა და დაჭიმულობის შეგრძნებას ხერხემლის არეში და მისი გამოყენება ეფექტურია, როგორც კომპიუტერთან მუშაობისას, ასევე სახლის პირობებში, მგზავრობისას ან დასვენებისას. კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს კისრის ბალიშების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

სამგზავრო ბალიში - ამ პროდუქტის გამოყენება მნიშვნელოვანია მშვიდი და სასიამოვნო მგზავრობისთვის. მისი ფორმა დაგეხმარებათ, რომ თავი და კისერი სწორ პოზიციაში დააფიქსიროთ და სატრანსპორტო საშუალებით ხანგრძლივი გადაადგილება თქვენთვის კომფორტული იყოს. 

კისრის გასაბერი ბალიში - საუკეთესო საშუალებაა კისრის სარელაქსაციოდ და ტკივილის მოსახსნელად. ხსნის დაღლილობისა და დაჭიმულობის შეგრძნებას ხერხემლის არეში. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც კომპიუტერთან მუშაობისას, ასევე სახლის პირობებში, მგზავრობისას ან დასვენებისას. ძალიან მარტივია მისი დარეგულირება და სასურველ ფორმაზე მორგებაც. ეს პროდუქტი დამზადებულია მდგრადი მასალისაგან, რომელიც იბერება და არ ზიანდება ხანგრძლივი და სისტემატური მოხმარებისას.

კისრის ბალიში - გამოიყენება კისრის ოსტეოქონდროზის, ცერვიკალური კიფოზის, მალთაშუა დისკის თიაქრის და ხერხემლის სხვა პრობლემების დროს. ის ასევე  უზრუნველყოფს კისრისა და მხრის კუნთების, ხერხემლის სვეტის და სასუნთქი გზების სწორი 

კისრის ბალიშის შეძენა "ახალ ხედვაში"

„ახალი  ხედვის“ სამედიცინო მაღაზია უმაღლესი ხარისხის ორთოპედიულ  პროდუქტებს აერთიანებს.   ამ მიმართულებით კომპანია 2012 წლიდან მუშაობს და მთელი საქართველოს მასშტაბით არის წარმოდგენილი ფილიალებით. სამედიცინო მაღაზიებში საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული ბრენდების პროდუქტები ოპტიმალურ ფასებშია ხელმისაწვდომი. კომპანია აქტიურად მუშაობს როგორც იმპორტისა და დისტრიბუციის, ასევე ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებით. სასურველი პროდუქტების შერჩევა კომპანიის საფირმო სამედიცინო მაღაზიებში - თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში არის შესაძლებელი. გარდა ამისა,  სამედიცინო ნივთების ყიდვა ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეც არის ხელმისაწვდომი. ამისთვის მხოლოდ დარეგისტრირება და სასურველი სამედიცინო ნივთის კალათაში დამატება დაგჭირდებათ.