კისრის ტკივილის სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი

 

კისრის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა და ის ადამიანების უმრავლესობას აწუხებს. ის შეიძლება ნებისმიერი საქმიანობის გამო გაჩნდეს - თუ ეს დიდხანს ერთ მდგომარეობაში ყოფნას უკავშირდება. კისრის ტკივილის გამომწვევი სხვა მიზეზებიც არსებობს. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია:

ართროზი;

თიაქარი;

ოსტეოქონდროზი;

კუნთის დაჭიმულობა;

სახსრების გაცვეთა;

ნერვის კომპრესია;

ტრავმა და ა.შ.

კისრის ტკივილის სიმპტომები

კისრის ტკივილი განსაკუთრებით აწუხებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც დიდხანს დაძაბულ რეჟიმში უწევთ მუშაობა. ეს პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს უხერხულ პოზაში ძილმა, კომპიუტერთან ხანგრძლივმა მუშაობამ, ან ცუდი პოზის გამო კუნთის დაჭიმულობამ. კისრის გაშეშების გარდა, მკვეთრი ტკივილი ახასიათებს ოსტეოქონდროზსაც.  ამ დროს ხშირია უსიამოვნო შეგრძნება ხელის არეში, რომელიც მხარს, წინამხარსა და თითებს გადაეცემა. ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის ან დაძაბულ მდგომარეობაში დიდხანს ჯდომის შემდეგ მატულობს დისკომფორტი კისრის არეში.

როგორ ვუმკურნალოთ კისრის ტკივილს?

კისრის ტკივილის მკურნალობასა და პროფილაქტიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება კისრის ვარჯიშებსა და მასაჟს. ასევე, ეფექტურია  ფიზიოთერაპია - კანის გავლით ნერვის ელექტრულად სტიმულაცია და კისრის ბალიშების გამოყენება. ეს პროდუქტი საუკეთესო საშუალება კისრის სარელაქსაციოდ და ტკივილის მოსახსნელად. ის ხსნის დაღლილობისა და დაჭიმულობის შეგრძნებას ხერხემლის არეში და მისი გამოყენება ეფექტურია, როგორც კომპიუტერთან მუშაობისას, ასევე სახლის პირობებში, მგზავრობისას ან დასვენებისას. კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში კისრის ფიქსატორები ფართო სპექტრით არის წარმოდგენილი. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილ, ექსკლუზიური ბრენდების - მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger კისრის ფიქსატორებს სთავაზობს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

კისრის გასაბერი საყელო - საუკეთესო საშუალება კისრის სარელაქსაციოდ და ტკივილის მოსახსნელად. ხსნის დაღლილობისა და დაჭიმულობის შეგრძნებას ხერხემლის არეში. მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც კომპიუტერთან მუშაობისას, ასევე სახლის პირობებში, მგზავრობისას ან დასვენებისას. ძალიან მარტივია მისი დარეგულირება და სასურველ ფორმაზე მორგებაც. ეს პროდუქტი დამზადებულია მდგრადი მასალისაგან, რომელიც იბერება და არ ზიანდება ხანგრძლივი და სისტემატური მოხმარებისას.

კისრის სტაბილიზატორი -  გამოიყენება ხერხემლის მალთაშუა დისკის თიაქრის დროს ან კისრის მალების დეფორმაციის პრევენციისთვის. ამცირებს დატვირთვას კისრის მალებზე და ხელს უწყობს კისრის კუნთების ტონუსის ნორმალიზებას.

ნახევრად რბილი და რბილი კორსეტები - ზღუდავს კისრის მოძრაობას. გამოიყენება კისრის კუნთების დაჭიმვის, კისრის ოსტეოართრიტისა და დისკის თიაქრის დროს. უზრუნველყოფს თავის ნეიტრალურ პოზიციაში დაფიქსირებას მგზავრობის დროს. გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

მისი ტარება ძალიან კომფორტულია, რადგან მარტივია მისი დარეგულირება და სასურველ ფორმაზე მორგებაც. ზოგიერთი მათგანი დამზადებულია მდგრადი მასალისგან, რომელიც იბერება და არ ზიანდება ხანგრძლივი და სისტემატური მოხმარებისას. ქართულ ბაზარზე ასევე ხელმისაწვდომია კისრის კორსეტები, რომლებიც ექიმის დანიშნულებით გამოიყენება და ზღუდავს კისრის მოძრაობას.