მუხლის ამოვარდნა

მუხლის  ამოვარდნის დროს ადამიანი მწვავე ტკივილს განიცდის. ამ დროს შეუძლებელი ხდება ხელის ნორმალურად მოძრაობა და ვითარდება შეშუპება. ეს პრობლემა იწვევს სახსრის დეფორმაციასა და უმოძრაობას. 

რამ შეიძლება გამოიწვიოს მუხლის ამოვარდნა?

მუხლის ამოვარდნა შესაძლოა გამოიწვიოს სირბილმა ან სწრაფმა მოძრაობამ.  სახსრის გადაჭარბებული დატვირთვის გამო ეს პრობლემა ხშირია ბავშვებსა და სპორტსმენებში. ხანგრძლივი მოგზაურობის, სიარულის, ლაშქრობის ან სირბილის დროს უსწორმასწორო ზედაპირზე გადაადგილებისას ქვედა კიდურებზე განმეორებითმა ზეწოლამ შესაძლოა, ფეხის გადაბრუნება და მუხლის ამოვარდნა გამოიწვიოს.  მსგავს მუხლის ტრავმას ხშირ შემთხვევაში შეშუპება და შესიება ახლავს თან. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს ფეხი უხერხული მოძრაობის გამოც უბრუნდება. ამოვარდნას თან ახლავს მუხლის ტკივილი, რაც თავისთავად ზღუდავს მოძრაობას და უარყოფითად აისახება ყოველდღიურ საქმიანობაზე. მუხლის ამოვარდნა შესაძლოა გამოიწვიოს:

ფიზიკურმა დატვირთვამ;

სპორტულმა აქტივობამ;

არასწორმა მოძრაობამ;

ჭარბმა წონამ. 

მუხლის ამოვარდნის სიმპტომები

მუხლის ამოვარდნისთვის დამახასიათებელია მგრძნობელობის დაკარგვა. ამ დროს ასევე დაზიანებულ ადგილზე ხშირია ჩხვლეტის შეგრძნება.  მუხლის ამოვარდნის დროს სიმპტომებია: 

შესიება;

ფერის ცვლილება;

ტკივილი;

მოძრაობის შეზღუდვა.

მუხლის ამოვარდნის მკურნალობა

მუხლის ამოვარდნის სწორად მკურნალობის შემთხვევაში, სახსარი უბრუნდება თავის ნორმალურ პოზიციასა და ფუნქციას. ეს პროცესი რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობს მოსვენების რეჟიმში და რაც მთავარია ამ დროს აუცილებელია მუხლის იმობილიზაცია. მკურნალობის პროცესში მნიშნელოვანია მუხლის ფიქსატორის გამოყენება, რადგან ის სახსარს აფიქსირებს და ხელს უწყობს სითბოს შენარჩუნებას. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

მუხლის ორთეზი კონტროლირებადი მექანიზმით - გვერდებზე არსებული კონტროლირებადი მექანიზმის დახმარებით შეგიძლიათ ფეხი სასურველ დონეზე მოხაროთ და გაშალოთ, მუხლის სახსრის მოხრის კუთხის რეგულირებით. გამოიყენება მყესების დაზიანებისა და სხვა ტრავმების დროს, ოპერაციის შემდგომ,  ექიმის დანიშნულებით.

მუხლის ფოსოს და იოგის დამჭერი - გამოიყენება მუხლის სახსრის ტრავმების, მყესებისა და იოგების დაზიანების, ოსტეოართრიტისა და მენისკის დაზიანების დროს.  არსებობს როგორც მოკლე, ასევე გრძელი მოდელი, რომელსაც დამატებითი ღვედებიც აქვს მეტი ფიქსაციისთვის.

მუხლის ფიქსატორი რკინის ჩანართებით - მუხლის სახსრის საიმედო ფიქსაციას უზრუნველყოფს იოგების დაჭიმულობის, რბილი ქსოვილების დაზიანებისა და სხვა პრობლემების დროს. გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

ამ პროდუქტების ფართო არჩევანი არის წარმოდგენილი კომპანია „ახალ ხედვაში“.  სამედიცინი ჯგუფი  დაინტერესებულ პირებს პროდუქტების შეძენისთვის საუკეთესო მეთოდებს სთავაზობს და თბილისის გარდა, საფირმო მაღაზიებით საქართველოს სამ რეგიონში - გორში,  ქუთაისსა და ბათუმშია წარმოდგენილი. ასევე, შეგიძლიათ ეწვიოთ თბილისის ფილიალებსაც, რომლებიც დედაქალაქის სხვადასხვა უბანში მდებარეობს. გარდა ამისა, პროდუქტის შეძენა ხდება ონლაინ მეთოდით - კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე.